პორტალი:ახალი ამბები/2010 ივლისი 29

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 29 ივლისი, 2010 (2010-07-29) (ხუთშაბათი)
  • უბედური შემთხვევა მისაქციელში. ტბაზე 12 წლის ბავშვი დაიხრჩო. გარდაცვლილი თბილისში, პროზექტურაშია გადმოსვენებული. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. ტრაგედიის სხვა დეტალები უცნობია. დაღუპული ბავშვის ოჯახის წევრები მომხდარზე არ საუბრობენ. (rustavi2.com)
  • ტერაქტი უკრაინის მართლმადიდებლურ ტაძარში. ზაპოროჟიეს საკათედრო ტაძარში თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა. აფეთქება ზაპოროჟიეს საკათედრო ტაძარში კიევის დროით 6-ის ნახევარზე მოხდა. იმ დროს ეკლესიაში საღამოს წირვა მიმდინარეობდა. გამოძიების ვერსიით, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ტაძრის შესასვლელში იყო დამონტაჟებული და დაახლოებით 500 გრამი ტროტილის ეკვივალენტური იყო. მძიმედ დაშავდა 10 ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი, 80 წლის მონაზონი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ტაძარში მინები ჩაიმსხვრა. დაზიანდა ხატები და შესასვლელი კარი. მომხდარის შემდეგ ქალაქის ყველა ეკლესიაში შემოწმებები დაიწყეს. სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული. გამოძიება ჯერჯერობით აფეთქების ორგანიზატორთა ვინაობას ვერ ასახელებს. თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ინციდენტი შესაძლოა რუსეთის პატრიარქის კირილის ვიზიტსაც უკავშირდებოდნეს. აფეთქება კიევის რუსეთის გაქრისტიანების დღეს მოხდა. ამ დღეს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიებში საზეიმო წირვა-ლოცვებით აღნიშნავდნენ. უკრაინულ ეკლესიას ავტოკეფალია არ აქვს და რუსეთის ეკლესიას ექვემდებარება. ამიტომ ბევრი უკრაინელი ამ ფაქტს ეწინააღმდეგება. (rustavi2.com)