ეს გვერდი ეთმობა ისტორიის რჩეული სტატიების თემას. რჩეული სტატია უნდა წარმოადგენდეს საუკეთესო ნიმუშს, რომელიც შეიძლება წარედგინოს ვიკიპედიის მკითხველს. ამჟამად რჩეული სტატია არის ის, რომელიც გარკვეული პერიოდის (ერთი კვირა) განმავლობაში ისტორიის პორტალზე, ან რომელიმე ქვეპორტალზე გამოიტანება. სასურველია ამგვარი სტატიის შერჩევა მოხდეს ვიკიპედიის მომხმარებელთა მიერ. ამისათვის უნდა დასახელდეს კანდიდატები და მათ შესახებ გამოითქვას მოსაზრებები (ცხარე დებატები საჭირო არ არის!). რჩეული სტატია უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მოთხოვნას:
სტატია უნდა იყოს დასრულებული სახის (შინაარსი, ფორმატი, ბმულები, კატეგორიები).
სტატია დაწერილი უნდა იყოს ენციკლოპედიის სტილში გამართული ენით.
სტატიის მოცულობა უნდა იყოს არა ნაკლებ 10 კილობაიტისა.
სტატია გაფორმებული უნდა იყოს თვალსაჩინო მასალებით: სურათი, რუკა, გრაფიკა და სხვა.