მეორე სამნიტური ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მეორე სამნიტური ომი
სამნიტური ომების ნაწილი
ANITALY.GIF
იტალიის ერები
თარიღი ძვ. წ. 326 - ძვ. წ. 304
მდებარეობა სამნიუმი და ცენტრალური იტალია
შედეგი რომაელთა გამარჯვება
მხარეები
რომის რესპუბლიკა სამნიუმი

მეორე სამნიტური ომი ანუ დიდი სამნიტური ომი გახდა იტალიაში რომაელთა დომინანტობისკენ გადადგმული კიდევ ერთი დაბიჯი. ამ ომს წინ უძღვოდა პირველი სამნიტური ომი და ლათინური ომი. იგი დაიწყო ძვ. წ. 326 წელს და გასტანა 20 წელიწადზე მეტხანს, ძვ. წ. 304 წლამდე.

ომის დაწყება

ძვ. წ. 328 წელს პალეოპოლის და ნეაპოლის მცხოვრები ბერძნები იჭრებოდნენ კამპანიაში რომაულ დასახლებებში და არბევდნენ მათ. რომაელებმა გაგზავნეს ბერძნებთან ელჩები დაკმაყოფილების მოსათხოვნად, მაგრამ მოლაპარაკება უშედეგო აღმოჩნდა. ცხადი იყო რომ ბერძნებთან ერთად ომს სამნიტებიც დაიწყებდნენ და თვით კამპანიელებიც აჯანყდებოდნენ.

ომის დაწყებამდე რომაელებმა სამნიტებთან ელჩები გაუშვეს. ეს მოლაპარაკებაც უშედეგო აღმოჩნდა, ცხადი იყო რომ სამნიტებს მიუხედავად წინა ომში დამარცხებისა, ახალი ომი სწყურიათ.

პალეოპოლისთვის ბრძოლა

მხედართმთავრად კვინტუს პუბლიუს ფილონი დანიშნეს, მიუხედავად იმისა რომ მისი კონსულობის ვადა იწურებოდა, გადაწყვიტეს იგი პროკონსულად დაენიშნათ ომის ბოლომდე. იგი დაბანაკდა პალეოპოლსა და ნეაპოლს შორის, რათა ამ ერთმანეთის მოკავშირეებს არ შეძლებოდათ ერთმანეთის დახმარება.

ძვ. წ. 326 წელს ახალმა კონსულებმა სამნიტებს ოფიციალურად გამოუცხადეს ომი. ომის პირველ ეტაპზე რომაელებმა უკვე აიღეს სამი სამნიტური ქალაქი. ბერძნული ქალაქების ალყაც კარგად მიდიოდა. პალეოპოლის ალყის დაწყებამდე ვითომ დასაცავად ქალაქში სამნიტური ჯარი იყო შესული. ისინი ისე ექცნეოდნენ ბერძნებს როგორც დამპყრობლები, ამიტომ ბერძნებმა გადაწყვიტეს ჩაბარება. ძალით კი რომაელებს ქალაქის მხოლოდ იმ ნაწილის დაკავება მოუწიათ, რომელშიც სამნიტები იყვნენ გამაგრებულნი. პუბლიუსი რომში ტრიუმფით დაბრუნდა.

იტალია ძვ. წ. VII-III საუკუნეებში

საბრძოლო მოქმედებები ძვ. წ. 324 წელს

ამ წელს სამნიტების წინააღმდეგ ომისთვის დანიშნეს დიქტატორი ლუციუს პაპირიუს კურსორი, რომლის მხედართა მეთაურად კვინტუს ფაბიუს მაქსიმუს რულიანუსი დაინიშნა. ლაშქრობა გაურკვეველი მკითხაობებით დაიწყო, ამიტომ დიქტატორი იძულებული იყო რომში დაბრუნებულიყო ხელმეორედ სამკითხაოდ. მან უბრძანა კვინტუს ფაბიუსს არ ჩართულიყო ბრძოლაში მისი ბრძანების გარეშე. ფაბიუსმა კი მზვერავთა მეშვეობით შეიტყო, რომ მტრის ბანაკში სრული უწესრიგობა სუფევს. ამიტომ მიუხედავად ბრძანებისა, იგი გაემართა იმბრინიუმისკენ და დაიწყო სამნიტებთან ბრძოლა.

