პორტალი:ახალი ამბები/2010 ივლისი 26

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 26 ივლისი, 2010 (2010-07-26) (ორშაბათი)
  • ავღანეთის პოლიციის ცნობით, ავტობუსის ავარიის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაართან, დაშავდა 26 ადამიანი. პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ავტობუსი ქაბულისაკენ მიეშურებოდა და დაშვებულზე მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, როცა გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. (რადიო თავისუფლება)
  • ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ავღანეთის ომის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელების ფაქტს. როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მრჩეველი ჯეიმზ ჯონსი აღნიშნავს, ამ ფაქტმა შესაძლოა მრავალი ადამიანის სიცოცხლე და ქვეყნის უსაფრთხოება დააყენოს საფრთხის ქვეშ. ავღანეთის შესახებ 90 000-მდე სამხედრო ჩანაწერი, თალიბანის წინააღმდეგ წარმოებული საიდუმლო სამხედრო ოპერაციებისა და ამ ოპერაციებში სამოქალაქო პირების შემთხვევითი მკვლელობების შესახებ, დასავლეთის მთელი რიგი მედია-საშუალებებისთვის ინტერნეტ-წყარო Wikileaks-ის საშუალებით გახდა ხელმისწავდომი. (რადიო თავისუფლება)
  • ავარია მოხდა დედაქალაქის ელექტრომომარაგებაში, თბილისის უმეტეს რაიონში დენი გათიშული იყო. ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხების გამო არ მუშაობდა მეტროპოლიტენიც. მგზავრები რამდენიმე წუთის განმავლობაში გვირაბშიც კი იყვნენ გაჩერებულნი. (rustavi2.com)