გიორგი გელოვანი
გიორგი გელოვანი | |
---|---|
დაბადების სახელი | გიორგი გელოვანი |
დაბადების თარიღი |
1 თებერვალი, 1924 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი | 2004 |
საქმიანობა | მსახიობი |
გიორგი გელოვანი (დ. 1 თებერვალი, 1924, თბილისი — გ. 2004) — ქართველი მსახიობი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1945 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1949 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ბიჭიკო (მარიკა ბარათაშვილის „მარინე“), რევაზი (ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ ), მირიანი (პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), გრაფი კენტი (ფრიდრიხ შილერის „მარიამ სტიუარტი“), ლევან ბატონიშვილი (ლევან გოთუას „მეფე ერეკლე“), ალექსანდრე (აქვსენტი ცაგარელის „ოინბაზი–ძველი ვოდევილები“). კინოში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: გიორგი („დავით გურამიშვილი“, 1946 წელი), თორნიკე და ყარაჩოხელი („ქეთო და კოტე“, 1948 წელი), გირშელ ერისთავი („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969 წელი), კოსტა ზარანდია („დათა თუთაშხია“, 1977 წელი), თომა („წიგნი ფიცისა“, 1983 წელი).
1965 წელს მიანიჭეს საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტის წოდება.
ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1944: „ჯურღაის ფარი“ (მეგრელი ჯარისკაცი) რეჟისორები სიკო დოლიძე, დავით რონდელი
- 1946: „დავით გურამიშვილი“ (გიორგი, მეფე ვახტანგ VI-ის ვაჟი) რეჟისორები ნიკოლოზ სანიშვილი, იოსებ თუმანიშვილი
- 1948: „ქეთო და კოტე“ (თორნიკე, ყარაჩოხელი) რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, შალვა გედევანიშვილი
- 1952: „მწვერვალთა დამპყრობნი“ (გია კიბოლანი) რეჟ. დავით რონდელი
- 1954: „ჭრიჭინა“ (სტუმარი) რეჟისორები სიკო დოლიძე, ლევან ხოტივარი
- 1957: „მე ვიტყვი სიმართლეს“ (ჯუმბერი) რეჟ. ლევან ხოტივარი
- 1958: „ორი ოჯახი“ (გოგის ამხანაგი) რეჟ. დავით კანდელაკი
- 1962: „არდადეგებზე“ (გლეხი) რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
- 1966: „მაცი ხვიტია“ (ჯოღორია-მოურავი) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1967: „დიდი მწვანე ველი“ (გეოლოგი) რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
- 1968: „ბზიანეთი“ რეჟ. ლიანა ელიავა
- 1970: „დიდოსტანის მარჯვენა“ (გირშელ ერისთავი) რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, დევი აბაშიძე
- 1971: „მოიტაცეს თამარ ქალი“ (მოქეიფე) რეჟ. ლეილა გორდელაძე
- 1973: „მზე შემოდგომისა“ (მხატვარი) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
- 1978: „დათა თუთახშია“ (კოსტა ზარანდია) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია
- 1984: „სანამ წვიმა გადაივლიდეს“ რეჟ. ქეთევან დოლიძე
- 1985: „მევლუდი“ (თოფან ბეგი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორი ფილმებისა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1959: „ყვავილი თოვლზე“ შოთა მანაგაძესთან, გრიგორ კოლტუნოვთან ერთად. რეჟ. შოთა მანაგაძე