ოცნებების სასაფლაო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ოცნებების სასაფლაო“
ჟანრი ისტორიული
დამდგმელი რეჟისორი გოგა ხაინდრავა
პროდიუსერი გედევან ბალანჩივაძე
სცენარის ავტორი გოგა ხაინდრავა, ირაკლი სოლომონაშვილი
როლებში ნინო მურჯიკნელი
ზაზა ციციშვილი
კომპოზიტორი ნიაზ დიასამიძე
ხმის ოპერატორი გარი კუნცევი
ოპერატორი მიხეილ მაღალაშვილი, ავთანდილ გვენცაძე, ვაჟა დემეტრაშვილი, მალხაზ მაისაშვილი
მონტაჟი ნაზი მუხიგულაშვილი
მხატვარი ზაზა ციციშვილი
სტუდია ქართული ტელეფილმი
გამოსვლის თარიღი 1997
ხანგრძლივობა 94 წთ.
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული ენა

ოცნებების სასაფლაო — 1997 წლის ქართული მხატვრული ფილმი. ფილმი გადაღებულია აფხაზეთში და მასში ომის დოკუმენტური კადრებია გამოყენებული. 2015 წელს „ოცნებების სასაფლაოს“ ნეგატივს რესტავრაცია ჩაუტარდა. გოგა ხაინდრავას ცნობილი ნამუშევარის აქამდე ერთადერთი ორიგინალი საფრანგეთში ინახებოდა. „ოცნებების სასაფლაო“ არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმის გმირები აფხაზეთის ომის მონაწილე რეალური პირები არიან. სიკვდილთან შეჯახებამ ძირფესვიანად შეცვალა ახალგაზრდები. მათ მძიმე გამოცდის გავლა მოუხდათ.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნინო მურჯიკნელი
  • ზაზა ციციშვილი
  • ზურაბ ერისთავი
  • ალეკო ცენაძე
  • კახა ხარაიძე
  • გიორგი ნაკაშიძე
  • ბაჩო ბაჩუკიშვილი
  • ავთანდილ სხირტლაძე
  • თამაზ ბერეჟიანი
  • ლაშა ესებუა
  • ზურაბ გორგაძე

პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოქროს მედალი ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1997
  • გრანპრი და კინოკრიტიკოსთა პრემია, შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალ ოქროს არწივზე, 1997
  • უმაღლესი ჯილდო „მსოფლიო კულტურები და ურთიერთგაგება“, ღვინის მწარმოებელი ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალი, სან-ფრანცისკო, 1997
  • გრანპრი და ჟიურის პრიზი „ფიპრესი“, სოჭის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოტავრი, 1997

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]