განხილვა:ვლადიმერ ბარქაია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტატიაში ფაილი ვლადიმერ ბარქაია — გურამ ფირცხალავას შარჟი? რომელ ფირცხალავას გულისხმობთ? შემთხვევით გიგლა ფირცხალავა ხომ არ არის?--ცანგალა 11:08, 23 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

პირველად სკოლის საფეხბურთო სექციაში დავიწყე ვარჯიში. ჩვენი მწვრთნელი ცხონებული რევაზ შარტავა იყო. მერე სპორტსკოლაში გადავედი ალიოშა ბობოხიძესთან. სწორედ იქ გავიცანი გიორგი სიჭინავა და მას შემდეგ ვმეგობრობთ.

„დინამომდე" უამრავი მატჩი და არაერთი გუნდი იყო: გაგრის „დინამო", მერე აფხაზეთის ნაკრები, შემდეგ გაგრის „ბურევესტნიკი". ამ კლუბში აფხაზეთის ჩემპიონი გავხდი და საქართველოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფში ვითამაშე. იქ წარმატებით ვიასპარეზეთ, პირველ ჯგუფში მოსახვედრად კი ლანჩხუთის „გურიასთან" გველოდა გადამწყვეტი თამაში. ვიცოდით, რომ მატჩი ლანჩხუთში კვირას უნდა გამართულიყო, მაგრამ ერთი დღით ადრე გვიხმეს, კარგი შემადგენლობა ვერ შევკრიბეთ და 1:3 წავაგეთ.

საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის კლუბები ხშირად სტუმრობდნენ აფხაზეთს სეზონისთვის მოსამზადებლად. მათთან ამხანაგურად ვთამაშობდით. მე-10 კლასში ვიყავი, როცა კიევის „დინამოს" და ერევნის „სპარტაკის" მწვრთნელებს მოვეწონე, სახლშიც გვესტუმრნენ, მაგრამ მშობლებმა არ გამიშვეს, ჯერ პატარააო.

1956 წელს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გავხდით. ჩვენი მთავარი მწვრთნელი ანდრო ჟორდანია იყო, გუნდის კაპიტანს კი ვერ გამოიცნობთ - ზურაბ სოტკილავა! ფინალში უკრაინის ნაკრებს 2:0 მოვუგეთ.

წყარო: სიომაFor.ge

@Arkaitz1974: ჩემი ჩანაწერი რატომ წაშალე, ვგულისხმობ (გურამ, გიგლა ფირცხალავას). და მეორე რა სხვაობაა დროშების თარგებს შორის? მიმითითე შექმნილი თარგი. მე ვერ ვიპოვე. --ცანგალა 06:09, 10 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Zangala: გამარჯობა, დიდი მადლობა შეტყობინებისა და ყურადღებისთვის. რაც შეეხება თქვენი ჩანაწერის წაშლას, რასაკვირველია, ბოდიშს ვიხდი და ვწუხვარ რომ ასე მოხდა. გარწმუნებთ, ეს განზრახ არ გამიკეთებია, როგორც ჩანს, მექანიკურად, ტექსტის ჩასმის დროს გადაიფარა თქვენი ჩანაწერი, რაც რასაკვირველია, ჩემი უყურადღებობის ბრალია და სავსებით სამართლიანად დაიმსახურა თქვენი გულისწყრომა. დიდი მადლობა, რომ მიმითითეთ ამის შესახებ და აღადგინეთ თქვენი ჩანაწერი. ასე რომ, კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, როგორც ჩანაწერის წაშლის გამო, ასევე, შექმნილი გარკვეული უხერხულობისთვისაც. ხოლო დროშების თარგებს შორის განსხვავებასთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ შემდეგ ინფორმაციას:

სანაკრებო მატჩები[წყაროს რედაქტირება]

თქვენ მიერ განხორციელებული ცვლილების შემდეგ (08:43, 9 ივლისი 2020‎)

ვლადიმერ ბარქაიას მატჩები საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება წყარო
1 27.06.1965
მოსკოვი
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ 6–0 დანიის დროშა დანია
შესარჩევი
2 04.07.1965
მოსკოვი
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ 0–3 ბრაზილიის დროშა ბრაზილია
ამხანაგური

ცვლილებამდე (08:02, 9 ივლისი 2020‎)

ვლადიმერ ბარქაიას მატჩები საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება წყარო
1 27.06.1965
მოსკოვი
სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 6–0 დანიის დროშა დანია
შესარჩევი
2 04.07.1965
მოსკოვი
სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 0–3 ბრაზილიის დროშა ბრაზილია
ამხანაგური

