ამანი (ტოლკინი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ამანი, რომელსაც ასევე „დალოცვილ მიწებს“ უწოდებენ — ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში ერთგვარი კონტინენტი შუახმელეთის დასავლეთით, ბელეგაერის ოკეანეს მიღმა. აქ ცხოვრობდნენ ვალარები და ელფები (მხოლოდ ვანიარები, ნოლდორების და ტელერების ნაწილი). დასავლეთ ნაპირთან მდებარეობდა კუნძული ტოლ ერესეა.

ალმარენის განადგურების შემდეგ ვალარები გადასახლდნენ ამანში და დააარსეს ვალინორის მიწა. ისინი ცდილობდნენ სხვა ხალხებისგან იზოლირებას, ამიტომ დასავლეთ სანაპიროზე შექმნეს მთების დიდი რიგი, სახელწოდებით პელორი. მისი უმაღლესი წერტილი იყო ტანიქუეტილი, მანუესა და ვარდას საცხოვრებელი.

უცნობია რა მიზეზით, მაგრამ პელორის კედლის მიღმა, სხვების დასანახად ვალარებმა დატოვეს ორი მიწა - არამანი (ჩრდ. აღმ.) და ავათარი (Avathar, სამხ-აღმ). უნგოლიანტი სწორედ ავათარიდან შეიპარა წმინდა მიწებზე.

ამანი შუახმელეთს უერთდებოდა ჩრდილოეთიდან, ჰელკარაქსის ვიწრო მიწებით, გზით, რომელსაც მელკორი და ფეანორი იყენებდნენ ბელერიანდში შესაღწევად.

ზოგადი ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელფებს, რომლებიც მოვიდნენ ამანში ხეების წლებში ამანიარებს ან კალაქუენდის უწოდებდნენ - ვინაიდან მათ იხილეს ორი ხის ნათება. ვალარების ჩანაფიქრით, პელორის ნაპრალში, რომელსაც კალაკირია ეწოდებოდა, გადიოდა ხეების ნათება. იგი აღწევდა ელფთა მიწებამდე (ელდამარი, ტირიონი, ალქუალონდე და ტოლ ერესეა).

ფეანორის გადასახლების შემდეგ ნოლდორებს ვალინორში შესვლა აუკრძალეს და იგი დამალული იქნა ისე, რომ მოკვდავები მას ვერ ხედავდნენ. ვალარებმა კალაკირია გაამაგრეს, უფრო აღმართეს პელორი და ნისლოვან ზღვებში მდებარე კუნძულები. ბელერიანდიდან უკვდავ მიწებამდე (ანუ ამანამდე) მიღწევის არაერთ მცდელობას ჰქონდა ადგილი. ასეთ მცდელობებს თითქმის ყველა შეეწირა, თუმცა გადარჩა ვორონვე არანვიონი. ამბობენ, რომ ეარენდილამდე ამანში მხოლოდ ტუორმა შეაღწია - ვალართა ნებით.

უფრო დამტკიცებული ცნობებით, ეარენდილი პირველი იყო, რომელმაც გადალახა კუნძულები სილმარილის ნათების თანხლებით, შედგა ფეხი ვალინორის მიწაზე და ვალარებს შესთხოვა მელკორთან ბრძოლაში დახმარება. ამ მოგზაურობამ შედეგი გამოიღო, ვალარები კვლავ გამოემართნენ მელკორის დასაოკებლად. ამის შემდეგ კუნძულები გააქრეს.

ბელერიანდი დაინგრა და ამანი ჰელკარაქსით შუახმელეთს აღარ უკავშირდებოდა. იქ მოხვედრის ერთადერთ საშუალებად რჩებოდა გემები.

ბელეგაერში აღიმართა კუნძული ნუმენორი. იგი ამანთან საკმაოდ ახლოს მდებარეობდა. ნუმენორი დასახლებული იყო ედაინების მიერ. ამ დროიდან მათ დუნედაინებს უწოდებდნენ. ვალარები შიშობდნენ, რომ ნუმენორელები ამანამდე მიაღწევდნენ, ამიტომ მათ ნუმენორის დასავლეთი მიწებიდან დასავლეთით გამგზავრება აუკრძალეს. საურონის ჩარევის შემდეგ ნუმენორელებმა მაინც დაარღვიეს პირობა და მეფე არ-ფარაზონის წინამძღოლობით ამანისკენ გამოემართნენ. ჯარს წინ დაუხვდა პელორის სპეციალურად ჩამონგრეული ნაწილი და ისინი ხაფანგში აღმოჩნდნენ. ამბობენ, რომ ნაწილი წარმოქმნილი კლდის ქვეშ დასახლდა.

ამიერიდან ვალარები სხვა მიწებისგან გამოყოფისა და დამალვის ახალ ხერხს მიმართავდნენ. ხოლო ელფებისთვის შეიქმნა ცალკე გზა, რომლითაც, როგორც ამბობენ, მხოლოდ რჩეულები შედიოდნენ - მათ შორის ფროდო, ბილბო, შესაძლოა, სემ გემჯი და ჯუჯა გიმლი.

უკვდავება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მტკიცდება, რომ ამანს უწოდებდნენ „უკვდავ მიწებს“ არა იმიტომ, რომ იქ ნებისმიერი არსება უკვდავი ხდებოდა, არამედ იმიტომ რომ იქ უკვდავები ცხოვრობდნენ. ეს ყველაფერი კარგად არის ახსნილი „სილმარილიონის“ ერთ-ერთ თავში, „აკალაბეთში“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]