დიდი მწვანე ველი
იერსახე
| „დიდი მწვანე ველი“ | |
|---|---|
![]() | |
| დამდგმელი რეჟისორი | მერაბ კოკოჩაშვილი |
| სცენარის ავტორი | მერაბ ელიოზიშვილი |
| როლებში | დოდო აბაშიძე, ლია კაპანაძე |
| კომპოზიტორი | ნოდარ მამისაშვილი |
| ხმის ოპერატორი | რეფიელ კეზელი |
| ოპერატორი | გიორგი გერსამია |
| მონტაჟი | ჯულიეტა წოწონავა |
| მხატვარი | ვასილ არაბიძე |
| სტუდია | ქართული ფილმი |
| გამოსვლის თარიღი | 1967 |
| ხანგრძლივობა | 90 წუთი |
| ქვეყანა | საქართველოს სსრ |
დიდი მწვანე ველი — რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი. გამოვიდა 1967 წელს.
ფილმში მოთხრობილია მწყემს სოსანას ამბავი, რომელიც სოფლიდან ცოლ-შვილს ველზე ჩამოიყვანს, სადაც ნახირს მწყემსავს. მაგრამ ველზე ნავთობის ჭაბურღილის აღმოჩენის შემდეგ სოსანას ცხოვრებაში ყველაფერი ირევა.
ფილმში მთავარ როლს ასრულებს დოდო აბაშიძე.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმმა მიიღო დიპლომი საუკეთესო რეჟისურისთვის, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის და მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის 1968 წლის ერევნის კინოფესტივალზე.
