მუხტარ შავლოხოვი
იერსახე
მუხტარ შავლოხოვი (დ. 1 ივლისი, 1915, ზღუბირი — გ. 6 იანვარი, 1946, ცხინვალი) — ოსი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, მსახიობი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1940).
1933 წლიდან სწავლობდა თბილისის თეატრალურ სტუდიაში, შემდეგ დაამთავრა ლენინგრადის თეატრალური სასწავლებელი. მუშაობდა სტალინირის კ. ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო თეატრში.
1930 წელს დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. 1940 წლიდან იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის მწერალთა კავშირის მდივანი. ავტორია პოემებისა „გოლიათი მებრძოლი“, „მათე ბაბუა“ (ორივე 1944). ოსურ ენაზე თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1940 — საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი[1]
- ოსეთის სახალხო არტისტი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 674.