მაკაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაკაკი
Macaca sylvanus Morocco 1.jpg
მაგოტი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Macacus

მაკაკი (Macacus) — ცხვირვიწრო მაიმუნების გვარი ანთრისებრთა ოჯახისა. აქვთ საჯდომი კორძები. მათი სხეულის სიგრძე 34-65 სმ, კუდი — 5-70 სმ, მასა 3,5-18 კგ აღწევს. ცნობილია 12 სახეობა, რომელთაგან მაგოტი გვხვდება გიბრალტარზე, მაროკოში, ალჟირსა და ტუნისში, ხოლო დანარჩენი — სამხრეთ აზიაში. ბინადრობენ მიწაზე ან ხეებზე. იკვებებიან მცენარეთა ნაყოფით, ზოგი ჭამს კიბოებს, მოლუსკებს, მწერებს. ცხოვრობენ ჯოგებად შობენ თითო ნაშიერს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]