გეგის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გეგის ქედი, ქედი აფხაზეთის კავკასიონზე, არაბიკა-მამძიშხის ქედის აღმოსავლეთი შტო. გადაჭიმულია არაბიკის მასივის ცენტრალური ნაწილიდან გეგის ხეობამდე. უმაღლესი მწვერვალის სიმაღლე 2655 მ. აგებულია იურული კირქვებით. ახასიათებს რელიეფის კარსტული და გლოციალური ფორმები. კალთების ქვემო და შუა ნაწილი შემოსილია შერეული ფართოფოთლოვანი და მუქწიწვოვანი ტყით, ზემო - სუბალპური და ალპური მდელოებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უკლება დ., ქსე, ტ. 3, გვ. 32, თბ., 1978