ელექტრონვოლტი
ელექტრონვოლტი (აღნიშვნა: ევ, eV) — ენერგიის არასისტემური ერთეული. გამოყიენება ატომურ და ბირთვულ ფიზიკაში, ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკაში და მონათესავე დარგებში (ბიოფიზიკა, ფიზიკური ქიმია, ასტროფიზიკა და ა.შ.).
1 ელექტრონვოლტი უტოლდება ენერგიას, რომელიც 1 ვოლტის პოტენციალთა სხვაობის მქონე ორ წერტილს შორის ელემენტარული მუხტის გადასატანად არის საჭირო. q მუხტის გადატანისას შესრულებული მუშაობა qU-ს უტოლდება, ხოლო თუ ნაწილაკის ელემენტარული მუხტი, მაგალითად, ელექტრონის −1.602176565(35)×10−19 კულონის ტოლია, მაშინ: 1 ევ = −1.602176565(35)×10−19 ჯოული ანუ (−1.602176565(35)×10−12 ერგი).
ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში ელექტრონვოლტებში ჩვეულებრივ არა მარტო ენერგია, არამედ მასაც გამოისახება, ენერგიისა და მასის ექვივალენტურობიდან გამომდინარე (ან ), სადაც c სინათლის სიჩქარეა. ამის გამო უფრო კორექტული იქნება თუ ნაწილაკის მასას ასე გამოვსახავთ – , თუმცა გამყოფი , იქ, სადაც ორაზროვნება არ შეიძლება გაჩნდეს(იგულისხმება), ხშირად არ წერენ ხოლმე. მასის ერთეულებში 1 ევ = 1.782661845(39)×10−36 კგ, და პირიქით, 1 კგ = 5.60958885(12)×1035 ევ. 1 მაე(მასის ატომური ერთეული) = 931.494061(21) მევ (მეგაელექტრონვოლტი). ელექტრონვოლტებში ნაწილაკის ელემენტარული იმპულსიც შეიძლება გამოისახოს. ბირთვული პროცესებისთვის დამახასიათებელ ენერგიებთან შედარებით ელექტრონვოლტი ძალიან მცირე სიდიდეა, ამიტომ ფიზიკოსები ჯერად ერთეულებს იყენებენ:
ჯერადი და წილობითი ერთეულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]SI სისტემაში მეტრის წილობითი და ჯერადი ერთეულებია:
| ჯერადი | წილადი | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|
| სიდიდე | სახელწ. | აღნიშვნა | სიდიდე | სახელწ. | აღნიშვნა | ||
| 101 ევ | დეკაელექტრონვოლტი | დკევ | daeV | 10−1 ევ | დეციელექტრონვოლტი | დევ | deV |
| 102 ევ | ჰექტოელექტრონვოლტი | ჰევ | heV | 10−2 ევ | სანტიელექტრონვოლტი | სევ | ceV |
| 103 ევ | კილოელექტრონვოლტი | კევ | keV | 10−3 ევ | მილიელექტრონვოლტი | მევ | meV |
| 106 ევ | მეგაელექტრონვოლტი | მეგევ | MeV | 10−6 ევ | მიკროელექტრონვოლტი | მკევ | µeV |
| 109 ევ | გიგაელექტრონვოლტი | გევ | GeV | 10−9 ევ | ნანოელექტრონვოლტი | ნევ | neV |
| 1012 ევ | ტერაელექტრონვოლტი | ტევ | TeV | 10−12 ევ | პიკოელექტრონვოლტი | პევ | peV |
| 1015 ევ | პეტაელექტრონვოლტი | პაევ | PeV | 10−15 ევ | ფემტოელექტრონვოლტი | ფევ | feV |
| 1018 ევ | ექსაელექტრონვოლტი | ეევ | EeV | 10−18 ევ | ატოელექტრონვოლტი | აევ | aeV |
| 1021 ევ | ზეტაელექტრონვოლტი | ზაევ | ZeV | 10−21 ევ | ზეპტოელექტრონვოლტი | ზევ | zeV |
| 1024 ევ | იოტაელექტრონვოლტი | იაევ | YeV | 10−24 ევ | იოქტოელექტრონვოლტი | იევ | yeV |
| 1027 ევ | რონაელექტრონვოლტი | რაევ | ReV | 10−27 ევ | რონტოელექტრონვოლტი | რევ | reV |
| 1030 ევ | ქვეტაელექტრონვოლტი | ქაევ | QeV | 10−30 ევ | ქვექტოელექტრონვოლტი | ქევ | qeV |
რეკომენდირებულია გამოსაყენებლად გამოყენება არაა რეკომენდირებული
| |||||||
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||||||||||||||||