როგორც ხედავთ თარგებს შორის განსხვავება არის შემდეგში:
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ, დანიის დროშა დანია და ბრაზილიის დროშა ბრაზილია — აღნიშნული თარგები წარმოგვიდგენს დროშებს და შესაბამისად ქვეყნებს;
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ, დანიის დროშა დანია და ბრაზილიის დროშა ბრაზილია — აღნიშნული თარგები კი წარმოგვიდგენს დროშებს და შესაბამისად ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს (ანუ ეროვნულ საფეხბურთო გუნდებს) და გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისთვის, მათ შორის შემდეგ სტატიებში:

დამატებით კიდევ რაიმე ინფორმაციის მოწოდებას ან განმარტებას თუ მიიჩნევთ საჭიროდ, გთხოვთ შემეხმიანოთ. წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისა და კეთილგანწყობისთვის.--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 09:24, 10 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]


„როგორც ხედავთ თარგებს შორის განსხვავება არის შემდეგში:
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ, დანიის დროშა დანია და ბრაზილიის დროშა ბრაზილია — აღნიშნული თარგები წარმოგვიდგენს დროშებს და შესაბამისად ქვეყნებს;
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ, დანიის დროშა დანია და ბრაზილიის დროშა ბრაზილია — აღნიშნული თარგები კი წარმოგვიდგენს დროშებს და შესაბამისად ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს (ანუ ეროვნულ საფეხბურთო გუნდებს) და გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისთვის, მათ შორის შემდეგ სტატიებში: “ — ჩემი აზრით ორივე დროშა არის ქვეყნის (პირადად მე განსხვავებას ვერ ვხედავ დროშებში). ({{დროშა|სსრკ}}, {{დროშა|დანია}} და {{დროშა|ბრაზილია}} ) არის ქართულ ვიკიპედიაში შექმნილი, ხოლო მეორე {{fb|URS}}, {{fb|DEN}} და {{fb|BRA}} ვერ მივაგენი თარგი სად არის შექმნილი. თქვენ სად ხედავთ დროშებში განსხვავებას? --ცანგალა 09:41, 10 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: რასაკვირველია, ორივე დროშა არის ქვეყნის და საუბარია არა დროშებს შორის განსხვავებაზე, არამედ ქვეყანასა და ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს შორის განსხვავებაზე.
მაგ. ბრაზილიაზე (და არა ბრაზილიის დროშაზე) კურსორის მიტანით და დაწკაპებით გადავდივართ ქვეყანაზე —

  • {{დროშა|ბრაზილია}} — ბრაზილიის დროშა ბრაზილიაბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა.
    ხოლო იგივე ბრაზილიაზე კურსორის მიტანით და დაწკაპებით გადავდივართ ბრაზილიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებზე —
  • {{fb|BRA}} — ბრაზილიის დროშა ბრაზილიაბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები.
    ასე რომ, თარგი {{დროშა|ბრაზილია}} ბრაზილიის დროშა ბრაზილია — გამოიყენება ქვეყნის აღნიშვნის შემთხვევაში,
    ხოლო თარგი {{fb|BRA}} ბრაზილიის დროშა ბრაზილია — გამოიყენება არა ქვეყნის, არამედ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების აღნიშვნის შემთხვევაში. ასეთივე განსხვავებაა დანარჩენ თარგებს შორისაც. თუ თქვენი კითხვის პასუხად მოტანილი მაგალითი საკმარისი და ამომწურავია, მაცნობეთ შეძლებისდაგვარად, ხოლო თუ მიიჩნევთ, რომ ქვეყანასა და ამავე ქვეყნის სპორტის ერთ-ერთი სახეობის (ამ შემთხვევაში ფეხბურთის) ეროვნულ ნაკრებს შორის განსხვავება უმნიშვნელოა და ამდენად, თარგებს შორის პრინციპული სხვაობა არ არის, ამ შემთხვევაში საინტერესო იქნებოდა თქვენი არგუმენტების გაცნობა.
    როგორც ზემოთ მოგახსენეთ, აღნიშნული თარგი გამოიყენება მხოლოდ საფეხბურთო მატჩებისთვის და სტატიების ნაწილი, სადაც იგი გამოიყენება, ასევე წარმოდგენილია ზემოთ. დამატებით კიდევ რაიმე ინფორმაციის მოწოდებას ან განმარტებას თუ მიიჩნევთ საჭიროდ, გთხოვთ შემეხმიანოთ.--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 10:49, 10 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია. 😊--ცანგალა 14:35, 10 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]