ვიქტორ პანიუკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვიქტორ პანიუკოვი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვიქტორ პორფირეს ძე პანიუკოვი
დაბადების
თარიღი
24 მარტი, 1918
დაბადების
ადგილი
ბაქო, ბაქოს გუბერნია,[1]
რსფსრ
გარდაცვალების
თარიღი
11 ნოემბერი, 1972 (54 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი,
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1930–1935 დინამო ბაქო [2]
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1936 სპარტაკი პ.
1937 დკა სმ.
1938 დინამო სმ.
1938–1939 ლოკომოტივი 22 (12)
1940–1952 დინამო თბ. 192 (44)
სამწვრთნელო კარიერა
1953–1954 26 კომისრის რ-ნის გუნდი[3]
1955 დინამო თბ. (მწვრთნელი)
1956 ფშმ თბილისი (მწვრთნელი)
1957 ნეფტიანიკი ბაქო
1958 ბურევესნიკი თბილისი
1959 ნორჩი დინამოელი (მწვრთნ.)
1960 დინამო ბათუმი[4]
1961 35-ე საფეხბურთო სკოლა (მ.)
1962 კოლხეთი ფოთი (მწვრთნელი)
1963 ლოკომოტივი თბილისი (მ.)
1964–1972 ნორჩი დინამოელი (მწვრთნ.)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ვიქტორ პანიუკოვი (რუს. Виктор Порфирьевич Панюков; დ. 24 მარტი, 1918, ბაქო, ბაქოს გუბერნია, რსფსრ[1] — გ. 11 ნოემბერი, 1972, თბილისი, საქართველოს სსრ) — რუსი, ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელისა და ნახევარმცველის პოზიციაზე.[5] იცავდა ბაქოს „დინამოს“, პიატიგორსკის „სპარტაკის“, სმოლენსკის დკა-ს,[6] სმოლენსკის „დინამოს“,[7] თბილისის „ლოკომოტივისა“ და თბილისის „დინამოს“ ღირსებას. უნივერსალური ტიპის ფეხბურთელი მოქმედების ფართო დიაპაზონით, ცნობილი იყო თავისი შორეული, ძლიერი და ზუსტი დარტყმებით.[4] საბჭოთა კავშირის ორგზის ვიცე-ჩემპიონი (1940, 1951) და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1946, 1947, 1950), საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტი (1946) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1948).[8]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1930 წელს, ბაქოს ბავშვთა გუნდში. მისი პირველი კლუბი ბაქოს „დინამო“ იყო. შემდეგ პიატიგორსკის „სპარტაკის“, სმოლენსკის დკს-ს[6] და სმოლენსკის „დინამოს“[7] შემადგენლობაში ასპარეზობდა.

1938 წლიდან თბილისის „ლოკომოტივის“ შემადგენლობაშია. 1939 წელს „ლოკომოტივმა“ საკავშირო ჩემპიონატის „ბ“ ჯგუფში მოსკოვის „კრილია სოვეტოვის“ შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა და „ა“ ჯგუფში გამოსვლის უფლება მოიპოვა. გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვიქტორ პანიუკოვმა. 21 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის ყველა შეხვედრა აღმავლობით ჩაატარა და თავისი დამაჯერებელი თამაშით ფეხბურთის სპეციალისტთა და გულშემატკივართა შორის დამსახურებული აღიარება მოიპოვა. „ლოკომოტივის“ მაისურით მან გათამაშების ყველა კალენდარულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ათი გატანილი ბურთით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.[9]

