ერგი
იერსახე
| ერგი | |
|---|---|
| სტანდარტი: | გაუსის სისტემის წარმოებული ერთეული. |
| სიდიდე: | ენერგია. |
| სიმბოლო (ქართ): | ერგ |
| სიმბოლო (საერთ): | Erg |
| ეკვივალენტები: | |
| გაუსის სისტემის საბაზისო ერთ. | გ სმ2 წმ-2 |
| SI სისტემის ერთ. | 10-7 ჯოული. |
ერგი (ბერძ. ἔργον [ergon] — „მუშაობა“; აღნიშვნა: ერგ, Erg) — ენერგიისა და მექანიკური მუშაობის ერთეული სანტიმეტრი-გრამი-წამი ერთეულთა სისტემაში. სახელწოდება წარმოიშვა ბერძნული სიტყვიდან ergon, რომელიც მუშაობას ნიშნავს.[1]
1 ერგი არის 1 დინი ძალის მიერ 1 სანტიმეტრი გადაადგილებისას შესრულებული მუშაობა. სანტიმეტრი-გრამი-წამი ერთეულთა სისტემის საბაზისო ერთეულებით ერგი ასე გამოისახება:
- 1 ერგ = 1 გ·სმ2/წმ2.
სხვა ერთეულებში გადაყვანა:
- 1 ერგ = 10−7 ჯოული
- 1 ერგ = 624.15 GeV = 6.2415 1011 eV
- 1 ერგ = 1 დინი სმ.