ავთანდილ ნიკოლეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ავთანდილ ნიკოლეიშვილი (დ. 27 აგვისტო, 1948, სოფ. გორა, ვანის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ფილოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ავტორია 300-ზე მეტი წიგნისა, თუ სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში გამოქვეყნებული ნაშრომისა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავთანდილ ნიკოლეიშვილი დაიბადა 1948 წლის 27 აგვისტოს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაში. 1966 წელს იქვე ოქროს მედალზე დაასრულა სკოლა. 1966-1971 წლებში სწავლობდა და წარჩინებით დაასრულა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (ამჟამინდელი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ისტორია-ფილოლოგიის სპეციალობით. სტუდენტობის წლებში ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებასა და ახალგაზრდა მწერალთა წრეს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტთან არსებულ ლიტერატურათმცოდნეობის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე 1974 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1983 წელს კი, სადოქტორო დისერტაციები.

1970 წლიდან მუშაობს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს იყო ლაბორანტი (1970–1974), მასწავლებელი (1974), უფროსი მასწავლებელი (1974–1978), დოცენტი (1978–1984), ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი (1990–1994), პრორექტორი სამეცნიერო დარგში (1994–1996). 1996 წლის 21 მაისს უნივერსიტეტის დიდმა სამეცნიერო საბჭომ ავთანდილ ნიკოლეიშვილი რექტორად აირჩია. 2001 წელს უნივერსიტეტის დიდმა სამეცნიერო საბჭომ მეორე ვადით აირჩია იგი რექტორად. აღნიშნული პოსტი მას 2005 წლამდე ეკავა. 1984–დან დღემდე გააჩნია პროფესორის წოდება და აკადემიური თანამდებობა. 1987-2011 წლებში ხელმძღვანელობდა ქართული ლიტერატურის დეპარტამენტს (კათედრას); 2011 წლიდან კი სათავეში უდგას ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტს. არის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ქართულ ლიტერატურაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, სამეცნიერო ალმანახ „ლიტერატურული დიალოგების“ (ქუთაისი) მთავარი რეაქტორი, სამეცნიერო ჟურნალ „ქართველური მემკვიდრეობის“ (ქუთაისი) პასუხისმგებელი რედაქტორი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი.

საზოგადოებრივი მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეცნიერო მოღვაწეობის გარდა, ავთანდილ ნიკოლეიშვილი აქტიურადაა ჩართული ქუთაისისა და ქვეყნის საზოგადოებრივ საქმიანობაში. კერძოდ, 1980 წლიდან არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. ასევე არის საზოგადოება „ქუთაისელის“ ვიცეპრეზიდენტი და პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირისა და თეატრალური საზოგადოების იმერეთის განყოფილებათა პრეზიდიუმების წევრი, ქუთაისის პატივგების საქალაქო კომისიის წევრი, სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებათა სამეცნიერო საბჭოების წევრი. ავთანდილ ნიკოლეიშვილი 2009 წლიდან არის საქართველო-ისრაელის მეგობრობის საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი, აგრეთვე ამავე საზოგადოების იმერეთის განყოფილების პრეზიდენტი და მისი ეგიდით გამომავალ ჟურნალ „ნოსტალგიის“ (ქუთაისი) რედაქტორ-გამომცემელი, სხვადასხვა სამეცნიერო და ლიტერატურულ გამოცემათა რედკოლეგიების წევრი. 2014 წლიდან იგი ასევე არის სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების იმერეთის განყოფილების პრეზიდენტი. ავთანდილ ნიკოლეიშვილი არის გელათის მეცნიერებათა აკადემიის (1995), ფაზისის მეცნიერებისა და კულტურის აკადემიის (1997), ნიუ-იორკის საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემიის (1999), საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის მეცნიერებათა აკადემიისა (2010) და საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის (2013) აკადემიკოსი. წლების განმავლობაში ავთანდილ ნიკოლეიშვილი იყო ქუთაისის სამეცნიერო ცენტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელი და ამავე ცენტრის მთავარი მეცნიერ-მუშაკი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის მთავარი რედაქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი და უახლესი ქართული ლიტერატურის კათედრის პროფესორი. არის ქალაქ კოლუმბიისა (მისურის შტატი, აშშ) და ქალაქ ქუთაისის საპატიო მოქალაქე.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჟურნალ „განთიადის“ პრემია (1978)
  • საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის განყოფილების პრემიები წლის საუკეთესო ნაშრომებისათვის (1984, 1988)
  • ქართულ–ევროპული ინსტიტუტის (პარიზი) ლიტერატურული პრემია (1993)
  • საქართველოს მწერალთა კავშირის გერცელ ბააზოვის ლიტერატურული პრემია (1995)
  • საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის განყოფილების ნიკო ნიკოლაძის ლიტერატურული პრემია (1998)
  • ღირსების ორდენი (1998)
  • კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის სერთიფიკატი „XXI საუკუნის 2000 საუკეთესო ინტელექტუალი“ (2003)
  • ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული პრემია (2013)
  • აკაკი წერეთლის ლიტერატურული პრემია (2011)
  • საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მადლობის სიგელი (2014)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სიგელი (2015)

