პოლიბიოსი
პოლიბიოსი | |
---|---|
ძვ. ბერძნ. Πολύβιος | |
დაბ. თარიღი | არაუგვიანეს ძვ. წ. 199 |
დაბ. ადგილი | მეგაპოლისი |
გარდ. თარიღი | არაუადრეს ძვ. წ. 133 |
გარდ. ადგილი | საბერძნეთი |
მოქალაქეობა | აქაველთა კავშირი |
საქმიანობა | ისტორიკოსი, სამხედრო და მწერალი[1] |
მამა | ლიკორტი |
პოლიბიოსი (ბერძ. Рολιβιος ლათ. Polybius; დ. ძვ. წ. 203 - გ. ძვ. წ. 120) — ბერძენი ისტორიკოსი, რომელმაც თავის ნაშრომში „ისტორია“ აღწერა ძვ. წ. 220 - ძვ. წ. 146 წლის მოვლენები რომის რესპუბლიკაში და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლიბიოსი დაიბადა მეგალოპოლში აქაიის არისტოკრატიულ ოჯახში, მისი მამა ლიკორტი იყო აქაიის კავშირის თვალსაჩინო სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე. მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, სავარაუდოდ იგი ძვ. წ. 205 - ძვ. წ. 200 წლებში დაიბადა. ადრეული ბავშვობიდან პოლიბიუსი დაკავშირებული იყო აქაიის კავსირის ყველაზე გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეებთან, რამაც განაპირობა მისი წარმატებული კარიერა.
პოლიბიოსის ბიოგრაფიაზე ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება, თვითონ ისტორიკოსი საკუთარ თავზე თითქმის არანაირ ცნობებს არ იძლევა.
აღზრდიდან და გარემოცვიდან გამომდინარე პოლიბიუსი მხარს უჭერდა აქაიის დამოუკიდებელ პოლიტიკას. იგი, როგორც მამამისი ეწინააღმდეგებოდა აქაიაში რომის გავლენის ზრდას.
ახალგაზრდა პოლიბიუსი ძვ. წ. 180 წელს შედიოდა ეგვიპტეში გასაგზავნი ელჩობების დელეგაციაში, თუმცა მგზავრობა ჩაისალა ეგვიპტის ფარაონის პტოლომეუს V-ს სიკვდილის გამო.
ძვ. წ. 169 წელს პოლიბიუსი დაინიშნა აქაიის კავშირის ჰიპაქოსად, ანუ გახდა აქაიაში მეორე კაცი. ამ დროს მესამე მაკედონური ომი მძვინვარებდა. პოლიბიუსი ცდილობდა დაემყარებინა კავშირები რომის მოკავშირეებთან და დიპლომატიური მისიით ჩავიდა მაკედონიაში რომაულ სამხედრო ბანაკში დახმარების შესათავაზებლად. მიუხედავად ამისა იგი ცდილობდა შეენარჩუნებინა აქაიის კავშირის ნეიტრალიტეტრი და დამოუკიდებლობა. ძვ. წ. 168 წელს, ეოდესაც რომაელებმა დაამარცხეს მაკედონია, აქაიამ და მთელმა საბერძნეთმა პრაქტიკულად დაკარგა დამოიკიდებლობა. პოლიბიუსი დააპატიმრეს მაკედონიის უკანასკნელი მიფესადმი სიმპატიის ბრალდებით და მძევლად წაიყვანეს რომში.
რომში პოლიბიოსმა გაიცნო პუბლიუს კორნელიუს სციპიონი ემილიანუს უმცროსი, რომელიც იყო ლუციუს ემულიუს პავლეს, მაკედონიის დამმარცხებლის შვილი და პუბლიუს კორნელიუს სციპიონ აფრიკელის ნაშვილები შვილიშვილი. პოლიბიუსი სციპიონის მეგობარიც და დამრიგებელიც გახდა. სციპიონის მეშვეობით იგი საკმაოდ პოპულარული გახდა რომაულ არისტოკრატიულ ახალგაზრდებში. დაახლოებით ამ პერიოდში დაიწყო მან თავისი განთქმული "ისტორიის" წერა.
