მესაათე
„მესაათე“ | |
---|---|
ჟანრი | დრამა, დეტექტივი |
რეჟისორი | გიორგი მასხარაშვილი |
პროდიუსერი | გიორგი მასხარაშვილი, გუკა რჩეულიშვილი |
სცენარის ავტორი | გიორგი მასხარაშვილი |
როლებში | გიორგი ნაკაშიძე, დავით გოცირიძე, გიორგი მეგრელიშვილი, გიორგი ტაბიძე |
კომპოზიტორი | Nicka Kacharov |
ხმის ოპერატორი | გვაჯი |
ოპერატორი | გიორგი შველიძე |
მხატვარი | გიორგი მასხარაშვილი |
სტუდია | Studio Sanguko |
გამოსვლის თარიღი | 2011 |
ხანგრძლივობა | 90 წუთი |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
მესაათე — რეჟისორ გიორგი მასხარაშვილის მიერ „Studio Sanguko“–ს[1] 2011 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი.
გახმაურებული მკვლელობების სერია, დაკავებული ბოროტმოქმედი, საბოლოო განაჩენის მოლოდინი - ეს არის დოკუმენტური ფილმის თემა, რომელზეც ირაკლი მუშაობს. რაც უფრო შორს მიდის კვლევა, მით უფრო მზაფრად იკვეთება საზოგადოების როლი სამყაროში უსამართლობის დამკვიდრებასა და თავისუფალი სულის განადგურებაში.[2]
რეჟისორი ფილმის შესახებ: რაც შეეხება “მესაათეს”, ის უფრო რთული ფილმია და ეხება თანამედროვე მსოფლიოს სხვადასხვა სოციუმში არსებულ მენტალურ პრობლემას. მენტალური პრობლემა ყველა ქვეყანაში არსებობს და მას ქმნის ხალხი. ისტებლიშმენტი ყოველთვის თამაშობს ხალხის მენტალობაზე, სოციუმი კი ყლაპავს მათ მიერ გადმოგდებულ პატარ-პატარა ანკესებს და ფილმის გმირები ხშირ შემთხვევაში ეწირებიან ამ თამაშებს.[3]
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი ნაკაშიძე
- დათო გოცირიძე
- გიორგი მეგრელიშვილი
- გიორგი ტაბიძე
- გიორგი მასხარაშვილი
- ლევან ბერიკაშვილი
- ნინო წოწორია
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „Mesaate“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „მესაათე“ — ეროვნული ფილმოგრაფია
- მესათე – სრული ფილმი
- მესაათე – ტრეილერი
- გიორგი მასხარაშვილი, "მესაათე"
- ბროდვეიდან მენტალურ პრობლემებამდე – გიორგი მასხარაშვილი
- კინოკომისია – მესაათე[მკვდარი ბმული]