დერეჯიქი (არჰავის რაიონი)
| სოფელი | |
|---|---|
|
დერეჯიქი | |
| ქვეყანა |
|
| პროვინცია | ართვინის პროვინცია |
| რაიონი | არჰავი |
| კოორდინატები | 41°19′01″ ჩ. გ. 41°22′48″ ა. გ. / 41.31694° ჩ. გ. 41.38000° ა. გ. |
| ადრეული სახელები | სიდრა |
| მოსახლეობა |
84 (2007)[1] , 86 (2008)[1] , 72 (2009)[1] , 64 (2010)[1] , 64 (2011)[1] , 78 (2012)[1] , 82 (2013)[1] , 98 (2014)[1] , 111 (2015)[1] , 137 (2016)[1] , 126 (2017)[1] , 96 (2018)[1] , 87 (2019)[1] , 97 (2020)[1] , 106 (2021)[1] , 120 (2022)[1] , 216 (2023)[1] , 182 (2024)[1] |
| სასაათო სარტყელი | UTC+3[2] და თურქეთის დრო[3] |
| საფოსტო ინდექსი | 08200 |
დერეჯიქი (თურქ. Arılı) — სოფელი არჰავის რაიონში, ართვინის პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს ართვინიდან 88 კილომეტრში, ხოლო რაიონის ცენტრ არჰავიდან 12 კილომეტრში.[4] 2020 წლის მონაცემებით სოფელში 97 ადამიანი ცხოვრობს.[5]
სოფლის ძველი ისტორიული, ქართული სახელწოდებაა სიდრა.[6]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიფელი დერეჯიქის ძველი სახელწოდებაა სიდრა/სიდერე. ბერძნული წარმოშობის ტოპონიმი სიდრა ნიშნავს „რკინის სოფელს“.[7] 1876 წლის ტრაპიზონის ვილაიეთის წელიწდეულსა და 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში სოფლის სახელი მოიხსენიება როგორც „სიდრა“ ან „სიდერე“ (سیدرە).[8][9]
რეგიონი, სადაც სიდრა ან სიდრე მდებარეობდა, ანტიკურ ეპოქაში კოლხეთის სამეფოს ნაწილი იყო. ოსმალებმა ეს რეგიონი ხელში ჩაიგდეს 1461 წელს ტრაპიზონის იმპერიის განადგურების შემდეგ. არჰავი მდებარეობდა რეგიონში, რომელსაც ოსმალეთის პერიოდში ლაზისტანი ეწოდებოდა. არჰავი, სადაც სიდრა მდებარეობდა, ადრეულ ოსმალურ ჩანაწერებში მოიხსენიება როგორც არჰავის კაზა, რომელიც ტრაპიზონის სანჯაყს ეკუთვნოდა. არჰავის კაზა 1486 წლის აღწერის დროს შედგებოდა არჰავი-ლაზის ნაჰიესგან, ხოლო მე-16 საუკუნეში - არჰავი-ლაზის, გონიოს, ვილაიეთ-ი ისქელესა და ვილაიეთ-ი ბაღობითის ნაჰიეებისგან. არჰავის კაზაში მდებარე სიდრა 1583 წლის აღწერაში აღრიცხულია როგორც სოფელი 5 უბნით.[10]
სიდრა, 1876 წლის ტრაპიზონის ვილაიეთის წელიწდეულის მიხედვით, იყო სოფელი, რომელიც ეკუთვნოდა ტრაპიზონის ვილაიეთის ერთ-ერთი სანჯაყის, ლაზისტანის სანჯაყის, ხოფას კაზას არჰავის ნაჰიეს. მისი მოსახლეობა შედგებოდა 69 კომლში მცხოვრები 213 ადამიანისგან. კომლზე დაახლოებით 3 ადამიანის მოსვლა შესაძლოა დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ აღრიცხული იყო მხოლოდ მამაკაცი მოსახლეობა. ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ სოფლის მოსახლეობა შედგებოდა დაახლოებით 416 ადამიანისგან. 1935 წელს სოფელში აღრიცხული მოსახლეობაც ამ ვარაუდს ამყარებს. სოფელში, რომლის მოსახლეობა მიწათმოქმედებით ირჩენდა თავს, აღრიცხული იყო 11 თხა/ცხვარი, 123 ძროხა, 3 ცხენი და 2 ხარი.[11][12]
სიდრა, 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიის მიხედვით, ეკუთვნოდა რიზეს ვილაიეთის ხოფას კაზას არჰავის ნაჰიეს.[9] 1935 წლის საყოველთაო აღწერაში „სიდერედ“ აღრიცხული დასახლება იყო ერთ-ერთი სოფელი რიზესა და არტვინის ვილაიეთების ნაცვლად შექმნილი ჩორუჰის ვილაიეთის ჰოპას კაზას არჰავის ნაჰიეში. ამ აღრიცხვის მიხედვით, სოფლის მოსახლეობა შედგებოდა 475 ადამიანისგან.[12] სიდრას/სიდერეს სახელი უცხოური წარმოშობის გამო 1959 წელს შეიცვალა „დერეჯიკით“.[13] ამის მიუხედავად, სიდერეს სახელი სოფლის ახალ სახელთან ერთად გარკვეული დროის განმავლობაში კვლავ გამოიყენებოდა ოფიციალურ ჩანაწერებში ფორმით „დერეჯიკი (სიდერე)“.[14]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 Adrese Dayalı Nüfus Kayıt Sistemi, Address Based Population Registration System — TÜİK.
- ↑ https://web.archive.org/web/20240224154238/https://www.resmigazete.gov.tr/eskiler/2016/09/20160908-2.pdf
- ↑ https://support.microsoft.com/tr-tr/topic/t%C3%BCrkiye-de-dst-uygulamas%C4%B1-sona-ermi%C5%9Ftir-56f14484-a323-543c-5e36-f701723f5b22
- ↑ Derecik Köyü (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 Mart 2015. ციტირების თარიღი: 4 Haziran 2014.
- ↑ Artvin Arhavi Derecik Köy Nüfusu (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 Ağustos 2019. ციტირების თარიღი: 5 Şubat 2020.
- ↑ Taner Artvinli, Artvin Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2013, s. 214, ISBN 978-605-5708-85-6.
- ↑ Taner Artvinli, Artvin Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2013, s. 236, ISBN 978-605-5708-85-6.
- ↑ Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 368, ISBN 9789157871117.
- 1 2 Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 621.
- ↑ Kenan Aydın, "Arhavi Kazasında İskân ve Nüfus (1583-1681/1682)" - Hacettepe Üniversitesi Türkiyat Araştırmaları Dergisi, 2021 Bahar (34), s. 206.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 Temmuz 2021. ციტირების თარიღი: 3 Ağustos 2021.
- ↑ Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 369, ISBN 9789157871117.
- 1 2 1935 Genel Nüfus Sayımı, İstanbul, 1937, s. 332.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 Ocak 2020. ციტირების თარიღი: 3 Ağustos 2021.
- ↑ Köylerimiz, (Yayımlayan) İçişleri Bakanlığı, Ankara, 1968, s. 752.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 Şubat 2020. ციტირების თარიღი: 3 Ağustos 2021.
- ↑ 1980 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1981.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 Şubat 2020. ციტირების თარიღი: 15 Mart 2022.
| ||||||||