ბაბირუსა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაბირუსა

მამალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Babyrousa babyrussa (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 2461

ბაბირუსა (ლათ. Babyrousa babyrussa) — ძუძუმწოვარი ცხოველი ღორისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 100 სმ-მდე აღწევს, სიმაღლე — 80 სმ-მდე. იწონის 60–100 კგ-ს.[1] ტახს გრძელი და უკან გადაგრეხილი ეშვები აქვს, ნეზვს — მოკლე. გვხვდება სულავესისა (ინდონეზია) და ზოგიერთ მიმდებარე კუნძულზე. ბაბირუსები კოლტებად ცხოვრობენ ჭაობიან ტყეებსა და სანაპირო ჯაგნარში. მეღამური ცხოველია. იკვებება სხვადასხვაგვარი მცენარეებითა და ცხოველებით. სქესობრივ სიმწიფეს 5–10 თვეში აღწევს.[1] მაკეობა 4 თვე გრძელდება. ყრის 1–3 გოჭს. ისინი რძით იკვებებიან 6,5–8 თვის განმავლობაში.[1] ბაბირუსაზე ნადირობს ადგილობრივი მოსახლეობა. ხორცისა და ტყავის გარდა იყენებენ ეშვებსაც (სხვადასხვა ნაკეთობებისათვის). ცოცხლობენ 10–14 წელი.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ელდერტონი, დევიდ, „ცხოველების ენციკლოპედია“, მთარგმ. ნ. ბელთაძე, გვ. 87, თბ.: გამომც. „პალიტრა L“, 2018.