1940 წლიდან თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაშია. თავდამსხმელისა და მოგვიანებით ნახევარმცველის სათამაშო პოზიციის მიუხედავად, გუნდის საჭიროებიდან გამომდინარე ვიქტორ პანიუკოვს საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში — მარცხენა გარემარბის, ცენტრალური მცველის, როგორც დაცვის ცენტრში ასევე საყრდენადაც და ერთ შეხვედრაში მეკარის პოზიციაზეც კი მოუწია თამაში. სპეციალისტების შეფასებით საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში საკავშირო ჩემპიონატების უმაღლეს დონეზე მოთამაშე ასეთი მრავალმხრივი და ფართო დიაპაზონის მქონე უნივერსალი ფეხბურთელი ვიქტორ პანიუკოვის გარდა თითქმის არ ფიქსირდება. ამის მაგალითს წარმოადგენს თბილისის „დინამოსა“ და ლენინგრადის „სპარტაკს“ შორის გამართული მორიგი კალენდარული შეხვედრა, რომელიც 1941 წლის პირველ ივნისს გაიმართა. აღნიშნული მატჩის მსვლელობისას შეხვედრის მსაჯმა დინამოელთა მეკარე ამირან ტყებუჩავა მინდვრიდან საკამათო ვითარებაში გააძევა. საფეხბურთო პირველობის იმ დროისათვის არსებული წესებისა და მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, საკავშირო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებისთვის საფეხბურთო შეხვედრის მიმდინარეობისას ფეხბურთელთა ცვლილების უფლება ჯერ კიდევ არ იყო დაშვებული. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, გაძვებული ტყებუჩავას ნაცვლად დინამოელთა კარის დაცვა გუნდის ფორვარდს — ვიქტორ პანიუკოვს მოუწია. ამ იძულებითი ცვლილების შემდეგ დინამოელთა კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა ლენინგრადელებს იგი გამოუყენებელი დარჩათ — ბურთი მეკარედ გარდასახულმა პანიუკოვმა აიღო. აღსანიშნავია, რომ იმავე შეხვედრაში კარში ჩადგომამდე პანიუკოვმა ორი გოლი გაუტანა მეტოქეს. შეხვედრა თბილისელებმა 4–1 მოიგეს. აღნიშნული ფაქტი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ თვალსაჩინო ეპიზოდად რჩება.[10] ამონარიდი საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ გულბათ ტორაძის წიგნიდან[11] „ქართული ფეხბურთის დიდოსტატები“:

ვიკიციტატა
„...1941 წლის 1 ივნისს თბილისელები კალენდარულ მატჩს ატარებდნენ ლენინგრადში ადგილობრივ „სპარტაკთან“. მეორე ნახევრის მე-16 წუთისათვის ანგარიში იყო 3–1 — ორი ბურთი ვიქტორ პანიუკოვმა გაიტანა, ერთიც — ბორის პაიჭაძემ. იმის შესახებ, თუ რა მოხდა შემდეგ, მოგვითხრობს სპორტის დამსახურებული ოსტატი, იმ დროს გუნდის უფროსი შოთა შავგულიძე: „მატჩის დამთავრებამდე 27 წუთით ადრე თბილისელთა კართან „დინამოს“ მეკარეს ამირან ტყებუჩავას ფეხში ხელი სტაცეს, იგი შეეცადა თავი დაეღწია „კლანჭებისათვის“ და „სპარტაკის“ მოთამაშეს დაეჯახა. მსაჯმა ეს უხეშობად მიიჩნია და ტყებუჩავა მინდვრიდან გააძევა. მისი ადგილი კარში თავდამსხმელმა ვიქტორ პანიუკოვმა დაიკავა. პანიუკოვი მშვიდად და აუღელვებლად იგერიებდა მეტოქის ხშირ იერიშებს და „მკვდარი“ ბურთიც კი აიღო. 25-ე წუთზე მიხეილ ბერძენიშვილმა ხელით ითამაშა და მსაჯმა დემიდოვმა პენალტი დანიშნა. სპარტაკელმა ძლიერად დაარტყა დაბალ მარჯვენა კუთხეში. პანიუკოვმა მაყურებელთა ტაშის გრიალში ბურთი ლამაზი ნახტომით აიღო.[12] შეხვედრის საბოლოო ანგარიში — 4–1 თბილისელთა სასარგებლოდ.“

მისი თაობის სხვა გამოჩენილ ფეხბურთელთა მსგავსად, დინამოელთა აღიარებულ ფორვარდს კარიერის საუკეთესო წლები მეორე მსოფლიო ომის მიზეზით გამოწვეულმა იძულებითმა ოთხწლიანმა „შესვენებამ“ და შესაბამისად, ხანგრძლივმა სპორტულმა უმოქმედობამ წაართვა. 1945 წლიდან ფეხბურთი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. განახლდა საკავშირო ჩემპიონატებისა და სხვა საფეხბურთო ტურნირების ჩატარება. 1945 წლის 13 მაისს პანიუკოვის დუბლით თბილისელებმა ლენინგრადელი თანაკლუბელები დაამარცხეს — 2–0.

