კანდელა არის იმ სინათლის ძალა, რომელსაც ასხივებს სრული გამომსხივრის განივკვეთის 1/600000 მ² ფართობი ამ განივკვეთის პერპენდიკულარული მიმართულებით, გამომსხივრის ისეთ ტემპერატურაზე, რომელიც პლატინის გამყარების ტემპერატურის (2042 K) ტოლია 101325 ნ/მ² წნევის დროს.
სხვა განმარტებით, კანდელა არის სინათლის ძალა, რომელიც გამოსხივდება მოცემული მიმართულებით 540×1012 ჰერცი სიხშირის მონოქრომატული გამომსხივებელი წყაროს მიერ, რომლის სინათლის ენერგეტიკული ძალა ამ მიმართულებით შეადგენს (1/683) ვტ/სტერადიანს.