ქავაქოი (არჰავის რაიონი)
| სოფელი | |
|---|---|
|
ქავაქოი | |
| ქვეყანა |
|
| პროვინცია | ართვინის პროვინცია |
| რაიონი | არჰავი |
| კოორდინატები | 41°16′00″ ჩ. გ. 41°16′00″ ა. გ. / 41.26667° ჩ. გ. 41.26667° ა. გ. |
| მოსახლეობა | 395 (2024)[1] |
| სასაათო სარტყელი | UTC+3[2] და თურქეთის დრო[3] |
| სატელეფონო კოდი | 466[4] |
| საფოსტო ინდექსი | 08200 |
| საავტომობილო კოდი | 08[5] |
ქავაქოი (თურქ. Kavakköy) — სოფელი არჰავის რაიონში, ართვინის პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს ართვინიდან 80 კილომეტრში, ხოლო რაიონის ცენტრ არჰავიდან 4 კილომეტრში[6]. 2020 წლის მონაცემებით სოფელში 445 ადამიანი ცხოვრობს[7].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კავაქოის ძველი სახელი „იაკოვითი“ ან „იაკობითი“ იყო.[8][9] თურქულად იაკუბად ცნობილი სახელი მომდინარეობს „იაკოვ“ ან „იაკობისგან“ და ნიშნავს იაკოვის სამშობლოს.[10] ამ ადგილის სახელი თურქულში შევიდა როგორც იაგობითი და იაკობითი. 1876 წლის ტრაპიზონის ვილაიეთის წელიწდეულში იგი მოხსენიებულია როგორც იაკოვითი (ٻاقوت).[11] 1928 წლის ოსმალური სოფლების სიაშიც მსგავსად, იაკოვითად (ٻاقوٻت) არის დაწერილი.[12]
სოფელი იაკოვითი / იაკობითი მდებარეობდა ლაზეთის რეგიონში, რომელიც ანტიკურ პერიოდში კოლხეთის სამეფოს ნაწილი იყო.ოსმალებმა, 1461 წელს ტრაპიზონის იმპერიის განადგურების შემდეგ, 1547 წელს ეს რეგიონიც სრულად დაიპყრეს.[13] 1876 წლის ტრაპიზონის ვილაიეთის წელიწდეულის მიხედვით, ეს დასახლება ტრაპიზონის ვილაიეთის ლაზისტანის სანჯაყის არჰავის რაიონს ეკუთვნოდა. მოსახლეობა შედგებოდა 78 ოჯახში მცხოვრები 207 ადამიანისგან. თუმცა, შესაძლებელია ეს რიცხვი მხოლოდ მამაკაცებს მოიცავდა. სოფელში, გადასახადით დაბეგვრას დაქვემდებარებული ცხოველების სიმრავლედ აღრიცხულია 13 თხა და ბატკანი, 3 ცხენი, 192 ძროხა და 4 ხარი.[14]
ქართველმა გენერალმა და გეოგრაფმა გიორგი ყაზბეგმა ლაზეთის რეგიონში მოგზაურობისას დაწერა, რომ არჰავიდან ვიცემდე ზღვის სანაპიროზე გზა არ მიდიოდა, ისინი არჰავის მდინარის გასწვრივ შიდა მხარეში შევიდნენ. სოფელ იაკობითში ეს მდინარე სამ შტოდ იყოფოდა.[15]
სოფელი პირველი მსოფლიო ომის წლებში რუსული მმართველობის საზღვრებში მოექცა. ქართველმა ენათმეცნიერმა იოსებ ყიფშიძემ 1917 წელს ლაზისტანის რეგიონში კვლევითი მოგზაურობისას დაწერა, რომ იაკოვითად აღნიშნულ სოფელში 16 ოჯახში 126 ადამიანი ცხოვრობდა.[16]
სოფელი იაკოვითი ან იაკობითი 1928 წლის ოსმალური სოფლების სიაში რიზეს ვილაიეთის ხოფას რაიონის არჰავის ნაჰიეს ექვემდებარებოდა.[12] 1935 წლის საყოველთაო აღწერაში კი ჩორუჰის ვილაიეთში იმავე ადმინისტრაციულ მდგომარეობაში იყო და მისი მოსახლეობა 525 ადამიანს შეადგენდა. ამ დროს ჩორუჰის ვილაიეთმა ართვინისა და რიზეს ვილაიეთების ადგილი დაიკავა.[17] იაკოვითი თურქული არ იყო, ამიტომ სოფლის სახელი 1959 წელს „კავაკად“ შეიცვალა.[18] 1965 წლის საყოველთაო აღწერაში გურგენჯიქის სოფლის მოსახლეობა 741 ადამიანისგან შედგებოდა და ამ მოსახლეობიდან 401 ადამიანმა იცოდა კითხვა-წერა.[19]
კავაქოიში 2014 წელს იყო 8 ლაზური სახლი, რომლებმაც შეინარჩუნეს არქიტექტურული იერსახე, 15 სერენდერი და 12 წყლის წისქვილი.[20]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Adrese Dayalı Nüfus Kayıt Sistemi, Address Based Population Registration System — TÜİK.