რომაელებმა ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. კვინტუს ფაბიუსმა მოგროვილი მტრის შეიარაღება დაწვა და გამარჯვების შესახებ წერილი დიქტატორს კი არა, სენატს გაუგზავნა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მას არ სურდა რომ დიქტატორს მისი დიდება წაერთმია ან გაეზიარებინა. განრისხებული დიქტატორი უმალვე გაემართა სამხედრო ბანაკისკენ. ფაბიუსს მოუწია სასწრაფოდ რომში დაბრუნება. ეს ბრძოლა კინარამ სიცოცხლის ფასად დაუჯა მას, მაგრამ მან და მისმა მომხრეებმა შეძლეს სასამართლოს მოგება და იგი გაამართლეს.

სასამართლოს წაგების შემდეგ დიქტატორი დაბრუნდა სამხედრო ბანაკში. აქ მას საბრძოლველად გამზადებული სამნიტები დახვდნენ. დიქტატორი ყველნაერად ეცადა ბრძოლა რაც შეიძლება წარმატებულად ჩაეტარებინა, მართლაც მისი სტრატეგია უწუნო იყო, მაგრამ ჯარისკაცები სპეციალურად აჭიანურებდნენ საქმეს. მიუხედავად ამისა, რომაელებმა მაინც გაიმარჯვეს.

დიქტატორი სწორად მიხვდა თუ რა უშლიდა ხელს მის პოპულარობას, ამიტომ მან შემოუარა ყველა დაჭრილ ჯარისკაცს და პირადად მოიკითხა. ასეთმა საქციელმა მართლაც გაზარდა მისი პოპულარობა. ამრიგად შემდეგ ბრძოლაში მათ სამნიტებთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ამის შემდეგ რომაელებმა სამნიტების მიწაზე თარეში დაიწყეს. ამ უკანასკნელთ არ ჰქონდათ რომაელებისთვის დასაპირისპირებელი ძალა და დიქტატორს ზავი სთხოვეს. სამნიტებს მოუწიათ რომაელი ჯარისკაცებისთვის ერთი წლის ხელფასის გადახდა და ტანსაცმლის მიცემა, შემდეგ კი მათი ელჩები სენატში გაემართნენ ზავის სათხოვნელად.

დიქტატორი ქალაქში ტრიუმფით დაბრუნდა. სამნიტებთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადება ვერ მოხერხდა, მაგრამ ერთწლიანი ზავი დაიდო.

საომარი მოქმედებების განახლება ძვ. წ. 322 წელს

ამ წელს კი მიღებული ინფორმაციის თანახმად სამნიტები აგროვებდნენ ჯარს. დიქტატორმა ავლუს კორნელიუს არვინუსმა შეკრიბა ჯარი და სამნიტებისკენ გაილაშქრა. რომაული ბანაკი სამნიტების ჯართან ძალიან ახლოს აღმოჩნდა და დიქტატორი მიხვდა რომ ბრძოლა უფრო მალე გაიმართებოდა ვიდრე იგი ელოდა. ღამით მან სცადა სამნიტების მოტყუება და ჯარის ბანაკიდან გაყვანა, მაგრამ სიახლოვის გამო მოტყუება არ გამოვიდა. სამნიტელი მხედრედრები ფეხდაფეხ გამოედევნენ რომაელებს, თუმცა ბრძოლის დაწყებას ღამით ვერ ბედავდნენ.

გათენებისას კი სამნიტებმა დაიწყეს რომაელთა შევიწროვება. დიქტატორს მოუწია ბრძოლის დაწყება. მთელი დღე ძალიან მძიმე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და გაურკვეველი იყო ვის ეკუთვნოდა გამარჯვება, სანამ სამნიტებმა არ გაიგეს რომ რომაელთა სანოვაგე ჯარისგან შორს დაუცველი იყო, სიხარბემ მათში იმარჯვა და ისინი გაემართნენ ნადავლის მოსაპოვებლად.

როდესაც ამის შესახებ დიქტატორს მოახსენეს, მან ჯერ ბრძანა მოთმინება, სანამ სამნიტები დაიტვირთებიან ნადავლით, შემდეგ კი თავის მხედართა მეთაურს, მარკუს ფაბიუს ამბუსტუსს უბრძანა შებრძოლებოდნენ სამნიტ მხედრებს, სანამ ისინი ქურდობით იყვნენ დაკავებულნი.

