სირთობა (არჰავის რაიონი)
| სოფელი | |
|---|---|
|
სირთობა | |
| ქვეყანა |
|
| პროვინცია | ართვინის პროვინცია |
| რაიონი | არჰავი |
| კოორდინატები | 41°18′18″ ჩ. გ. 41°23′24″ ა. გ. / 41.30500° ჩ. გ. 41.39000° ა. გ. |
| ადრეული სახელები | ოტალახე |
| მოსახლეობა |
81 (2007)[1] , 116 (2008)[1] , 92 (2009)[1] , 90 (2010)[1] , 89 (2011)[1] , 87 (2012)[1] , 184 (2013)[1] , 139 (2014)[1] , 127 (2015)[1] , 128 (2016)[1] , 120 (2017)[1] , 283 (2018)[1] , 186 (2019)[1] , 167 (2020)[1] , 142 (2021)[1] , 129 (2022)[1] , 116 (2023)[1] , 111 (2024)[1] |
| სასაათო სარტყელი | UTC+3[2] და თურქეთის დრო[3] |
| სატელეფონო კოდი | 466[4] |
| საფოსტო ინდექსი | 08290 |
| საავტომობილო კოდი | 08[5] |
სირთობა (თურქ. Sırtoba) — სოფელი არჰავის რაიონში, ართვინის პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს რაიონის ცენტრ არჰავიდან 14 კილომეტრში[6]. 2020 წლის მონაცემებით სოფელში 167 ადამიანი ცხოვრობს[7].
სოფლის ძველი ისტორიული, ქართული სახელწოდებაა ოტალახე.[8]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი სირთობის ძველი სახელია ოტალახე. ლაზური ტოპონიმი ოტალახე წარმოდგება სიტყვა „ტალახი“-დან და ნიშნავს „ტალახიანს“.[9][10] ეს ტოპონიმი თურქულ ენაში შევიდა როგორც ოტალახე ან ოტალაჰა. შესაბამისად, 1935 წლის საყოველთაო აღწერაში იგი ამ სახელით იხსენიება.[11]
სოფელი ოტალახე, რომელიც ლაზეთის რეგიონში მდებარეობს, ანტიკურ ეპოქაში კოლხეთის სამეფოს საზღვრებში შედიოდა. ოსმალებმა, ტრაპიზონის იმპერიის განადგურების შემდეგ, 1547 წელს ეს რეგიონიც სრულად დაიპყრეს.[12] XV-XVI საუკუნეების ოსმალურ ჩანაწერებსა და 1877 წლის ტრაპიზონის პროვინციის წელიწდეულში ოტალახე არ იხსენიება.[13][14] ეს თურქული ტოპონიმი შესაძლოა ოსმალეთის პერიოდში უფრო გვიან წარმოიშვა.
სოფელი ოტალახე პირველი მსოფლიო ომის წლებში რუსეთის მმართველობის საზღვრებში მოექცა. ქართველმა ენათმეცნიერმა იოსებ ყიფშიძემ, 1917 წელს ლაზეთის რეგიონში თავისი კვლევითი მოგზაურობისას, ოტალახედ (ოტალახე) ჩანიშნულ სოფელში 15 ოჯახში 25 ადამიანის ცხოვრება აღწერა.[15]
სოფელი ოტალახე 1935 წლის საყოველთაო აღწერაში „ოტალაჰას“ სახელით დარეგისტრირდა. ამ დროს სოფელი არტვინისა და რიზეს პროვინციების ადგილას ჩამოყალიბებული ჩორუხის პროვინციი] ხოფის რაიონის არჰავის თემს ეკუთვნოდა და მისი მოსახლეობა 164 ადამიანს შეადგენდა.[11] რადგან ოტალახე ან ოტალაჰა არ იყო თურქული, სოფლის სახელი 1959 წელს შეიცვალა და ეწოდა სირთობა.[16] 1965 წლის საყოველთაო აღწერაში სოფელი სირთობის მოსახლეობა 269 ადამიანისგან შედგებოდა და ამ მოსახლეობიდან 110 ადამიანმა იცოდა წერა-კითხვა.[17]
სირთობას სოფელში 2014 წელს არქიტექტურული სახე შენარჩუნებული ჰქონდა 5 ლაზურ სახლს, 10 სერენდერს და 3 წყლის წისქვილს.[18]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 Adrese Dayalı Nüfus Kayıt Sistemi, Address Based Population Registration System — TÜİK.
- ↑ https://web.archive.org/web/20240224154238/https://www.resmigazete.gov.tr/eskiler/2016/09/20160908-2.pdf
- ↑ https://support.microsoft.com/tr-tr/topic/t%C3%BCrkiye-de-dst-uygulamas%C4%B1-sona-ermi%C5%9Ftir-56f14484-a323-543c-5e36-f701723f5b22
- ↑ https://www.bilkent.edu.tr/rehber/citycode.htm
- ↑ https://web.archive.org/web/20230307031655/https://www.kgm.gov.tr/SiteCollectionDocuments/KGMdocuments/Istatistikler/DevletIlYolEnvanter/IllereGoreIlYollari.pdf
- ↑ Sırtoba Köyü (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 Mart 2015. ციტირების თარიღი: 4 Haziran 2014.
- ↑ Artvin Arhavi Sırtoba Köy Nüfusu (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 Ağustos 2019. ციტირების თარიღი: 5 Şubat 2020.
- ↑ Taner Artvinli, Artvin Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2013, s. 214, ISBN 978-605-5708-85-6.
- ↑ İuri Siharulidze, Çaneti / Lazeti (ჭანეთი / ლაზეთი), Batum, 1977, I. cilt, s. 75.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 Ekim 2020.
- ↑ "ტალახი" - Lazca-Gürcüce Sözlük. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 Temmuz 2020.
- ↑ 11.0 11.1 1935 Genel Nüfus Sayımı, İstanbul, 1937, s. 300.
- ↑ ,,კოლხური (მეგრულ-ლაზური) ენა", (Hazırlayanlar) Rusudan Amirecibi-Mullen (editör), Nana Danelia, İnga Gundua, Tiflis, 2006, s. 22. დაარქივებული 2024-06-19 საიტზე Wayback Machine. ISBN 99940-61-43-7
- ↑ Kenan Aydın, "Arhavi Kazasında İskân ve Nüfus (1583-1681/1682)", Ankara, 218. Yüksek lisans tezi
- ↑ Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 366-369, ISBN 9789157871117.
- ↑ İoseb Kipşidze, "Çaneti'de Yolculuk" (ჭანეთში მოგზაურება), მოამბე / Bulletin, I. Cilt, Tiflis 1937, s. 155.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 Mayıs 2024.
- ↑ Köylerimiz, (Yayımlayan) İçişleri Bakanlığı, Ankara, 1968, s. 736.
- ↑ 1965 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1968, s. 87.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 Şubat 2020.
- ↑ Kırsal Alanların Turizm Potansiyelinin Belirlenmesi – Artvin İli Arhavi İlçesi Örneği. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 Ocak 2022.
| ||||||||