გუზანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გუზანი, გუზან აბულასანის ძე — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე XII საუკუნის ბოლოს, კლარჯეთისა და შავშეთის მფლობელი. თამარ მეფემ მას ტაოც უბოძა. აქედან წარმოდგა მისი ზედწოდება - „ტაოსკარელი“.

1191 წელს, თამარის წინააღმდეგ დიდებულთა აჯანყების დროს, გუზანი პირველი განუდგა მეფეს და გიორგი რუსს მიემხრო. აჯანყების დამარცხების შემდეგ დაუკავშირდა შაჰარმენს (ხლართის მმართველს). შაჰარმენის დიდძალი ლაშქარი გუზანის შვილთან ერთად კოლის მთებში შემოვიდა. თამარის ერთგულმა მხედრობამ ზაქარია ფანასკერტელის მეთაურობით დაამარცხა ეს ლაშქარი და ტყვედ ჩავარდნილი გუზანი დავით სოსლანის ბრძანებით დააბრმავეს.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტ. 2, თბ., 1959

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]