ფარადა
იერსახე
| ფარადა | |
|---|---|
|
| |
| სტანდარტი: | SI სისტემის წარმოებული ერთეული. |
| სიდიდე: | ელექტრული ტევადობა. |
| სიმბოლო (ქართ): | ფ |
| სიმბოლო (საერთ): | F |
| ეპონიმი: | მაიკლ ფარადეი |
| ეკვივალენტები: | |
| SI სისტემის საბაზისო ერთ. | 1 წმ4 ა2 კგ-1 მ-2 |
| გაუსის ერთეულებში | 10-9 c2სმ |
ფარადა (აღნიშვნა: ფ, F) — ელექტროტევადობის საზომი (წარმოებული) ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. სახელი ეწოდა ინგლისელი ფიზიკოსის მაიკლ ფარადეის პატივსაცემად.
განმარტება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1 ფარადა არის ისეთი კონდენსატორის ტევადობა, რომელზედაც 1 კულონი მუხტის მოთავსებისას შემონაფენებს შორის ძაბვა იქნება 1 ვოლტი. 1 კულონი არის 1 ამპერი წამში. სხვა ერთეულებით ფარადა ასე გამოისახება:
ფარადა საკმაოდ დიდი ერთეულია. ელექტროტექნიკაში უმეტესად გამოიყენება კონდენსატორები, რომელთა ტევადობა მიკროფარადებში, ნანოფარადებში და პიკოფარადებში გამოისახება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||||||||||||||||