- ↑ https://web.archive.org/web/20240224154238/https://www.resmigazete.gov.tr/eskiler/2016/09/20160908-2.pdf
- ↑ https://support.microsoft.com/tr-tr/topic/t%C3%BCrkiye-de-dst-uygulamas%C4%B1-sona-ermi%C5%9Ftir-56f14484-a323-543c-5e36-f701723f5b22
- ↑ https://www.bilkent.edu.tr/rehber/citycode.htm
- ↑ https://web.archive.org/web/20230307031655/https://www.kgm.gov.tr/SiteCollectionDocuments/KGMdocuments/Istatistikler/DevletIlYolEnvanter/IllereGoreIlYollari.pdf
- ↑ Kavakköy Köyü (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 Mart 2015. ციტირების თარიღი: 4 Haziran 2014.
- ↑ Artvin Arhavi Boyuncuk Köy Nüfusu (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 Ağustos 2019. ციტირების თარიღი: 5 Şubat 2020.
- ↑ İuri Siharulidze, Çaneti / Lazeti (ჭანეთი / ლაზეთი) 2 cilt, I. Cilt, Batum, 1977, s. 79.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 Ekim 2020. ციტირების თარიღი: 20 Haziran 2024.
- ↑ İrfan Aleksiva - İsmail Bucaklişi, Svacoxo - Laz Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2009, s. 28, ISBN 978-605-89094-0-3
- ↑ İrfan Aleksiva - İsmail Bucaklişi, Svacoxo - Laz Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2009, s. 188, ISBN 978-605-89094-0-3
- ↑ Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 368, ISBN 9789157871117.
- 1 2 Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 621.
- ↑ ,,კოლხური (მეგრულ-ლაზური) ენა", (Hazırlayanlar) Rusudan Amirecibi-Mullen (editör), Nana Danelia, İnga Gundua, Tiflis, 2006, s. 22. ISBN 99940-61-43-7
- ↑ Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 369, ISBN 9789157871117.
- ↑ Giorgi Kazbegi, Türkiye Gürcistan'ında Üç Ay: Bir Seyyahın Notları (სამი თვე თურქეთის საქართველოში:მოგზაურის ჩანაწერები), Batum, 1995, s. 130.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 Mart 2024. ციტირების თარიღი: 20 Haziran 2024.
- ↑ İoseb Kipşidze, "Çaneti'de Yolculuk" (ჭანეთში მოგზაურება), მოამბე / Bulletin, I. Cilt, Tiflis 1937, s. 155.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 Mayıs 2024. ციტირების თარიღი: 20 Haziran 2024.
- ↑ 1935 Genel Nüfus Sayımı, İstanbul, 1937, s. 384.
- ↑ Köylerimiz, (Yayımlayan) İçişleri Bakanlığı, Ankara, 1968, s. 333.
- ↑ 1965 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1968, s. 87.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 Şubat 2020. ციტირების თარიღი: 20 Haziran 2024.
- ↑ Kırsal Alanların Turizm Potansiyelinin Belirlenmesi – Artvin İli Arhavi İlçesi Örneği. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 Ocak 2022. ციტირების თარიღი: 4 Nisan 2024.
| ||||||||