გიორგი ნაკაშიძე
იერსახე
გიორგი ნაკაშიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
23 ივლისი, 1971 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1995–დღემდე |
გიორგი ნაკაშიძე (დ. 23 ივლისი, 1971, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) ― ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. მის კარიერაში ოცამდე ტელეროლია. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ზაზა ურუშაძის 2013 წლის ფილმით — „მანდარინები“, რომელშიც ჩეჩენი მებრძოლის, აჰმედის როლი შეასრულა.
2014 წელს გიორგი ნაკაშიძემ მიიღო მთავარი პრიზი საუკეთესო მსახიობი კაცისათვის ევრაზიის საერთაშორისო კინოფესტივალზე. მასთან ერთად პრიზები მიიღეს ფილმი „მანდარინების“ მონაწილე სხვა მსახიობებმაც (ლემბიტ ულფსაკი, მიხეილ მესხი, ელმო ნიუგანენი).[1]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1993: „ზღვარზე“ რეჟ. დიმიტრი (დიტო) ცინცაძე
- 1995: „ატუ-ალაბა ოტელ კალიფორნია“ რეჟ. გიორგი (გიო) მგელაძე
- 1997: „ოცნებების სასაფლაო“ რეჟ. გიორგი (გოგა) ხაინდრავა
- 2000: „სამოთხე ჩვენი ქალაქის ქუჩებში“ რეჟ. გიორგი გაჩეჩილაძე
- 2003: „ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“ რეჟ. რეზო ესაძე
- 2004: „Djen prischjol“ [2]
- 2006: „გრაფიტი“ რეჟ. ვანო ბურდული
- 2006: „რევერსი (უბრალოდ თამაში)“ (გიორგი) რეჟ. დიმიტრი (დიტო) ცინცაძე
- 2008: „მედიატორი“ (დეტექტივი) რეჟ. დიმიტრი (დიტო) ცინცაძე
- 2009: „თბილისური Love Story“ (ლადო) რეჟ. ირაკლი ჩხიკვაძე
- 2009: „ჯაყოს ხიზნები“ (ჯაყო) რეჟ. დავით ჯანელიძე
- 2011: „მესაათე“ რეჟ. გიორგი მასხარაშვილი
- 2013: „ჩემი საბნის ნაკეცი“ რეჟ. ზაზა რუსაძე
- 2013: „მანდარინები“ (ახმედი) რეჟ. ზაზა ურუშაძე
ტელესერიალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „მტვრის გემო“ (ზაზას მამა) რეჟისორები დავით ჯანელიძე და მარინა კულუმბეგაშვილი
- „ქაღალდის ტყვია“ (ჩიჩო) რეჟისორები ლევან თუთბერიძე, მარინა კულუმბეგაშვილი
- „ჩემი ცოლის დაქალები“ რეჟისორები გიორგი ლიფონავა, თენგო მეგრელიშვილი, მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე
ნათამაშები როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თეატრალური ინსტიტუტის სცენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ავქსენტი ცაგარელი „ხანუმა“ (კოტე) რეჟ. გიორგი (გოგი) მარგველაშვილი
- პროსპერ მერიმე „კარმენი“ (ხოსე) რეჟ. გიორგი სიხარულიძე
რუსთაველის თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლაშა თაბუკაშვილის „მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი?!“ (გელა) რეჟ. რობერტ სტურუა
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიხეილ მარმარინოსი „R+J ბედისწერა დაბნეულია, რომეო და ჯულიეტა - მესამე მეხსიერება“ რეჟ. მიხეილ მარმარინოსი
- ლუიჯი პირანდელო „ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი“ (ვაჟიშვილი) რეჟ. გიორგი (გოგი) მარგველაშვილი
- ანტონ ჩეხოვი „ალუბლის ბაღი“ (პეტია ტროფიმოვი) რეჟ. გიორგი (გოგი) მარგველაშვილი
- სემუელ ბეკეტი „გოდოს მოლოდინში“ (ესტრაგონი) რეჟ. გიორგი აფხაზავა
- უილიამ შექსპირი „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (დრუნჩა) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- ტენესი უილიამსი „კამინო რეალი“
- „ორნი აქა, იქა. . .“ - მონადირე
- რიონესკუ აკუტაგავა „ცხოვრება იდიოტისა“ (მწერალი) რეჟ. დავით დოიაშვლი
- ჰენრიკ იბსენი „ხალხის მტერი“
- გურამ დოჩანაშვილი ჰარალეთი, ჰარალეთი (ჩემი ბუჭუტა ჩვენი ტერეზა) - შაშია კუტუბიძე რეჟ. ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2014: ევრაზიის საერთაშორისო კინოფესტივალი, მთავარი პრიზი, საუკეთესო მსახიობი კაცისათვის
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი ნაკაშიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი ნაკაშიძე — ეროვნული ფილმოგრაფია
- გიორგი ნაკაშიძე კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-10. ციტირების თარიღი: 2016-01-11.
- ↑ https://www.imdb.com/title/tt0403986/