ამპერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამპერი

სტანდარტი: SI სისტემის ძირითადი ერთეული
სიდიდე: დენის ძალა
სიმბოლო (ქართ):
სიმბოლო (საერთ): A
ეპონიმი: ანდრე მარი ამპერი
ეკვივალენტები:
ჯერად
ერთეულებში
1000 მა.
0,001 კა.

ამპერი (აღნიშვნა: , A) — ელექტრული დენის ძირითადი საზომი ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. განისაზღვრება, როგორც ისეთი მუდმივი დენის ძალა, რომელიც ვაკუუმში, ერთიმეორისაგან 1 მ მანძილზე პარალელურად მოთავსებულ ორ უსასრულოდ გრძელ და უსასრულოდ მცირე წრიული კვეთის მქონე გამტარში გავლისას სიგრძის ყოველ 1 მ-ზე ქმნის 2·10-7 ნიუტონის ტოლ ურთიერთქმედების ძალას. ერთეულს სახელი ეწოდა ფრანგი ფიზიკოსისა და მათემატიკოსის ანდრე მარი ამპერის პატივსაცემად.

ამპერის წილობითი და ჯერადი ერთეულებია: კილოამპერი (კა, kA), მილიამპერი (მა, mA), მიკროამპერი (მკა, µA) და ასე შემდეგ.

  • 1 კა = 103 ა;
  • 1 მა = 10-3 ა;
  • 1 მკა = 10-6 ა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]