ხლათის სასულთნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ხლათის სასულთნო

Seljuqs Eagle.svg
1100 — 1254 Mongol Empire map 2.gif
დედაქალაქი ხლათი
რელიგია ისლამი
მმართველობის ფორმა სასულთნო
დინასტია სოქმენიდები
აიუბიდები
 - 1100–1111 სოქმენ I (პირველი)
 - 1245–1254 თამთა მხარგრძელი (უკანასკნელი)

ხლათის სასულთნოდიდ სელჩუკთა იმპერიის დაშლის შემდეგ სამხრეთ სომხეთის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ფეოდალური სახელმწიფო (XIII საუკუნის დამდეგი). დედაქალაქი - ცნობილი სავაჭრო ქალაქი ხლათი, ვანის ტბის დასავლეთ სანაპიროზე. თავდაპირველად ხლათის მიდამოებს თურქმანული დინასტია სოქმენიდები მმართავდა, რომელებმაც „შაჰ-არმენთა“ (სომხეთა მეფე) ტიტული მიიღეს,[1] რის გამოც მას შაჰ-არმენების სახელმწიფოსაც უწოდებენ. ხლათის სასულთნო აზერბაიჯანის ილდეღიზიდების სახელმწიფოს ვასალი იყო. შაჰ-არმენებს მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოსთან, თუმცა დროდადრო ხარკს უხდიდნენ ძლიერ მეზობელს. 1207 წლიდან ხლათის სასულთნოში აიუბიდების დინასტიის წარმომადგენლები გაბატონდნენ. 1208 წელს ქართველებმა ხლათის სასულთნოზე გაილაშქრეს, აიღეს ქალაქი არჭეში და დიდი ნადავლი წამოიღეს. ორი წლის შემდეგ ქართველთა ლაშქარმა ზაქარია და ივანე მხარგრძელების სარდლობით ალყა შემოარტყეს ხლათს. ქალაქის გალავნის დასათვალიერებლად მცირე ამალით გამოსული ივანე ხლათელებმა ეშმაკობით ჩაიგდეს ხელში. ივანე იძულებული გახდა თავის დასახსნელად დიდი გამოსასყიდი გადაეხადა და თავისი ქალიშვილი თამთა ხლათის გამგებლის მალიქ აუჰადისათვის მიეთხოვებინა. ამის შემდეგ საქართველოსა და ხლათის სასულთნოს შორის დიდი ხნით მშვიდობიანი ურთიერთობა დამყარდა. 1230 წლის 14 აპრილს ხვარაზმშაჰმა ჯალალედინმა ხანგრძლივი მძიმე ბრძოლების შემდეგ ხლათი დაიპყრო და სასტიკად ააოხრა. XIII საუკუნის 40-იანი წლების დამდეგს ხლათი მონღოლებმა აიღეს. მონღოლთა მიერ დიდი ყაენის კარზე გაგზავნილ ადგილობრივ გამგებელთა შორის XIV საუკუნის ქართველი ჟამთააღმწერელი ხლათის სულთანსაც იხსენიებს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Encyclopædia Iranica, article: ARMENIA AND IRAN vi. Armeno-Iranian relations in the Islamic period:

    This condition became more accentuated specially during the period of the disintegration of the Saljuq empire, when the atabegs who had assumed great power in border districts, became autonomous. The Danishmandids ruled in Lesser Armenia and Cappadocia 1005-06. Further in the west, in 1077, the Saljuq sultanate of Rum was established. From 1100, in the center of Xlaṭʿ (Aḵlaṭ) in the western part of Greater Armenia, the Sukmanids ruled, calling themselves “Šāh-e Arman”.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]