1947 წლიდან ვიქტორ პანიუკოვი ამპლუას იცვლის და თავდასხმიდან ნახევარდაცვაში ინაცვლებს.[13] 1947 წლის 13 მაისს „დინამომ“ კუიბიშევის „კრილია სოვეტოვი“ მიიღო და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. ბურთები ჯეჯელავამ (2), პაიჭაძემ და პანიუკოვმა შეაგდეს.[14]

ვიქტორ პანიუკოვმა საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო შეხვედრების ფარგლებში თბილისის „დინამოს“ ღირსება 16 შეხვედრაში დაიცვა.[15] მათ შორის, დინამოელთა ირანული ტურნეს ფარგლებში — ირანისა და თეირანის ნაკრებთან (1944),[16] რუმინული ტურნეს ფარგლებში — ბუქარესტის ჩფრ-ს, ბუქარესტის „იუვენტუსის“, ტიმიშოარის ნაკრების წინააღმდეგ (1945), თბილისში — ბელგრადის „პარტიზანთან“ (1946) ასევე, პოლონური ტურნეს ფარგლებში — ვარშავის „უნიასთან“, ზაბჟეს „გურნიკთან“, ვარშავის ცვკს-თან, კრაკოვის „გვარდიასთან“ (1951), მოსკოვში — სოფიის ნაკრებთან (1952) გამართულ მატჩებში.[4][17] აღნიშნულ შეხვედრებში პანიუკოვმა რვაჯერ შეძლო მეტოქეთა კარის აღება.[18]

ვიქტორ პანიუკოვმა საფეხბურთო კარიერა 1952 წელს დაასრულა.[2][5][19]

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტატისტიკა კლუბების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი ქვეყანა წლები წყარო
1 „დინამო“ ბაქო (რუს. «Динамо» Баку) აზერბაიჯანის სსრ–ის დროშა აზერბაიჯანის სსრ 1930–1935
2 „სპარტაკი“ პიატიგორსკი (რუს. «Спартак» Пятигорск) რსფსრ-ის დროშა რუსეთის სფსრ 1936 [20]
3 დკა სმოლენსკი (რუს. ДКА Смоленск) რსფსრ-ის დროშა რუსეთის სფსრ 1937 [6]
4 „დინამო“ სმოლენსკი (რუს. «Динамо» Смоленск) რსფსრ-ის დროშა რუსეთის სფსრ 1938 [7]
5 „ლოკომოტივი“ თბილისი საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ 1938–1939
6 „დინამო“ თბილისი საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ 1940–1952

სტატისტიკა გამოსვლების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი კლუბი ჩემპიონატი თასი
ლიგა მატჩი გოლი მატჩი გოლი
1938 „ლოკომოტივი“ თბ. უმაღლესი 6 2
1939 „ლოკომოტივი“ თბ. პირველი 22 10
1940 „დინამო“ თბილისი უმაღლესი 22 6
1941 „დინამო“ თბილისი უმაღლესი 8 6
1944 „დინამო“ თბილისი 1 0
1945 „დინამო“ თბილისი უმაღლესი 17 6
1946 „დინამო“ თბილისი უმაღლესი 21 10 3 1
1947 „დინამო“ თბილისი უმაღლესი 24 4 2 0
1948 „დინამო“ თბილისი უმაღლესი 25 7 3 1
1949 „დინამო“ თბილისი უმაღლესი 28 5 3 1
1950 „დინამო“ თბილისი უმაღლესი 24 1 3 0
1951 „დინამო“ თბილისი უმაღლესი 23 0 2 0
1952 „დინამო“ თბილისი უმაღლესი 10 0
ჯამში უმაღლესი 208 47 17 3
პირველი 22 10

შემდგომი მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო სამუშაოზეა. წვრთნიდა ახალგაზრდულ და შედარებით დაბალი რანგის საფეხბურთო გუნდებს. ვიქტორ პანიუკოვი 1972 წელს თბილისში, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1946 [21]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
თემატური საიტები
Dinamo-Tbilisi.ru · Fifastat.ru · FootballFacts.ru
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
ბიოგრაფიული ლექსიკონი
ფოტო არქივი
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“
საბჭოთა კავშირის თასი
1944 · 1946

