ციმბირის ვეფხვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ამურის ვეფხვი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ციმბირის ვეფხვი
Siberian-Tiger.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: კატისებრნი
გვარი: პანტერები
სახეობა: ვეფხვი
ქვესახეობა: უსურიის ვეფხვი
ლათინური სახელი
Panthera tigris altaica
დაცვის სტატუსი
არეალი 1886 წლისთვის
Panthera tigris altaica dark world.png

ციმბირის ვეფხვი (ლათ. Panthera tigris altaica), აგრეთვე ცნობილი როგორც ალთაის ვეფხვი, ამურის ვეფხვი და უსურიის ვეფხვივეფხვის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ქვესახეობა, რომელიც ბინადრობს შორეულ აღმოსავლეთში, კერძოდ – ამურის რეგიონში. მსოფლიოში გავრცელებული ვეფხვის 9 ქვესახეობიდან იგი ყველაზე დიდი ზომისაა და კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდ წარმომადგენლად ითვლება. ეს ვეფხვი ძალზე სწრაფია: თოვლში ავითარებს 80 კმ/სთ-ს და სიჩქარით მხოლოდ ავაზას ჩამოუვარდება. ზრდასრული ხვადების წონა ზოგჯერ 318 კგ-მდე აღწევს. ძუ ვეფხვები შედარებით მომცრონი არიან და 100-167 კგ-ს იწონიან. დიდი ზომის გარდა უსურიის ვეფხვი სხვა ქვესახეობებისგან გამოირჩევა ღია შეფერილობის ბეწვით და უფრო გრძელი ფაფრით — რომელიც ცივ კლიმატთან შეგუების პირობაა. მისი საკვები რაციონი 65-95%-ს ირემი შეადგენს. ნადირობს ასევე: ცხენირემზე, შველზე, ირემლაღზე, ქაბარგასა და გორალზე. შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში.

1996 წლისთვის რუსეთში მიახლოებით 470 ვეფხვი იყო. მიახლოებით 10% ცხოვრობს ჩინეთში.

უსურიის ვეფხვის ნახვა თბილისის ზოოპარკშიც არის შესაძლებელი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: