კონსტანტინოპოლის მანგანის აკადემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონსტანტინოპოლის მანგანის აკადემია, მანგანის აკადემია — უმაღლესი განათლების კერა, რომელიც 1045 წელს კონსტანტინოპოლში დააარსა კონსტანტინე მონომაქოსმა. აკადემიას ჰქონდა ფილოსოფიური და იურიდიული ფაკულტეტები. ასწავლიდნენ გეომეტრიას, არითმეტიკას, მუსიკას, თეოლოგიას, რიტორიკას, დიალექტიკას, ფიზიკას და მეტაფიზიკას, საერო და საღვთისმეტყველო ისტორიას. კონსტანტინოპოლის მანგანის აკადემია სასწავლებლად იზიდავდა იმჟამინდელი მოწინავე მსოფლიოს ახალგაზრდობას. მათ შორის ქართველებსაც. აქ აღიზარდნენ იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვები. კონსტანტინოპოლის მანგანის აკადემიამ არსებობა შეწყვიტა თურქთა მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]