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლექსები, თბ. 1975 წ.
  • გამოძახილი. კრიტიკული წერილების კრებული, ქუთაისი, 1978 წ.
  • ფიქრები თანამედროვე ქართულ ლირიკაზე, თბ. 1981 წ.
  • ნაკადები, ლიტერატურული წერილების კრებული, ქუთაისი, 1982 წ.
  • თვალთახედვა, ლიტერატურული წერილების კრებული, ქუთაისი, 1987 წ.
  • ლიტერატურული ეტიუდები, თბ. 1988 წ.
  • გაბრიელ ეპისკოპოსი, მონოგრაფია, თბ. 1990 წ.
  • ნიკო ლორთქიფანიძე, მონოგრაფია, ქუთაისი, 1992 წ.
  • გიორგი ლეონიძის ლირიკა, ქუთაისი, 1993 წ.
  • XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის ნარკვევები, ტ. I, ქუთაისი, 1994 წ.
  • პაოლო იაშვილი – ცხოვრება და შემოქმედება. მონოგრაფია, ქუთაისი, 1995 წ.
  • დავით და გერცელ ბააზოვები, მონოგრაფია, ქუთაისი, 1995 წ.
  • XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის ნარკვევები. ტ. II, ქუთაისი, 1997 წ.
  • ქართული ლიტერატურა, XI კლასის სახელმძღვანელო, ქუთაისი, პირველი გამოცემა 1999 წ; მეორე გამოცემა 2001 წ; მესამე გამოცემა 2002 წ; მეოთხე გამოცემა 2003 წ; მეხუთე გამოცემა 2004 წ; მეექვსე გამოცემა 2005 წ.
  • ეროვნული საკითხი სტალინის ნააზრევში, ქუთაისი, 2000 წ.
  • XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის ნარკვევები, ტ. III, თბ. 2000 წ.
  • ჭაბუა ამირეჯიბი, ლიტერატურული ეტიუდი, ქუთაისი, 2001 წ.
  • XX ს-ის ქართული მწერლობა, ქუთაისი, 2002 წ.
  • ლიტერატურული ნარკვევები, ქუთაისი, 2002 წ.
  • ნარკვევები ქართველ ებრაელთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური მოღვაწეობის ისტორიიდან, I, ქუთაისი, 2003 წ.
  • გამწყრალი მუზა. ლირიკა, ქუთაისი, 2002 წ.
  • XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, ქუთაისი, 2003 წ.
  • ირანული შთაბეჭდილებები, ქუთაისი, 2003 წ.
  • საქართველო. ისტორია და თანამედროვეობა, ინგლისურ ენაზე, მისური-კოლუმბიის უნივერსიტეტის გამ–ბა, ქ. კოლუმბია, მისურის შტატი, აშშ, 2004 წ.
  • ქართველი მწერლები და აფხაზეთი, ქუთაისი, 2004 წ.
  • XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის ნარკვევები, ტ. V, ქუთაისი, 2005 წ.
  • XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის ნარკვევები, ტ. VI, თბ. 2005 წ.
  • ქართული ემიგრანტული მწერლობა, ქუთაისი, 2006 წ.
  • XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორია. Pპროპედევტიკული კურსი, თბ. , 2006 წ. G
  • XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის ნარკვევები, ტ. VII, თბ. 2007 წ.
  • ებრაული თემა ქართულ მწერლობაში, ქუთაისი, 2008 წ.
  • ნარკვევები ქართველ ებრაელთა ლიტერატურული და პუბლიცისტურ-ჟურნალისტური მოღვაწეობის ისტორიიდან, II, ქუთაისი, 2008 წ.
  • საბავშვო ვეფხისტყაოსანი, ქუთაისი, 2009 წ.
  • ქართული კულტურის კერა და ქართველები თურქეთში, ქუთაისი, 2009 წ.
  • ქართველოლოგიური ეტიუდები, ტ. I, ქუთაისი, 2010 წ.
  • თურქული დღიურები, ქუთაისი, 2010 წ.
  • დავით წერეთელი (სხვიტორელი), ქსუ, 2011 წ.
  • ოთარ ნიკოლეიშვილთან ერთად – ევროპელი ავტორები ქუთაისის შესახებ (XV-XIX საუკუნეები), ქსუ, 2012 წ.
  • ქართული ლიტერატურა ოთხ ტომად. ტ. III, მეოცე საუკუნე, ნაწილი პირველი. თბ. გამ-ბა “საქართველოს მაცნე,” 2013 წ.
  • ქართული ლიტერატურა ოთხ ტომად. ტ. IV, მეოცე საუკუნე, ნაწილი მეორე. თბ. გამ-ბა “საქართველოს მაცნე,” 2013 წ.
  • ბაქოს ქართული დიასპორის ისტორიიდან, ქსუ, 2013 წ.
  • უცხოეთში შექმნილი ქართული პოეზიის ანთოლოგია, გამოსაცემად მოამზადეს და სათანადო კომენტარები დაურთეს ავთანდილ ნიკოლეიშვილმა და ნესტან კუტივაძემ. ქუთაისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014 წ. გვ. 3-499.
  • ქართველ მწერალთა ეროვნული მრწამსი, ორტომეული, ტ. I, 2014 წ. ქუთაისის საგამომცემლო ცენტრი, გვ. 3-571.
  • ქართველ მწერალთა ეროვნული მრწამსი, ორტომეული, ტ. II, 2014 წ. ქუთაისის საგამომცემლო ცენტრი, გვ. 3-575.
  • ქართველოლოგიური ეტიუდები, ტ. II, ქუთაისის საგამომცემლო ცენტრი, 2015 წ. გვ. 3-603.
  • ქართულენოვანი ზეპირსიტყვიერება და მწერლობა თურქეთში, ქუთაისი, 2015 წ. გვ. 3-424.
  • თურქეთის შავი ზღვისპირეთში – ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლებთან, ქუთაისი, 2016 წ.
  • ეტიუდები მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურიდან (მუზაფერ ქირთან ერთად), (თურქულ ენაზე), თურქეთი, 2016 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]