სტერადიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტერადიანი

სტანდარტი: SI სისტემის წარმოებული ერთეული
სიდიდე: სივრცითი კუთხე
სიმბოლო (ქართ): სრ
სიმბოლო (საერთ): sr
ეკვივალენტები:
SI სისტემის საბაზისო ერთ. 1 მ²/მ²
სურათები ვიკისაწყობში

სტერადიანი (ძვ. ბერძნ. στέρεος — „სივრცითი“ და ლათ. radius — „სხივი“; აღნიშვნა: სრ, sr) — სივრცითი კუთხის საზომი (წარმოებული) ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. სტერადიანი ტოლია სივრცული კუთხის, რომლის წვეროც მოთავსებულია სფეროს ცენტრში და სფეროს ზედაპირზე ამოკვეთს მისი რადიუსის კვადრატის ტოლ ფართს. სტერადიანის გამოთვლა ხდება შემდეგი ფორმულით: Q = 2π(1 - cos α/2), სადაც Q არის სივრცითი კუთხე, α – ბრტყელი კუთხე კონუსის წვერთან, რომელიც წარმოიქმნება სფეროს შიგნით, მოცემული სივრცითი კუთხით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]