ულუქენთი (არჰავის რაიონი)
| სოფელი | |
|---|---|
|
ულუქენთი | |
| ქვეყანა |
|
| პროვინცია | ართვინის პროვინცია |
| რაიონი | არჰავი |
| კოორდინატები | 41°19′22″ ჩ. გ. 41°23′32″ ა. გ. / 41.32278° ჩ. გ. 41.39222° ა. გ. |
| ადრეული სახელები | ფილარგეთი |
| მოსახლეობა |
100 (2007)[1] , 98 (2008)[1] , 133 (2009)[1] , 120 (2010)[1] , 128 (2011)[1] , 138 (2012)[1] , 257 (2013)[1] , 202 (2014)[1] , 197 (2015)[1] , 183 (2016)[1] , 163 (2017)[1] , 239 (2018)[1] , 203 (2019)[1] , 186 (2020)[1] , 169 (2021)[1] , 173 (2022)[1] , 227 (2023)[1] , 217 (2024)[1] |
| სასაათო სარტყელი | UTC+3[2] და თურქეთის დრო[3] |
| საფოსტო ინდექსი | 08290 |
ულუქენთი (თურქ. Ulukent) — სოფელი არჰავის რაიონში, ართვინის პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს ართვინიდან 13 კილომეტრში[4]. 2020 წლის მონაცემებით სოფელში 186 ადამიანი ცხოვრობს[5].
სოფლის ძველი ისტორიული, ქართული სახელწოდებაა ფილარგეთი.[6]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელ ულუქენთისა და ბალიქლის საერთო ძველი სახელწოდებაა „ფილარგეთი“. ლაზური ტოპონიმი ფილარგეთი წარმოდგება ძველ ბერძნულში წეროს აღმნიშვნელი სიტყვისგან pelargos, რომელმაც ლაზურში მიიღო ფორმა და ნიშნავს „წეროიანს / წეროს ადგილს“. სოფელი ულუქენთი ცნობილია როგორც ქვემო პილარგეთი, ხოლო ბალიქლის სოფელი როგორც ზემო პილარგეთი..[7][8] ეს ტოპონიმი თურქულში შევიდა როგორც „ფილარგეთი“. კერძოდ, 1928 წლის ოსმალური სოფლების სიაში მოხსენიებულია როგორც ფილარგეთი / ფელარგეთი (پلاركت).[9]
სოფელი პილარგეთი / პელარგეთის მდებარეობდა ლაზეთის რეგიონში, რომელიც ანტიკურ პერიოდში კოლხეთის სამეფოს ნაწილი იყო. ოსმალებმა, 1461 წელს ტრაპიზონის იმპერიის განადგურების შემდეგ, 1547 წელს ეს რეგიონიც სრულად დაიპყრეს..[10] სახელწოდება ფილარგეთი ან ფელარგეთი ოსმალურ ჩანაწერებში არ გვხვდება. წერილობით ამ სოფლის შესახებ პირველად, დიდი ალბათობით, ნახსენებია 1917 წელს, ქართველი ენათმეცნიერის იოსებ ყიფშიძის ჩანაწერებში, რომელმაც კვლევითი მოგზაურობა მოაწყო ლაზისტანის რეგიონში. სოფელი, რომელსაც ყიფშიძე წერდა როგორც ფილარგეთი, პირველი მსოფლიო ომის დროს რუსების ხელში გადავიდა და ამ პერიოდში რუსული ადმინისტრაციის საზღვრებში იმყოფებოდა. რუსულმა ადმინისტრაციამ სოფელი ჩაწერა როგორც პილარგეთი (Пиларгети), სადაც 98 ოჯახში 400 ადამიანი ცხოვრობდა.[11][12]
სოფელი ფილარგეთი ან ფელარგეთი, 1928 წლის ოსმალური სოფლების სიის მიხედვით, ექვემდებარებოდა რიზეს პროვინციის ხოფის რაიონის არჰავის თემს.[9] 1935 წლის საყოველთაო აღწერაში სოფელი, რომელიც მოხსენიებულია როგორც "ფილარკეთი", იმავე ადმინისტრაციულ პოზიციაში იმყოფებოდა ჩორუჰის პროვინციაში და მისი მოსახლეობა შედგებოდა 714 ადამიანისგან. ამ პერიოდში ჩორუჰის პროვინციამ ჩაანაცვლა ართვინისა და რიზეს პროვინციები.[13] 1955 წლის საყოველთაო აღწერაში კვლავ ერთ სოფლად აღრიცხული პილარგეთის ემენიატის, ბაღვას და ბარდის უბნები 1956 წელს ცალკე სოფლად გარდაიქმნა „ბალიქლის“ სახელწოდებით.[14] ვინაიდან პილარგეთი ან პელარქეტი არ იყო თურქული, სოფლის სახელი 1959 წელს შეიცვალა „ულუქენთად“.[15] 1965 წლის საყოველთაო აღწერაში ულუქენთის სოფლის მოსახლეობა შედგებოდა 598 ადამიანისგან, საიდანაც 256 ადამიანმა იცოდა წერა-კითხვა.[16]