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მედლებით დაჯილდოება საკავშირო ჩემპიონატებში შემოიღეს 1947 წლიდან.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Азербайджан. Бакинская губ., РСФСР (25.10.1917–28.05.1918). Баки́нская губе́рния — административно-территориальная единица (губерния) Российской империи (затем — Российской республики и Азербайджанской Демократической Республики), существовавшая с 1859 по 1920 годы. Губернский город — Баку. წყარო: FootballFacts.ru. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი 2020.
  2. 2.0 2.1 13 Панюков, Виктор Порфирьевич. Родился: 24.03.1918, г. Баку, Бакинская губ. Умер: 11.11.1972 (в 54 года), г. Тбилиси, Грузинская ССР. Гражданство: СССР. Рост: 173 см. Амплуа: полузащитник. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 17 თებერვალი, 2015. წყარო: FootballFacts.ru. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი 2020.
  3. К-да р-на им. 26 бакинских комиссаров, г. Тбилиси. წყარო: FootballFacts.ru. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი 2020.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Черневич Г. Л.; Школьников Е. А. 2003, გვ. 335.
  5. 5.0 5.1 5.2 აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. 1989, გვ. 102.
  6. 6.0 6.1 6.2 ДКА БВО Смоленск. ДКА (Дом Красной Армии, Смоленск) — советский футбольный клуб из города Смоленск. Существовал с 1924 по 1965 год. Прежние названия: 1924–1933 год — ДКА (Дом Красной Армии, Смоленск); 1933–1936 год — Белорусский Военный Округ (БВО, Смоленск); с 1937 года — ДКА (Дом Красной Армии Белорусского Военного Округа, Смоленск). წყარო: FootballFacts.ru. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი 2020.
  7. 7.0 7.1 7.2 «Динамо» Смоленск. «Искра», г. Смоленск (не существует). Прежние названия: 1930–1959 год — «Динамо» Смоленск; 1959–1961 год — «Текстильщик» Смоленск; 1961–1965 год — «Спартак» Смоленск; 1965–1995 год — «Искра» Смоленск; с 1995 года — Объединился с командой «Кристалл», образовав команду ЦСК ВВС «Кристалл». წყარო: FootballFacts.ru. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი 2020.
  8. ვიქტორ პანიუკოვი. ქართველი სპორტსმენები: ბიოგრაფიული ლექსიკონი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. წაკითხვის თარიღი: 26 ივნისი, 2018.
  9. Торадзе, Г. 2007, გვ. 24.
  10. საინტერესო ფაქტები ფეხბურთზე. 14 თებერვალი, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 28 დეკემბერი, 2014. წყარო: Ucnauri.com. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი 2020.
  11. ტორაძე, გ. 1987, გვ. 44–45.
  12. აკოფოვი, გარუნ. 1977, გვ. 52.
  13. მამულაშვილი, ვ. 1957, გვ. 281–283.
  14. 13 მაისი დინამოს ისტორიაში. 11 მაისი, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 11 იანვარი 2020. წყარო: თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი 2020.
  15. მამულაშვილი, ვ. 1957, გვ. 271.
  16. Турне в Иран в 1944 году. 20 октября — Тегеран, матч со Сборной областных городов Ирана — 5:1; 27 октября — Тегеран, матч со Сборной Тегерана — 4:0; 30 октября — Тегеран, показательный матч смешанным составом с командой Военного училища Тегерана — 5:2; 2 ноября — Тавриз, показательный матч смешанным составом со Сборной Тавризского гарнизона советских войск — 5:1; 3 ноября — Тавриз, показательный матч смешанным составом со Сборной Тавриза — 7:1. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 11 იანვარი 2020. წყარო: dinamo-tbilisi.ru. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი 2020.
  17. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. 1982, გვ. 100–101.
  18. აკოფოვი, გარუნ. 1975, გვ. 42–43.
  19. Торадзе, Г. 2007, გვ. 28–29.
  20. Чемпионат Ставропольского края
  21. "Спартак" (Москва) – "Динамо" (Тбилиси) 3:2. "Спартак" (Москва) – "Динамо" (Тбилиси) 3:2 (2:2, 0:0, доп. время 1:0) · Кубок СССР 1946 · 20 октября 1946, воскресенье. Финал. 14:00. Москва. Стадион "Динамо". Снег. 70 000 зрителей. Судья: Михаил Дмитриев (Москва). "Спартак": Алексей Леонтьев, Серафим Холодков, Виктор Гуляев, Василий Соколов (к), Олег Тимаков, Константин Рязанцев, Борис Смыслов (Николай Климов, 117), Иван Конов, Алексей Соколов, Николай Дементьев, Георгий Глазков. Главный тренер - Альберт Хенрикович Вольрат. "Динамо": Гиви Иоселиани, Алкивиад Пехлеваниди, Леван Салдадзе, Арчил Кикнадзе, Ибрагим Сарджвеладзе, Григорий Гагуа, Георгий Антадзе, Автандил Гогоберидзе, Борис Пайчадзе (к), Виктор Бережной, Виктор Панюков (Аслан Харбедия, 46). Главный тренер - Андрей Дмитриевич Жордания. Голы: 1:0 Иван Конов (9), 1:1 Автандил Гогоберидзе (15), 1:2 Георгий Антадзе (22), 2:2 Георгий Глазков (38), 3:2 Олег Тимаков (99). დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 11 იანვარი 2020. წყარო: fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი 2020.