ივლისი 2010

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
<< ივლისი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
2010

ივლისი - 2010 წლის მეშვიდე თვეა. დაიწყო ხუთშაბათს და დამთავრდა 31 დღის შემდეგ შაბათს.

პორტალი:ახალი ამბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმდინარე მოვლენები 1 ივლისი, 2010 (2010-07-01) (ხუთშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 2 ივლისი, 2010 (2010-07-02) (პარასკევი)
მიმდინარე მოვლენები 3 ივლისი, 2010 (2010-07-03) (შაბათი)
მიმდინარე მოვლენები 4 ივლისი, 2010 (2010-07-04) (კვირა)
მიმდინარე მოვლენები 5 ივლისი, 2010 (2010-07-05) (ორშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 6 ივლისი, 2010 (2010-07-06) (სამშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 7 ივლისი, 2010 (2010-07-07) (ოთხშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 8 ივლისი, 2010 (2010-07-08) (ხუთშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 9 ივლისი, 2010 (2010-07-09) (პარასკევი)
მიმდინარე მოვლენები 10 ივლისი, 2010 (2010-07-10) (შაბათი)
მიმდინარე მოვლენები 11 ივლისი, 2010 (2010-07-11) (კვირა)
მიმდინარე მოვლენები 12 ივლისი, 2010 (2010-07-12) (ორშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 13 ივლისი, 2010 (2010-07-13) (სამშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 14 ივლისი, 2010 (2010-07-14) (ოთხშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 15 ივლისი, 2010 (2010-07-15) (ხუთშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 16 ივლისი, 2010 (2010-07-16) (პარასკევი)
მიმდინარე მოვლენები 17 ივლისი, 2010 (2010-07-17) (შაბათი)
მიმდინარე მოვლენები 18 ივლისი, 2010 (2010-07-18) (კვირა)
მიმდინარე მოვლენები 19 ივლისი, 2010 (2010-07-19) (ორშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 20 ივლისი, 2010 (2010-07-20) (სამშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 21 ივლისი, 2010 (2010-07-21) (ოთხშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 22 ივლისი, 2010 (2010-07-22) (ხუთშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 23 ივლისი, 2010 (2010-07-23) (პარასკევი)
  • ბინის თაობაზე მომხდარი დაპირისპირების გამო, ძმამ საკუთარი ძმა მოკლა. ინციდენტი დღეს თემქის დასახლების მე-4 კვარტალში მოხდა. 51 წლის ოთარ აბრამიშვილმა 49 წლის ძმა პაატა აბრამიშვილი, თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლა. ძმები ერთ ბინაში ცხოვრობდნენ. ოთარ აბრამიშვილი დაკავებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება. (rustavi2.com)
  • მოლდოვის სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში საქართველოდან მაშველები ჩადიან. დღესვე გაიგზავნება ჰუმანიტარული ტვირთიც. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებითვე, დაზარალებულ 100 მოლდოველ ბავშვს ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში დაასვენებენ. მოლდოვისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წარმომადგენლებს, მთავრობის სხდომაზე დაავალა. ქართული მხარე სტიქიით დაზარალებულ მოლდოვას, ქართულ სოფელსაც აუშენებს. (rustavi2.com)
მიმდინარე მოვლენები 24 ივლისი, 2010 (2010-07-24) (შაბათი)
მიმდინარე მოვლენები 25 ივლისი, 2010 (2010-07-25) (კვირა)
  • გერმანიის პოლიციის ცნობით, 15 ადამიანი დაიღუპა ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე - „სიყვარულის აღლუმზე“, ქალაქ დუისბრუგში. ცნობით, მსხვერპლი გათელეს, როდესაც გვირაბში ჭყლეტას პანიკა მოჰყვა. ათამდე პირმა გრძნობა დაკარგა, 40 დაშავდა. „სიყვარულის აღლუმი“ ტექნო-მუსიკის უდიდესი ფესტივალია ევროპაში, ის 1989 წლის შემდეგ იმართება. (რადიო თავისუფლება)
  • გერმანიაში, დუისბრუგში, ტექნო-მუსიკის ფესტივალი, „სიყვარულის აღლუმი“, რომლის დროსაც, ბოლო მონაცემებით, ჭყლეტაში, 19 ადამიანი დაიღუპა და დაშავებულთა რიცხვი 340-ს აღწევს, აღარ გაიმართება, განაცხადეს ორგანიზატორებმა. გერმანიის მედიის ცნობით, ფესტივალს მილიონნახევრამდე ადამიანი ესწრებოდა. თვითმხილველთა თქმით, ჭყლეტა დაიწყო, როდესაც გადაიკეტა გვირაბის ბოლო, რადგან ფესტივალის ტერიტორია უკვე სავსე იყო მაყურებლით. გვირაბის შესასვლელი არ იყო დაკეტილი და ხალხის ნაკადი მასში სვლას აგრძელებდა. „სიყვარულის აღლუმი“ პირველად 1989 წელს გაიმართა, ის ევროპის უდიდესი ტექნო-ფესტივალია. (რადიო თავისუფლება)
  • უამინდობით გამოწვეული კიდევ ერთი უბედური შემთხვევა ყვარლის რაიონში. სოფელ გავაზში მეხმა 59 წლის დათო რევაზიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა. ის ორ თანასოფლელთან ერთად ნახირში იმყოფებოდა, როდესაც, დაახლოებით პირველ საათზე, ჭექა-ქუხილი დაიწყო. მათ მინდორში მდგარ კაკლის ხეს შეაფარეს თავი. მეხის დაცემამ დათო რევაზიშვილი ადგილზევე იმსხვერპლა, მისი ორი თანასოფლელი კი მხოლოდ უგონო მდგომარეობაში ჩავარდა და ისინი რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. (rustavi2.com)