ფაბიუსის მხედრებმა გაანადგურეს მტრის მხედრები და მობრუნდნენ ბრძოლის ველზე. მათ ზურგიდან შეუტიეს სამნიტებს. როდესაც ეს რომაელმა ქვეითებმა შენიშნეს, იმედმოცემულებმა უფრო მაგრად შეუტიეს სამნიტებს. სამნიტთა ჯარი ორივე მხრიდან ალყაში მოექცა და სრულიად განადგურდა.

ამ ბრძოლამ სამნიტებს იმხელა დარტყმა მიაყენა, რომ ისინი ყველაფრის ფასად მზად იყვნენ რომაელებთან სამშვიდობო ხელშეკრულება დაედოთ. ამისთვის მათ რომში მთელი ნადავლი გააგზავნეს, მაგრამ რომაელებმა მხოლოდ ის აიღეს რისი პატრონიც მოიძებნა და ყოველგვარ მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს. დიქტატორმა კი ტრიუმფი გადაიხადა.

კავდიუმის მშვიდობა

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : კავდიუმის მშვიდობა.

სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, სამნიტები დაბანაკდნენ კავდიუმის ტყესთან. მათ ასევე იზრუნეს იმაზე, რომ რომაელებს ჰგონოდათ ვითონ სამნიტური ჯარი აპულიაში არის დაბანაკებული და ლუცერიუმის ალყით არიან დაკავებულნი. რომაელებმა გადაწყვიტეს აპულიისკენ გალაშქრება უმოკლესი გზით, რომელიც კავდიუმის ხეობაზე გადიოდა. სამნიტები ამისთვის მზად იყვნენ და გადაკეტილი ჰქონდათ ხეობა, თვითონ კი ჩასაფრებულნი იყვნენ. ამრიგად რომაული ლეგიონები ალყაში აღმოჩნდნენ.

რომაელები იძულებულნი გახდნენ დაეკმაყოფილებინათ სამნიტების ნებისმიერი მოთხოვნები გასანთავისუფლებლად. სამნიტებმა შეუიარაღებელი და შიშველი რომაელები უღელყვეშ გაატარეს, რაც იმ დროს მეომრისთვის უდიდესი დამცირება იყო, მათ ასევე მოითხოვეს მათი მიწიდან ყველა რომაელის გაყვანა.

როდესაც ყოფილი კონსული სპურიუს პოსტუმიუს ალბინუსი და სხვა მძევლები გადასცეს სამნიტებს და კანონის თანახმად ისინი უკვე სამნიუმის მოქალაქეები გახსნენ, სპურიუმმა შეურაცხყოფა მიაყენა რომის ელჩს, რითაც რომაელებს ომის გაახლების კანონიერი საბაბი მისცა კავდიუმის ზავის პირობების მიუხედავად. სამნიტები მიხვდნენ რომ ომში გამარჯვების ნაცვლად ახალი ომი მიიღეს და გაათავისუფლეს რომაელი მძევლები.

ამის შემდეგ სამნიტებმა აიღეს და გადაწვეს რომაული დასახლება ფრეგელანუმი. კონსულმა პუბლიუსმა ჯარი სამნიუმისკენ წაიყვანა, ხოლო პაპრიუსმა აპულიაში ლუცერიუმის დასაცავად. სამნიუმში განრისხებულმა რომაელებმა პირველივე ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს სამნიტები და დაიკავეს მათი ბანაკი. შემდეგ პუბლიუსი ლეგიონებით გაემართა პაპრიუსის დასახმარებლად და ერთობლივი გულისხმევით დაამარცხეს სამნიტები და მოხსნეს ლუცერიუმის ალყა.

რომაელებმა უამრავი სამნიტი დაატყვევეს და თავისი მარცხის გამოსასყიდად უღელქვეშ გაატარეს კავდიუმის გუშინდელი გმირები. ამის შემდეგ რომაელებმა აიღეს სატირიკუმი. პაპრიუს კურსორუსი რომში კი დიდებული ტრიუმფით დაბრუნდა.

ამ მოვლენების შემდეგ სამნიტებთან ორ წლიანი ზავი დაიდო.

