კომოდოს ვარანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კომოდოს ვარანი
Komodo JF2.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Varanus komodoensis (Ouwens, 1912)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 VU ka.svgმოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 22884
გავრცელება
Komodo dragon distribution.gif
  ამომწყდარი
  წარმოდგენილი

კომოდოს ვარანი[1] (ლათ. Varanus komodoensis) — ქვეწარმავალი ვარანისებრთა ოჯახისა. ყველაზე დიდი თანამედროვე ხვლიკი: სხეულის სიგრძე 3 მეტრამდე და მეტი, მასა — 140 კგ-მდე. კიდურები კარგადაა განვითარებული. ახალგაზრდა ინდივიდების შეფერილობა მორუხო-წაბლისფერია წითელ-ნარინჯისფერი ლაქებით, ზრდასრულებისა — ერთფეროვანი მუქი მურა. გავრცელებულია აღმოსავლეთ ინდონეზიაში, კერძოდ, კომოდოს (აქედან სახელწოდება), რინჯის, პადარის კუნძულებზე და კუნძულ ფლორესის აღმოსავლეთ ნაწილში. ბინადრობს ბორცვების ბუჩქნარითა და მეჩხერი ტყით შემოსილ კალთებზე, ხშირად შედის მდინარეების ამომშრალ კალაპოტებში. თხრის 5 მეტრამდე სიგრძის სოროებს; ახალგაზრდები თავშესაფრად ხეების ფუღუროებსაც იყენებენ. მეზობელ კუნძულებზე გადასასვლელად შეუძლია ზღვაში საკმაოდ შორს შეცურვა. აქტიურია დღისით. იკვებება გარეული ღორებით, თხებით, ირმებით, მაიმუნებით, მღრღნელებით, ფრინველებით, ხვლიკებით, გველებით, აგრეთვე ლეშით. ნადავლს სუნით დაეძებს. მსხვერპლს კლავს სისხლის მოწამვლით, რომელიც ჭრილობაში ვარანის ნერწყვის მოხვედრით ვითარდება; ნერწყვი ლპობის ბაქტერიებს შეიცავს. ცნობილია ადამიანზე თავდასხმის შემთხვევებიც. დედალი სოროში ან პირდაპირ მიწაში დებს 200-გრამიან 30-მდე კვერცხს. ნაშიერები (27–30 სმ-ის სიგრძის) იჩეკებიან 8–8,5 თვეში. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლ. 40 წელს შეადგენს. შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში. ვარანის გადაშენებისაგან დასაცავად ინდონეზიაში შექმნილია კომოდოს ეროვნული პარკი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული (1991).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მუსხელიშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 298, თბ., 1979 წელი.