სიმძლავრე
სიმძლავრე | |
---|---|
![]() ერთი ცხენისძალა საჭიროა 1 წამში 75 კგ ტვირთის 1 მეტრით გადასაადგილებლად | |
სიმბოლოს აღნიშვნა | |
SI სისტემა | ვტ (ვატი) |
სხვა სიდიდეებიდან წარმოება |
|
განზომილება | |
![]() |
სიმძლავრე (აღნიშვნა: ) — ფიზიკური სიდიდე, რომელიც იზომება დროის ერთეულში შესრულებული მუშაობით.
თუ მუშაობა თანაბრად სრულდება, მაშინ სიმძლავრეს განსაზღვრავენ ფორმულით, სადაც არის დროში შესრულებული მუშაობა. ზოგად შემთხვევაში , სადაც არის ელემენტარული დროის შუალედში (ჩვეულებრივ 1 წმ-ში) შესრულებული ელემენტარული მუშაობა. SI სისტემაში სიმძლავრე იზომება ვატებით (ვტ); 1 ვტ= 1 ჯ/წმ, CGS სისტემაში კი — ერგ/წმ. ტექნიკაში იყენებენ აგრეთვე სიმძლავრის სისტემის გარეშე ერთეულს — ცხენის ძალას (ც. ძ.).
გაზომვის ერთეულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
SI ერთეულთა სისტემაში, სიმძლავრის საზომ ერთეულს წარმოადგენს ვატი, რომელიც უტოლდება ჯოულს, გაყოფილს წამზე.
სხვა, სიმძლავრის საზომი, გავრცელებული ერთეულია ცხენის ძალა.
სიმძლავრე, მექანიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თუ მოძრავ სხეულზე მოქმედებს ძალა, მაშინ ეს ძალა ასრულებს მუშაობას. სიმძლავრე, ამ შემთხვევაში გამოითვლება ფორმულით:
— ძალა, — სიჩქარე, კუთხე ძალისა და სიჩქარის ვექტორებს შორის.
ელექტრული სიმძლავრე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მყისიერი ელექტრული სიმძლავრე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მყისიერი ელექტრული სიმძლავრე, კონკრეტულ ელექტრო-ქსელის ელემენტზე განისაზღვრება შემდეგი წესით:
სადაც I და U; - დენის ძალის და ძაბვის მყისიერი მნიშვნელობაა ამ ელემენტზე.
თუ ქსელის ელემენტს წარმოადგენს რეზისტორი, რომლის ელექტრო წინაღობაა R, მაშინ ვსარგებლობთ ფორმულით:
მუდმივი დენის სიმძლავრე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მუდმივი დენის შემთხვევაში საშუალო სიმძლავრე გამოითვლება შემდეგნაირად:
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 361.