საომარი მოქმედებების განახლება ძვ. წ. 316 წლის შემდეგ

ძვ. წ. 316 დიქტატორად ლუციუს ემილიუსი დანიშნეს. მან დაიწყო სატიკულუმის ალყა, როთაც სამნიტებს ომის გაახლება აიძულა. რომაელებს დაუპირისპ[ირდა სამნიტთა და მათი მოკავშირეთა ჯარი. როდესაც ბრძოლა გაიმართა, ქალაქიდან დამატებითი ჯარი გამოვიდა, ამრიგად რომაელებს უკვე ორივე მხრიდან უტევდნენ. დიქტატორმა უპირველეს ყოვლისა მოახერხა სატიკულუმელების უკან ქალაქში განდევნა, შემდეგ კი რთული ბრძოლის შედეგად სამნიტურ ჯარებთანაც მოიპოვა გამარჯვება. სამნიტებს აღარ ჰქონდათ სატიკულუმის გადარჩენის იმედი და იმავე ღამეს დატოვეს ბანაკი და რომის მოკავშირე ქალაქ პლისტიკუმს შემოარტყეს ალყა.

ძვ. წ. 315 წელს საომარი მოქმედებების წარმოება დიქტატორ კვინტუს ფაბიუსს დაევალა. ამასობაში სამნიტებმა ძალები მოიკრიფეს, პლისტიკუმის ალყას შეეშვნენ და ისევ რომაელებთან საბრძოლველად გამოემართნენ.

პირველი ბრძოლა სპონტანურად გაიმართა. რომაელებს მხედართა მეთაური ხელმძღვანელობდა. ისიც და სამნიტთა მხედართმთავარიც დაიღუპნენ ბრძოლაში, მაგრამ გამარჯვება მაინც რომაელებს ხვდათ წილად. ამ დამარცხების შემდეგ სამნიტებმა ისევ მიატოვეს სატიკულუმი და ისევ პლასტიკუმისკენ გაემართნენ. რამდენიმე დღეში სატიკულუმი რომაელებს ჩაბარდა, ხოლო პლისტიკუმი სამნიტებს.

სორასთვის და კაპუასთვის ბრძოლები

ამ მოვლენების შემდეგ საბრძოლო მოქმედებებმა რომაულ დასახლება სორასკენ გადაინაცვლა, სადასც ადგილობრივნმა მოსახლეობამ გაწყვიტა ჩასახლებული რომაელები და სამნიტების მხარეზე გადავიდა. რომაელებიც და სამნიტებიც სორასკენ გაემართნენ. მათი ლეგიონები ერთმანეთს ლავტულუმთან დაუპირისპირდა. მძიმე ბრძოლის შედეგად გაურკვეველი იყო გამარჯვებული. დიქტატორმა ფაბიუსმა ბრძოლა არ განაახლა, სანამ რომიდან დამატებითი ეგიონები არ მოვიდნენ. მეორე ბრძოლასი რომაელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და მტრის ბანაკიც აიღეს.

შემდეგ ძვ. წ. 314 წელს კი რომაელებმა სორა აიღეს გამცემლის წყალობით. სორას აღების შემდეგ რომაელებმა მალევე აიღეს კამპანიაში 3 ქალაქი, რომლებიც სამნიტების მხარეს იყო გადასული.

იმავე წელს სამნიტებმა სცადეს რომაელებისთვის კაპუას წართმევა. სწორედ აქ შეხვდნენ სამნიტები და რომაელები კიდევ ერთხელ ერთმანეთს. რომაელებმა აქაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. მათ მოკლეს და დაატყვევეს 30 000 სამნიტი.

ძვ. წ. 313 წელს კი დიქტატორმა გაიუს პეტელიუსმა დააგვირგვინა წინამორბედთა ღვაწლი კამპანიის დარჩენილი ქალაქების დამორჩილებით. სამნიტებთან ომი პრაქტიკულად დასრულებული იყო როდესაც რომს ეტრუსკებმა გამოუცხადეს ომი.

ომი ღია ბრძოლების გარეშე

ზემოთ აღწერილი ბრძოლბის შემდეგ სამნიტებს აღარ დასჩათ რომაელებისთვის დასაპირისპირებელი ძალა, ამას ეტრუსკული ომიც მიემატა, რომელმაც მიიპყრო რომაელთა ყურადღება, ამიტომ შემდეგი 2 წლის მანძილზე არც ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა ამ ომში არ მომხდარა.

