პორტალი:ახალი ამბები/2010 ივლისი 25

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 25 ივლისი, 2010 (2010-07-25) (კვირა)
  • გერმანიის პოლიციის ცნობით, 15 ადამიანი დაიღუპა ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე - „სიყვარულის აღლუმზე“, ქალაქ დუისბრუგში. ცნობით, მსხვერპლი გათელეს, როდესაც გვირაბში ჭყლეტას პანიკა მოჰყვა. ათამდე პირმა გრძნობა დაკარგა, 40 დაშავდა. „სიყვარულის აღლუმი“ ტექნო-მუსიკის უდიდესი ფესტივალია ევროპაში, ის 1989 წლის შემდეგ იმართება. (რადიო თავისუფლება)
  • გერმანიაში, დუისბრუგში, ტექნო-მუსიკის ფესტივალი, „სიყვარულის აღლუმი“, რომლის დროსაც, ბოლო მონაცემებით, ჭყლეტაში, 19 ადამიანი დაიღუპა და დაშავებულთა რიცხვი 340-ს აღწევს, აღარ გაიმართება, განაცხადეს ორგანიზატორებმა. გერმანიის მედიის ცნობით, ფესტივალს მილიონნახევრამდე ადამიანი ესწრებოდა. თვითმხილველთა თქმით, ჭყლეტა დაიწყო, როდესაც გადაიკეტა გვირაბის ბოლო, რადგან ფესტივალის ტერიტორია უკვე სავსე იყო მაყურებლით. გვირაბის შესასვლელი არ იყო დაკეტილი და ხალხის ნაკადი მასში სვლას აგრძელებდა. „სიყვარულის აღლუმი“ პირველად 1989 წელს გაიმართა, ის ევროპის უდიდესი ტექნო-ფესტივალია. (რადიო თავისუფლება)
  • უამინდობით გამოწვეული კიდევ ერთი უბედური შემთხვევა ყვარლის რაიონში. სოფელ გავაზში მეხმა 59 წლის დათო რევაზიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა. ის ორ თანასოფლელთან ერთად ნახირში იმყოფებოდა, როდესაც, დაახლოებით პირველ საათზე, ჭექა-ქუხილი დაიწყო. მათ მინდორში მდგარ კაკლის ხეს შეაფარეს თავი. მეხის დაცემამ დათო რევაზიშვილი ადგილზევე იმსხვერპლა, მისი ორი თანასოფლელი კი მხოლოდ უგონო მდგომარეობაში ჩავარდა და ისინი რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. (rustavi2.com)