სი თავსართები
ერთეულთა საერთაშორისო სისტემის თავსართები, SI თავსართები, სი თავსართები, ათჯერადი თავსართები — ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში დამკვიდრებული ერთეულთა წილობითი და ჯერადი თავსართები. გამოიყენება გრძელ ფიზიკურ მნიშვნელობათა ერთეულების შემოკლებული აღნიშვნისთვის, მათი 10 რიცხვის ხარისხში აყვანით. ათჯერადი თავსართები ემსახურება ნოლების რაოდენობის შეკვეცას როცხობრივ ნიშნებში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1795 წელს სამეცნიერო სივრცეში დამკვიდრდა: დეკა-, ჰექტო-, კილო-, დეცი-, სანტი-, მილი-[1], ხოლო 1873 წელს ერთეულთა CGS სისტემის მიერ — მეგა- და მიკრო- ერთეულთა თავსართები. ზემოხსენებული რვა თავსართი, პირველ და მეორე ზომა-წონის გენერალურ კონფერენციაზე მიღებულ იქნა, ერთეულთა საერთაშორისო სისტემის თავსართები. 1960 წელს ზომა-წონის მეთერთმეტე გენერალურ კონფერენციაზე ოფიციალურად იქნა მიღებული გიგა-, ტერა-, ნანო- და პიკო-[2]; 1975 წელს მეთორმეტე კონფერენციაზე — ატო- და ფემტო-[3]; 1975 წელს მეთხუთმეტე კონფერენციაზე — პეტა- და ექსა-[4]; 1991 წელს მეცხრამეტე კონფერენციაზე — იოქტო-, ზეპტო-, ზეტა- და იოტა-[5]; ხოლო 2022 წელს ოცდამეშვიდე კონფერენციაზე — ქუექტო-, რონტო-, რონა- და ქუეტა- ერთეულთა თავსართები[6].
წილობით ერთეულთა თავსართები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წილობითი ერთეულები — ერთეულები, რომლებიც ფიზიკურ სიდიდეთა დადგენილი ერთეულების გარკვეულ ნაწილს (წილს) შეადგენენ. საზომთა მეტრული სისტემის დადგენისას მეტრული სისტემის ამოსავალი ერთეულებიდან წილობითი ერთეულების წარმოქმნის ორი პრინციპი იყო მიღებული: ა) წილობითი ერთეულების სახელწოდებათა წარმოქმნა თავსართების (დეცი, სანტი, მილი) მეშვეობით და ბ) ათობითობა წილობითი ერთეულების ამოსავალ ერთეულებთან თანაფარდობისას. მაგალითად, 1 მმ (მილიმეტრი) = 10−3 მ (მეტრს)[7].
ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში წილობითი ერთეულების წარმოსაქმნელად მიღებულ იქნა შემდეგი თავსართები:
| 10n | თავსართი | აღნიშვნა | შემოღების წელი | ||
|---|---|---|---|---|---|
| ქართ. | საერთ. | ქართ. | საერთ. | ||
| 10−1 | დეცი | deci | დ[7] | d | 1795[1] |
| 10−2 | სანტი | centi | ს[7] | c | 1795[1] |
| 10−3 | მილი | milli | მ[7] | m | 1795[1] |
| 10−6 | მიკრო | micro | მკ[7] | µ | 1873 |
| 10−9 | ნანო | nano | ნ[7] | n | 1960[2] |
| 10−12 | პიკო | pico | პ[7] | p | 1960[2] |
| 10−15 | ფემტო | femto | ფ[7] | f | 1964[3] |
| 10−18 | ატო | atto | ა[7] | a | 1964[3] |
| 10−21 | ზეპტო | zepto | z | 1991[5] | |
| 10−24 | იოქტო | yocto | y | 1991[5] | |
| 10−27 | რონტო | ronto | r | 2022[6] | |
| 10−30 | ქვექტო | quecto | q | 2022[6] | |
ჯერად ერთეულთა თავსართები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯერადი ერთეულები — ერთეულები, რომლებიც მთელრიცხვჯერ მეტია ფიზიკური სიდიდეების სისტემის ან სისტემის გარეშე ერთეულებზე. ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში ჯერადი ერთეულები მიიღება ათობითობის პრინციპით, ხოლო მათი დასახელება ამოსავალი ერთეულის სახელწოდებისგან თავსართების მეშვეობით. მაგალითად, 1 კმ (კილომეტრი) = 103 მ (მეტრი)[8].
ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში ჯერადობითი ერთეულების წარმოსაქმნელად მიღებულ იქნა შემდეგი თავსართები:
| 10n | თავსართი | აღნიშვნა | შემოღების წელი | ||
|---|---|---|---|---|---|
| ქართ. | საერთ. | ქართ. | საერთ. | ||
| 101 | დეკა | deca | დკ[8] | da | 1795[1] |
| 102 | ჰექტო | hecto | ჰ[8] | h | 1795[1] |
| 103 | კილო | kilo | კ[8] | k | 1795[1] |
| 106 | მეგა | mega | მეგ[8] | M | 1873 |
| 109 | გიგა | giga | გ[8] | G | 1960[2] |
| 1012 | ტერა | tera | ტ[8] | T | 1960[2] |
| 1015 | პეტა | peta | P | 1975[4] | |
| 1018 | ექსა | exa | E | 1975[4] | |
| 1021 | ზეტა | zetta | Z | 1991[5] | |
| 1024 | იოტა | yotta | Y | 1991[5] | |
| 1027 | რონა | ronna | R | 2022[6] | |
| 1030 | ქვეტა | quetta | Q | 2022[6] | |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 7 Annales de chimie et de physique, Volumes 19-20, pages 204-205
- 1 2 3 4 5 11th meeting of the CGPM
- 1 2 3 12th meeting of the CGPM
- 1 2 3 15th meeting of the CGPM
- 1 2 3 4 5 19th meeting of the CGPM
- 1 2 3 4 5 27th meeting of the CGPM
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 325.
- 1 2 3 4 5 6 7 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 554.
| ||||||||||||||||