შინაარსზე გადასვლა

ილდიზლი (არჰავის რაიონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ილდიზლი.
სოფელი
ილდიზლი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ართვინის პროვინცია
რაიონი არჰავი
კოორდინატები 41°16′38″ ჩ. გ. 41°24′15″ ა. გ. / 41.27722° ჩ. გ. 41.40417° ა. გ. / 41.27722; 41.40417
ადრეული სახელები ნობაღლენი
მოსახლეობა 18 (2007)[1] ,
25 (2008)[1] ,
21 (2009)[1] ,
23 (2010)[1] ,
25 (2011)[1] ,
32 (2012)[1] ,
29 (2013)[1] ,
27 (2014)[1] ,
29 (2015)[1] ,
27 (2016)[1] ,
26 (2017)[1] ,
114 (2018)[1] ,
72 (2019)[1] ,
54 (2020)[1] ,
51 (2021)[1] ,
45 (2022)[1] ,
104 (2023)[1] ,
68 (2024)[1]
სასაათო სარტყელი UTC+3[2] და თურქეთის დრო[3]
საფოსტო ინდექსი 08290
ილდიზლი (არჰავის რაიონი) — თურქეთი
ილდიზლი (არჰავის რაიონი)

ილდიზლი (თურქ. Yıldızlı) — სოფელი არჰავის რაიონში, ართვინის პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს რაიონის ცენტრ არჰავიდან 21 კილომეტრში[4]. 2020 წლის მონაცემებით სოფელში 54 ადამიანი ცხოვრობს[5].

სოფლის ძველი ისტორიული, ქართული სახელწოდებაა ბაჰთა.[6]

სოფელი ილდიზლის ძველი სახელია ნობაღლენი. ლაზური ტოპონიმი ნობაღლენი (ნობაღლენი) წარმოდგება სიტყვისგან „ბაღუ“ (ბაღუ), რომელიც ნიშნავს სერენდერს ან ბეღელს, და აღნიშნავს „ძველი ბეღლის ადგილს".[7][8]

სოფელი ნობაღლენი მდებარეობს ლაზეთის რეგიონში, რომელიც ანტიკურ ხანაში კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე იყო. ოსმალებმა, ტრაპიზონის იმპერიის განადგურების შემდეგ 1461 წელს, 1547 წელს სრულად დაიპყრეს ეს რეგიონიც.[9] თუმცა, ეს ტოპონიმი, როგორც სოფელი, ოსმალურ ჩანაწერებში არ გვხვდება. ნობაღლენი იყო ბაშქოის უბანი, რაც ჩანს გადაწყვეტილებებიდან მისი ცალკე სოფლად გამოყოფისა და ბაშქოისთვის უბნად კვლავ მიერთების შესახებ.

სოფელი ნობაღლენი, 1935 წლის საყოველთაო აღწერისას, ეკუთვნოდა არტვინისა და რიზეს პროვინციების ნაცვლად შექმნილი ჩორუჰის პროვინციის ჰოპას რაიონის არჰავის თემს და მისი მოსახლეობა შეადგენდა 104 ადამიანს.[10] ნობაღლენი 1942 წელს როგორც უბანი შეუერთდა ბაშქოის, ხოლო 1959 წელს კვლავ ცალკე სოფლად გამოიყო.[8] სოფელ ნობაღლენში 1965 წლის მოსახლეობის აღწერისას ცხოვრობდა 124 ადამიანი და ამ მოსახლეობიდან 61 ადამიანმა იცოდა წერა-კითხვა.[11]გარკვეული დროის შემდეგ სოფლის სახელი შეიცვალა და გახდა ილდიზლი, რაც ჩანს 1970 წლის საყოველთაო აღწერაში, სადაც ის უკვე ახალი სახელით არის დაფიქსირებული.

სოფელ ილდიზლში 2014 წელს იყო 3 ლაზური სახლი, 10 სერენდერი და 1 წყლის წისქვილი, რომლებმაც შეინარჩუნეს თავიანთი არქიტექტურული იერსახე.[12]

  1. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 Adrese Dayalı Nüfus Kayıt Sistemi, Address Based Population Registration SystemTÜİK.
  2. https://web.archive.org/web/20240224154238/https://www.resmigazete.gov.tr/eskiler/2016/09/20160908-2.pdf
  3. https://support.microsoft.com/tr-tr/topic/t%C3%BCrkiye-de-dst-uygulamas%C4%B1-sona-ermi%C5%9Ftir-56f14484-a323-543c-5e36-f701723f5b22
  4. Kireçlik Köyü (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 Mart 2015. ციტირების თარიღი: 4 Haziran 2014.
  5. Artvin Arhavi Yıldızlı Köy Nüfusu (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 Ağustos 2019. ციტირების თარიღი: 5 Şubat 2020.
  6. Taner Artvinli, Artvin Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2013, s. 214, ISBN 978-605-5708-85-6.
  7. „ბაღუ“- „Lazca-Gürcüce Sözlük. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 Temmuz 2020. ციტირების თარიღი: 25 Haziran 2024.
  8. 1 2 Taner Artvinli, „Artvin Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2013, s. 202, ISBN 9786055708856.
  9. „კოლხური (მეგრულ-ლაზური) ენა", (Hazırlayanlar) Rusudan Amirecibi-Mullen (editör), Nana Danelia, İnga Gundua, Tiflis, 2006, s. 22. დაარქივებული 2024-06-19 საიტზე Wayback Machine. ISBN 99940-61-43-7
  10. 1935 Genel Nüfus Sayımı, İstanbul, 1937, s. 293.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 Ocak 2020. ციტირების თარიღი: 28 Nisan 2021.
  11. 1965 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1968, s. 87.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 Şubat 2020. ციტირების თარიღი: 26 Haziran 2024.
  12. Kırsal Alanların Turizm Potansiyelinin Belirlenmesi – Artvin İli Arhavi İlçesi Örneği. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 Ocak 2022. ციტირების თარიღი: 4 Nisan 2024.