შინაარსზე გადასვლა

დავიდ ბენ-გურიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავიდ ბენ-გურიონი
იდიშ. דוד יוסף גרין
ებრ. דָּוד בֶּן־גּוּרְיוֹן
დაბადების თარიღი 16 ოქტომბერი, 1886(1886-10-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი პლონსკი, პოლონეთის სამეფო, რუსეთის იმპერია[9]
გარდაცვალების თარიღი 1 დეკემბერი, 1973(1973-12-01)[2] [3] [4] [5] [6] [10] [7] [8] (87 წლის)
გარდაცვალების ადგილი რამათ-განი[11] ან იაფა[12]
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 ოსმალეთის იმპერია
 ბრიტანული მანდატი პალესტინაში
 ისრაელი[13]
განათლება სტამბოლის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ვარშავის უნივერსიტეტი[14] და სტამბოლის უნივერსიტეტი
მამა ავიგდორ ბენ-გურიონი
მეუღლე/ები პაულა ბენ-გურიონი
შვილ(ებ)ი ამოს ბენ-გურიონი, რენანა ლეშემი და გეულა ბენ-ელიეზერი
ჯილდოები ბიალიკის პრემია, თელ-ავივის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და იერუსალიმის საპატიო მოქალაქე

დავიდ ბენ-გურიონი (დავიდ გრინი) (ებრ. דָּוִד בֶּן-גּוּרִיּוֹן‎; დ. 16 ოქტომბერი, 1886, პლონსკი, პოლონეთი — გ. 1 დეკემბერი, 1973, თელ-ავივი, ისრაელი) — თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთი დამაარსებელი. სიონისტური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ისრაელის პირველი და მესამე პრემიერ-მინისტრი.

დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1906 წელს პალესტინაში გაემგზავრა, სადაც ებრაელთა თავდაცვის ორგანიზაცია „ჰაშომერის“ დაარსებაში მიიღო მონაწილეობა. 1910 წელს ებრაული ყოველკვირეული ჟურნალის „ჰააჰდუთ“ (ერთობა) რედაქტორი გახდა. პირველი მსოფლიო ომის წლებში ებრაული ლეგიონის ფორმირებაში მიიღო მონაწილება პალესტინის განთავისუფლებისთვის. 1920 წელს ებრაელ მშრომელთა საყოველთაო ფედერაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახდა. 1935 წელს ებრაული სააგენტოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 1940 წელს აირჩიეს ისრაელის მუშათა პარტიის ლიდერად.

1948-1953 და [[1955]-1963 წლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრია. მისი ხელმძღვანელობით მოგებულ იქნა დამოუკიდებლობის ომი (1948-1949) და სინაის კამპანია (1956). 1965 წელს დააარსა ოპოზიციური პარტია „რაფი“. 1970 წელს კნესეტიდან წავიდა და პოლიტიკას თავი დაანება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. חה"כ דוד בן-גוריון (גרין)ქნესეთი.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Find a Grave — 1996.
  5. 5.0 5.1 Discogs — 2000.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  8. 8.0 8.1 Munzinger Personen
  9. Бен-Гурион Давид // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  10. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. Catalog of the German National Library
  12. Czech National Authority Database
  13. LIBRISNational Library of Sweden, 2018.
  14. https://sztetl.org.pl/pl/dziedzictwo/rewolucje-i-utopie/dawid-ben-gurion