პარტიზანი ბელგრადი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პარტიზანი
ბელგრადის პარტიზანის ლოგო.png
სრული სახელი საფეხბურთ კლუბი პარტიზანი ბელგრადი
მეტსახელი Crno-beli (შავ-თეთრები), Parni valjak
დაარსდა 4 ოქტომბერი, 1945
სტადიონი პარტიზანის სტადიონი
ბელგრადი, სერბეთი
(ტევადობა: 32 710 მაყურებელი)
პრეზიდენტი სერბეთის დროშა ივან ჩურკოვიჩი
მწვრთნელი სერბეთის დროშა ივან ტომიჩი
ლიგა სერბეთის საფეხბურთო სუპერლიგა
2014-15 მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

საფეხბურთ კლუბი პარტიზანი (სერბ. Фудбалски клуб Партизан), ცნობილი როგორც „პარტიზანი ბელგრადი“ — სერბეთის საფეხბურთო კლუბი, რომელიც დაფუძნებულია ბელგრადში. არის პარტიზანის სპორტის ასოციაციის ძირითადი ნაწილი.[1] ასპარეზობს სერბეთის საფეხბურთო სუპერლიგაში, მთელი ისტორიის მანძილზე ასპარეზობდა იუგოსლავიის, შემდეგ სერბეთის უმაღლესი დონის ჩემპიონატებში. მოგებული აქვს 39 ტიტული, 26 ეროვნული ჩემპიონატის გათამაშება, 12 თასი, 1 სუპერთასი და 1 მიტროპის თასი.[2] იუგოსლავიის ჩემპიონატის ყველა დროის ცხრილში იკავებს მეორე ადგილს.[3]

კლუბი დაარსდა 1945 წელს, ბელგრადში, იუგოსლავიის სახალხო არმიის ახალგაზრდა ოფიცრების მიერ, როგორც იუგოსლავიის სპორტის ასოციაციის წევრი.[4] 1949 წლიდან საშინაო მატჩებს ატარებს პარტიზანის სტადიონზე. საფეხბურთო კლუბმა „პარტიზანმა“ მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონთა თასის პირველ, 195-56 წლების სეზონის გათამაშებაში.[5] „პარტიზანი“ არის პირველი ბალკანური და აღმოსავლეთ ევროპული კლუბი, რომელიც გავიდა ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში, 1966 წელს იგი მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა.[6]

„პარტიზანს“ აქვს დიდი ხნის მეტოქეობა „ცრვენა ზვეზდასთან“. ამ ორი კლუბის დაპირისპირება ცნობილია როგორც მარადიული დერბი და აღიარებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო თანაქალაქელთა დაპირისპირება მსოფლიოში.[7] 2009 წლის სექტემბერში ბრიტანულმა გაზეთმა Daily Mail-მა „პარტიზანი“ - „ცრვენა ზვეზდას“ დაპირისპირებას მიანიჭა მეოთხე ადგილი მსოფლიოს ყველა დროის 10 საუკეთესო საფეხბურთო დაპირისპირებას შორის.[8] „პარტიზანი“ არის მეორე ყველაზე პოპულარული კლუბი სერბეთში,[9] ასევე პოპულარულია ჩერნოგორიასა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში, განსაკუთრებით სერბთა რესპუბლიკის მოსახლეობაში.[10]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯამში „პარტიზანს“ მოგებული აქვს 40 ტიტული, 26 ეროვნული ჩემპიონატი, 12 ქვეყნის თასი, 1 სუპერთასი და 1 მიტროპის თასი.

კლუბს მაისურზე აქვს ორი ოქროს ვარსკვლავი, რაც დაიმსახურა ეროვნული ჩემპიონატის ტიტულების რაოდენობით. პირველი ვარსკვლავი მიიღო, როდესაც მეათედ მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, 1985–86 წლების სეზონში, ხოლო მეორე ტიტულის მეოცედ მოგების შემდეგ, 2007–08 წლების სეზონში.

ეროვნული ჩემპიონატი – 26

საფეხბურთო თასი – 12

იუგოსლავიის სუპერთასი – 1

    • გამარჯვებული (1): 1989

ევროპული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მიტროპის თასი
    • გამარჯვებული (1): 1978

სხვა ჩემპიონატები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Crno-beli rođendan“, Sportske.net. წაკითხვის თარიღი: 17 სექტემბერი, 2012. (Serbian) 
  2. Trophies. Partizan.rs. წაკითხვის თარიღი: 14 სექტემბერი, 2012.
  3. Tabele-prvi-i-drugi-liga-Jugoslavije Bosnian. Bihsoccer.com. წაკითხვის თარიღი: 14 სექტემბერი, 2012.
  4. კლუბის ისტორია“, Partizan.rs. წაკითხვის თარიღი: 12 მარტი, 2013. 
  5. FK Partizan“, UEFA.com. წაკითხვის თარიღი: 18 სექტემბერი, 2012. 
  6. 1965/66: Madrid make it six. UEFA.com. წაკითხვის თარიღი: 14 სექტემბერი, 2012.
  7. Partizan Beograd – The Black and Whites of Belgrade“, FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 18 სექტემბერი, 2012. 
  8. Fortune, Matt. “THE LIST: The greatest rivalries in club football, Nos 10–1“, Daily Mail. წაკითხვის თარიღი: 14 სექტემბერი, 2012. 
  9. Pola Srbije navija za Crvenu zvezdu“, The Večernje novosti. წაკითხვის თარიღი: 14 სექტემბერი 2012. (Serbian) 
  10. Grobari iz Crne Gore i RS vraćeni sa granice“, The Press. წაკითხვის თარიღი: 18 სექტემბერი, 2012. (Serbian)