ითვლება, რომ სოფელი ულუქენთის მეჩეთი აშენდა მე-19 საუკუნეში. მეჩეთის მოაჯირებზე და გუმბათის ცენტრში შეიმჩნევა ორნამენტები, ხოლო ქალთა გალერეის ქვემოთ მდებარე კოჭზე ჩუქურთმიანი გეომეტრიული ნახატებია. მეჩეთის ხის მინბარიც მოჩუქურთმებულია.[17] 2012 წელს სოფელში იყო 13 ლაზური სახლი, რომლებსაც შენარჩუნებული ჰქონდათ არქიტექტურული სტილი, 9 სერენდერი და 8 წყლის წისქვილი.[18]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 Adrese Dayalı Nüfus Kayıt Sistemi, Address Based Population Registration System — TÜİK.
- ↑ https://web.archive.org/web/20240224154238/https://www.resmigazete.gov.tr/eskiler/2016/09/20160908-2.pdf
- ↑ https://support.microsoft.com/tr-tr/topic/t%C3%BCrkiye-de-dst-uygulamas%C4%B1-sona-ermi%C5%9Ftir-56f14484-a323-543c-5e36-f701723f5b22
- ↑ Ulukent Köyü (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 Mart 2015. ციტირების თარიღი: 4 Haziran 2014.
- ↑ Ulukent Köyü (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 Ağustos 2019. ციტირების თარიღი: 5 Şubat 2020.
- ↑ Taner Artvinli, Artvin Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2013, s. 214, ISBN 978-605-5708-85-6.
- ↑ Taner Artvinli, Artvin Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2013, s. 65, 272, ISBN 978-605-5708-85-6.
- ↑ Bakur Gogohia, Doğu Lazistan Tarihi ve Kişi Ad-Soyadları (აღმოსავლეთ ლაზეთის ისტორია და გვარსახელები), Tiflis, 2019, s. 171,. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 Şubat 2021. ციტირების თარიღი: 3 Ağustos 2021.
- 1 2 Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 621.
- ↑ ,,კოლხური (მეგრულ-ლაზური) ენა", (Hazırlayanlar) Rusudan Amirecibi-Mullen (editör), Nana Danelia, İnga Gundua, Tiflis, 2006, s. 22. ISBN 99940-61-43-7
- ↑ İoseb Kipşidze, "Çaneti'de Yolculuk" (ჭანეთში მოგზაურება), მოამბე / Bulletin, I. Cilt, Tiflis 1937, s. 167.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 Mayıs 2024. ციტირების თარიღი: 25 Haziran 2024.
- ↑ İuri Siharulidze, Çaneti / Lazeti (ჭანეთი / ლაზეთი), Batum, 1977, I. cilt, s. 78.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 Ekim 2020. ციტირების თარიღი: 25 Haziran 2024.
- ↑ 1935 Genel Nüfus Sayımı, İstanbul, 1937, s. 310.
- ↑ Taner Artvinli, Artvin Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2013, s. 272, ISBN 978-605-5708-85-6.
- ↑ Köylerimiz, (Yayımlayan) İçişleri Bakanlığı, Ankara, 1968, s. 741.
- ↑ 1965 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1968, s. 87.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 Şubat 2020. ციტირების თარიღი: 25 Haziran 2024.
- ↑ Ulukent Köyü Camii. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 Mart 2022. ციტირების თარიღი: 5 Mart 2022.
- ↑ Köylerimiz (Ortacalar, Sırtoba, Soğucak). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 Nisan 2024. ციტირების თარიღი: 4 Nisan 2024.
| ||||||||