ძვ. წ. 311 წელს კი სამნიტებმა ალყა შემოარტყეს კლუვიუმს და შიმშილით აიძულეს იქ გამაგრებული რომაელთა მცირე რაზმი დანებებოდნენ. მიუხედავად დანებებისა სამნიტებმა ისინი სასტიკი წამებით მოკლეს. რომაულმა ჯარმა სწრაფად აიღო კლუვიუმი და შემდეგ ბოვიანი, ერთ-ერთი უმდიდრესი სამნიტური ქალაქი.

ამის შემდეგ სამნიტებს რომის ლეგიონებისთვის დასაპირისპირებელი ჯარი აღარ ჰყავდათ, ამიტომ მათ მიმართეს სიეშმაკეს. გაავრცელეს ჭორი, თითქოსდა ტყეში დიდძალი ნახირია გადამალული. როდესაც რომაელები შევიდნენ ტყეში, მათ იქ ჩასაფრებული სამნიტები დახვდათ. მიუხედავად მდგომარეობის სირთულისა რომაელებმა აქაც მოახერხეს გამარჯვება და 20 000მდე სამნიტი მოკლეს.

ძვ. წ. 310 წელს რომაელებმა სამნიტებს კიდევ რამდენიმე ციხესიმაგრე წაართვეს. სამნიტებმა მოახერხეს კიდევ ერთხელ შეეკრიბათ ჯარი და გამართეს ბრძოლა გაიუს მარციუსის, იმ წლის კონსულის, ლეგიონებთან ბრძოლა. რომაელებმა ძალიან მძიმე ბრძოლის შემდეგ მოიპოვეს გამარჯვება.

ომის უკანასკნელი სტადია

ძვ. წ. 308 წელს სამნიტებთან ბრძოლები განახლდა. მათი ჯარი ორად იყო დაყოფილი, ერთი ბრძოლის ველზე მოოქროვილი ფარებით, მუზარადებით და ქარქაშებით გამოვიდნე, ხოლო მეორე ჯარს ეს ყველაფერი ვერცხლის ჰქონდა. რომაელებს დიქტატორი ლუციუს პაპირიუს კურსორი მხედართმთავრობდა. რომაელებმა მით უფრო დიდი მონდომებით დაამარცხეს სამნიტები, რომ მათი იარაღი უკვე კარგი ნადავლი იყო. იმავე დღეს რომაელებმა სამნიტთა ბანაკიც აიღეს და გაძარცვეს. დიქტატორი რომში ტრიუმფით დაბრუნდა.

ძვ. წ. 306 პროკოლსულმა კვინტუს ფაბიუსმა კიდევ ერთხელ დაამარცხა სამნიტები და მათი მოკავშირეები. ფაბიუსის სამნიუმიდან წასვლის შემდეგ კი სამნიტებმა და გერნიკებმა აირეს სორა და კალაციუმი. გერნიკებთან სერიოზული ბრძოლა არც კი ყოფილა ისე დამარცხდნენ. მეორე კონსული კი სამნიუმში რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. სამნიტებმა მოასწრეს ყველა ბილიკის დაკავება. საქმე ისე იყო რომ სამნიტები ბრზოლას ვერ გაუძლებდნენ, ხოლო რომაელები გაწიანურებულ ომს. გერნიკების სწრაფმა დანებებამ იხსნა რომაელები, მათ წინააღმდეგ გაგზავნილი ჯარი შეუერთდა მეორე კონსულის ჯარს და ერთად გაანადგურეს სამნიტურუი ჯარი.

ძვ. წ. 305 რომაელებმა კვლავ დაამარცხეს სამნიტები და წაართვეს მათ ბოვიანი, სორა და სხვა ქალაქები.

ძვ. წ. 304 წელს სამნიტებმა რომაელებს სამშვიდობო ხელშეკრულების აღდგენა სთხოვეს და რომაელები დათანხმდნენ. ამით დასრულდა 22 წლიანი სისხლის მღვრელი ომი, რომლის შედეგადაც ოდესღაც ძლიერი სამნიტური ერი რომაელებმა თითქმის დაიმორჩილეს, თუმცა წინ კიდევ ერთი სამნიტური ომი ელოდებოდათ.

რესურსები ინტერნეტში