შინაარსზე გადასვლა

ნიუტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ნიუტონი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ისააკ ნიუტონი.
1 კგ მასაზე მოქმედი ძალა

ნიუტონი (აღნიშვნა: , N) — ძალის საზომი (წარმოებული) ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. ნიუტონი უდრის ძალას, რომელიც 1 კგ მასის სხეულს ანიჭებს 1 მ/წმ2 აჩქარებას ძალის მოქმედების მიმართულებით. ერთეულს სახელი მიენიჭა ინგლისელი ფიზიკოსის ისააკ ნიუტონის პატივსაცემად.

განზომილება და ერთეულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

SI სისტემაში ძალის განზომილებაა:

 . ძალის ამ ერთეულს ნიუტონი (ნ) ეწოდება.

ნიუტონმა შეცვალა ძალის ძველი სხვა ერთეულები: კილოგრამ-ძალა (1 კგძ≈9.80665 ნ), ტონა-ძალა (1 ტძ≈9806.65 ნ), დინი (1 დნ=10-5 ნ), ფუნტ-ძალა (1 lbf=4.45 ნ) და სხვა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]