მოგვიანებით პოლიბიოსმა მონაწილეობა მიიღო ხმელთაშუა ზღვის და ატლანტის ოკეანის კვლევის ექსპედიციაში. ამ მოგზაურობის შესახებ დაწვრილებითმა ცნობებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ამის გარდა მან იმოგზაურა ეგვიპტეში და გადესში.
ძვ. წ. 151 წელს იგი ოფიციალურად აღარ იყო მძევალი და შეეძლო სამშობლოში დაბრუნება. ძვ. წ. 146 წელს კი იგი უშუალოდ თვალს ადევნებდა კართაგენის აღებას და დანგრევას. იმავე წელს იგი დაბრუნდა საბერძნეთში, სადაც გახდა კორინთოს აღების მოწმე. შემდეგ ძვ. წ. 145 წელს საბერძნეთში ჩამოვიდნენ რომის სენატის წარმომადგენლები ქვეყნის პოლიტიკური რეორგანიზაციისთვის. მათ მუშაობაში პოლიბიუსიც იღებდა მონაწილეობას. იგი ცდილობდა რომ პოლიტიკური ცვლილებები რაც შეიძლება რბილად ასახულიყო ბერძნული ქალაქების ცხოვრებაზე და არ გამოეწვია ამ ყველაფერს არეულობა, რასაც რომაელთა მხრიდან სასტიკი პასუხი მოყვებოდა. პოლიბიუსი ხშირად მოგზაურობდა სხვა-დასხვა ქვეყანაში, ის ცდილობდა საკუთარი თვალით ენახა ისტორიული ძეგლები, და მათი აღწერა მოეხდინა. პოლიბიოსი გარდაიცვალა ძვ. წ. 120 წელს 82 წლის ასაკში, ცხენიდან გადმოვადნისგან.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლიბიოსმა თავის ისტორიაში აღწერა მოვლენები რომლის მოწმე ან თვითონ იყო, ან რაზეც მოგონებები ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. უპირველეს ყოვლისა, იგი საკუთარ მეხსიერებას ეყრდნობოდა, წარსულის მოვლენების აღსადგენად კი იყენებდა თავისი წინამორბედების ნაშრომებს. იგი ასევე ხშირად იყენებდა ორიგინაალურ დოკუმენტებს, რომლებიც რომის და საბერძნეთის არქივებში ინახებოდა.
იგი წინააღმდეგი იყო ისტორიის დრამატიზაციის, მიიჩნევდა რომ ასე ხდება რეალობის არასწორად ასახვა. ამით იგი დააუპირისპირდა ბერძნულ ტრადიციულ ისტორიოგრაფიას. მისი აზრით ისტორიკოსი ერთ ადგილას არ უნდა მჯდარიყო, არამედ ემოგზაურა და მოენახულებინა ის ისტორიული ადგილები, რომლის შესახებაც წერდა, ისტორიკოსს ასევე უნდა სცოდნოდა სამხედრო ტაქტიკა და პოლიტიკა, რათა მისი ნაშრომები გამოსადეგი ყოფილიყო მომავლის ტაქტიკოსებისთვის და პოლიტიკური მოღვაწეებისთვის. მან ჩამოაყალიბა ე.წ. პრაგმატული ისტორია.
მისი ნაშრომებით ფართოდ სარგებლობდნენ შემდეგი თაობების ისტორიკოსები. ტიტუს ლივიუსი პუნიკური ომების აღწერისას არა მხოლოდ ხშირად მიმართავდა პოლიბიოსის ნაშრომებს, არამედ მთელ ნაწყვეტებს თარგმნიდა. პილიბიოსის მიერ გამოყენებულ წყაროებს ჩვენამდე არ მოუღწევიათ, თვითონ მისმა ისტორიამაც სრულად ვერ მოაღწია ჩვენამდე.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ისტორია - 40 წიგნად შემონახულია ნაწილობრივ
- ფილოპომენეს ბიოგრაფია - 3 წიგნად არ შემონახულა
- ნუმანტიუმის ომი - არ შემონახულა