ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2013
იერსახე
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2013 | |
---|---|
თარიღ(ებ)ი | I ნ/ფ — 14 მაისი, 2013 II ნ/ფ — 16 მაისი, 2013 ფინალი — 18 მაისი, 2013 |
წამყვან(ებ)ი | პეტრა მედე |
მასპინძელი მაუწყებელი | SVT |
გამართვის ადგილი | მალმე, შვედეთი |
გამარჯვებული სიმღერა | დანია,ემილი დე ფორესტი - „Only Teardrops“ |
მონაწილეთა რაოდენობა | 39 |
დაბრუნებული ქვეყნები | სომხეთი |
გასული ქვეყნები | ბოსნია და ჰერცეგოვინა, პორტუგალია, სლოვაკეთი, თურქეთი |
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2013 | |
◄2012 2014 ► |
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2013 — ევროვიზიის სიმღერის 58-ე კონკურსი, რომელიც გაიმართა მალმეში (შვედეთი). შვედეთმა კონკურსის მასპინძლობის უფლება მოიპოვა 2012 წლის კონკურსში ლორინის სიმღერის „Euphoria“ გამარჯვების შედეგად. შვედეთმა მეხუთედ უმასპინძლა ევროვიზიის სიმღერის კონკურსს. კონკურსის გამარჯვებული გახდა დანიის წარმომადგენელი, მომღერალი ემილი დე ფორესტი სიმღერით „Only Teardrops“, რომელმაც 281 ქულა დააგროვა. 2013 წელს მეორედ მოხდა, რომ დანიამ შვედეთის მიწაზე მოიგო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი. პირველად ეს ფაქტი 2000 წელს დაფიქსირდა. 1985 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ყოფილი იუგოსლავიის არცერთი ქვეყანა არ მონაწილეობდა კონკურსის ფინალში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|