პორტალი:ახალი ამბები/2010 ივლისი 23

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 23 ივლისი, 2010 (2010-07-23) (პარასკევი)
  • ბინის თაობაზე მომხდარი დაპირისპირების გამო, ძმამ საკუთარი ძმა მოკლა. ინციდენტი დღეს თემქის დასახლების მე-4 კვარტალში მოხდა. 51 წლის ოთარ აბრამიშვილმა 49 წლის ძმა პაატა აბრამიშვილი, თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლა. ძმები ერთ ბინაში ცხოვრობდნენ. ოთარ აბრამიშვილი დაკავებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება. (rustavi2.com)
  • მოლდოვის სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში საქართველოდან მაშველები ჩადიან. დღესვე გაიგზავნება ჰუმანიტარული ტვირთიც. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებითვე, დაზარალებულ 100 მოლდოველ ბავშვს ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში დაასვენებენ. მოლდოვისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წარმომადგენლებს, მთავრობის სხდომაზე დაავალა. ქართული მხარე სტიქიით დაზარალებულ მოლდოვას, ქართულ სოფელსაც აუშენებს. (rustavi2.com)