მიმდინარე მოვლენები 26 ივლისი, 2010 (2010-07-26) (ორშაბათი)
  • ავღანეთის პოლიციის ცნობით, ავტობუსის ავარიის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაართან, დაშავდა 26 ადამიანი. პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ავტობუსი ქაბულისაკენ მიეშურებოდა და დაშვებულზე მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, როცა გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. (რადიო თავისუფლება)
  • ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ავღანეთის ომის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელების ფაქტს. როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მრჩეველი ჯეიმზ ჯონსი აღნიშნავს, ამ ფაქტმა შესაძლოა მრავალი ადამიანის სიცოცხლე და ქვეყნის უსაფრთხოება დააყენოს საფრთხის ქვეშ. ავღანეთის შესახებ 90 000-მდე სამხედრო ჩანაწერი, თალიბანის წინააღმდეგ წარმოებული საიდუმლო სამხედრო ოპერაციებისა და ამ ოპერაციებში სამოქალაქო პირების შემთხვევითი მკვლელობების შესახებ, დასავლეთის მთელი რიგი მედია-საშუალებებისთვის ინტერნეტ-წყარო Wikileaks-ის საშუალებით გახდა ხელმისწავდომი. (რადიო თავისუფლება)
  • ავარია მოხდა დედაქალაქის ელექტრომომარაგებაში, თბილისის უმეტეს რაიონში დენი გათიშული იყო. ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხების გამო არ მუშაობდა მეტროპოლიტენიც. მგზავრები რამდენიმე წუთის განმავლობაში გვირაბშიც კი იყვნენ გაჩერებულნი. (rustavi2.com)
მიმდინარე მოვლენები 27 ივლისი, 2010 (2010-07-27) (სამშაბათი)
  • მაშველებმა შავ ზღვაში 16 წლის მირზა ქურციკიძის ცხედარი იპოვეს. უბედური შემთხვევა სოფელ გრიგოლეთის სანაპიროზე ორი დღის წინ მოხდა. თვითმხილველთა თქმით, მოზარდმა აღელვებულ ზღვაში შეცურა და მალევე ჩაიძირა. მირზა ქურციკიძის ცხედარი უკვე გადაასვენეს მის სახლში, ლანჩუხუთის რაიონის სოფელ ჩიბათში. (rustavi2.com)
მიმდინარე მოვლენები 28 ივლისი, 2010 (2010-07-28) (ოთხშაბათი)
  • ბორჯომში, გუჯარეთის ტყეში დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე ტყის მასივია დამწვარი. ტყეში ცეცხლის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ, დაუდევრობაა, ადგილზე დაახლოებით 4 საათის განმავლობაში სახანძრო და სამაშველოს სამსახურების 4 მანქანა მუშაობდა. ამ დროისათვის კერა ლიკვიდირებულია. გრძელდება მონიტორინგი, რათა განმეორებითი აალება გამოირიცხოს. (rustavi2.com)
  • 61 წლის ასაკში სიცილის დედოფალი მზია კვირიკაშვილი გარდაიცვალა. მსახიობს სიმსივნის გართულებული ფორმა ჰქონდა. მძიმე ავადმყოფობას მსახიობი რამდენიმე თვის განმავლობაში ებრძოდა. ის სამკურნალოდ შეერთებულ შტატებშიც გაემგზავრა, თუმცა მალევე საკუთარი სურვილით, მაგრამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სამშობლოში ჩამოიყვანეს. (rustavi2.com)
მიმდინარე მოვლენები 29 ივლისი, 2010 (2010-07-29) (ხუთშაბათი)
  • უბედური შემთხვევა მისაქციელში. ტბაზე 12 წლის ბავშვი დაიხრჩო. გარდაცვლილი თბილისში, პროზექტურაშია გადმოსვენებული. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. ტრაგედიის სხვა დეტალები უცნობია. დაღუპული ბავშვის ოჯახის წევრები მომხდარზე არ საუბრობენ. (rustavi2.com)
  • ტერაქტი უკრაინის მართლმადიდებლურ ტაძარში. ზაპოროჟიეს საკათედრო ტაძარში თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა. აფეთქება ზაპოროჟიეს საკათედრო ტაძარში კიევის დროით 6-ის ნახევარზე მოხდა. იმ დროს ეკლესიაში საღამოს წირვა მიმდინარეობდა. გამოძიების ვერსიით, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ტაძრის შესასვლელში იყო დამონტაჟებული და დაახლოებით 500 გრამი ტროტილის ეკვივალენტური იყო. მძიმედ დაშავდა 10 ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი, 80 წლის მონაზონი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ტაძარში მინები ჩაიმსხვრა. დაზიანდა ხატები და შესასვლელი კარი. მომხდარის შემდეგ ქალაქის ყველა ეკლესიაში შემოწმებები დაიწყეს. სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული. გამოძიება ჯერჯერობით აფეთქების ორგანიზატორთა ვინაობას ვერ ასახელებს. თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ინციდენტი შესაძლოა რუსეთის პატრიარქის კირილის ვიზიტსაც უკავშირდებოდნეს. აფეთქება კიევის რუსეთის გაქრისტიანების დღეს მოხდა. ამ დღეს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიებში საზეიმო წირვა-ლოცვებით აღნიშნავდნენ. უკრაინულ ეკლესიას ავტოკეფალია არ აქვს და რუსეთის ეკლესიას ექვემდებარება. ამიტომ ბევრი უკრაინელი ამ ფაქტს ეწინააღმდეგება. (rustavi2.com)
მიმდინარე მოვლენები 30 ივლისი, 2010 (2010-07-30) (პარასკევი)
მიმდინარე მოვლენები 31 ივლისი, 2010 (2010-07-31) (შაბათი)