ტორონტო რაპტორსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტორონტო რეპტორსი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტორონტო რაპტორსი
Toronto Raptors
ტორონტო რაპტორსი სეზონი 2012–13
ტორონტო რაპტორსი ლოგო
კონფერენცია აღმოსავლეთი
დივიზიონი ატლანტიკის
დაარსდა 1995
ისტორია ტორონტო რაპტორსი
1995-დღემდე
არენა SkyDome
(1995–1999)

Air Canada Centre
(1999–დღემდე)

ქალაქი ტორონტო, ონტარიო, კანადა
გუნდის ფერები წითელი, შავი, ვერცხლისფერი, თეთრი
                   
მფლობელ(ებ)ი Maple Leaf Sports & Entertainment
გენერალური მენეჯერი ბრაიან ქოლანჯელო
მთავარი მწვრთნელი დუეინ ქესი
D-ლიგის კლუბი Bakersfield Jam
ჩემპიონები 0
კონფერენციის ტიტულები 0
დივიზიონის ტიტულები 1 (2006–07)
ოფიციალური საიტი
Kit body torontoraptorsh.png
{{{title}}} jersey
Kit shorts torontoraptorsh.png
გუნდის ფერები
ძირითადი
Kit body torontoraptorsa.png
{{{title}}} jersey
Kit shorts torontoraptorsa.png
გუნდის ფერები
სარეზერვო

ტორონტო რაპტორსი (ინგლ. Toronto Raptors) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც აშშ-ის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გამოდის. რაპტორსი თამაშობს ატლანტიკის დივიზიონში და არის წევრი აღმოსავლეთ კონფერენციის. გუნდის ბაზა მდებარეობს ტორონტოში, (ონტარიო, კანადა). გუნდი დაარსებული იქნა 1995 წელს, და იმ დროიდან ვანკუვერ გრიზლისთან ერთად იყო იმ 2 კანადულ გუნდს შორის, რომელიც NBA მონაწილეობდნენ. ოდნავ მოგვიანებით გრიზლიმ ვანკუვერი დატოვა და მემფისში გადაბარგდა და სახელიც შესაბამისად მემფის გრიზლი დაირქვა 2001 წელს, აქედან მოყოლებული კი რაპტორები არიან ერთადერთი კანადური გუნდი NBA-ში.

როგორც უმეტესი ახლად შექმნილი გუნდი, რაპტორსიც მის პირველ წლებში იბრძოდა. თუმცა მას შემდეგ რაც გუნდმა 1998 წლის NBA დრაფტზე ვინს კარტერი აიყვანა, გუნდმა რამდენიმე დასწრების რეკორდი დაამყარა NBA პლეი-ოფში 2000, 20001 და 2002 წლებში. კარტერი ლიდერობდა გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტ - 47 გამარჯვებიან სეზონს 2001 წელს, სადაც მათ აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარ-ფინალშიც კი გააღწიეს. 2002-03 და 2003-04 წლების სეზონებში, გუნდმა ვერ განიცადა პროგრესი, რის გამოც კარტერი გაშვებული იქნა ნიუ-ჯერსი ნეტსში. კარტერის გადასვლის შემდეგ, გუნდის ლიდერობა კრის ბოშმა აიღო თავის თავზე, მაგრამ გუნდი მაინც აგრძელებდა არეულ ბრძოლას. 2006-07 წლებში, გუნდმა უკანასკნელი 5 წლის მანძილზე პირველად შეძლო პლეი-ოფში გასვლა და ასევე მოახერხეს 47 მოგებით ატლანტიკის დივიზიონის ტიტულის მოპოვება. რაპტორსმა 2007-08 წლებშიც მოახერხა პლეი-ოფში გასვლა, მაგრამ მომდევნო წელს უკვე ვეღარ შეძლეს იგივე წარმატების განმეორება. 2010 წლის ივლისში კი კრის ბოშმაც დატოვა გუნდი და შეუერთდა მაიამი ჰიტის რიგებს, რის შემდეგადაც ახალი გუნდის მშენებლობა დაიწყო.

გუნდის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაპტორსის შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაპტორსი დაარსდა 1993 წლის 30 სექტემბერს, როგორც NBA-ს დამატებითი გუნდი კანადაში. 28-ე გუნდის შექმნის უფლება ტორონტოს ბიზნესმენ ჯონ ბაიტოვს ერგო, რომელმაც 125 მილიონი გადაიხადა საამისოდ. რაპტორსმა, ვანკუვერ გრიზლისთან ერთად პირველი მატჩები 1995 წელს ჩაატარა, რომლებიც პირველი NBA გუნდები იყვნენ კანადის ტერიტორიაზე 1946-47 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც ტორონტო ჰასკისი დაიშალა.

გუნდი განიხილავდა ჰასკისის ზედმეტსახელს, მაგრამ გუნდის მენეჯმენტმა გაანალიზა, რომ ყველაზე კარგი შესაძლებლობა იქნებოდა გუნდს ლოგო გაეკეთებინა, ოღონდ არ სურდათ მთლად მინესოტა ტიმბერვულვზის ლოგოს მსგავსი გაეკეთებინათ. საბოლოოდ, გუნდის ლოგოს, ფერებისა და სახელის შექმნაში საქვეყნო გამოკითხვის შედეგით. 2 000 მეტი ხმა შევიდა 10 პროექტის შესახებ: ბევერსი, ბობკეტსი, დრაგონსი, გრიზლისი, ჰოგსი, რაპტორსი, სკორპიონსი, ტ-რექსი, ტარანტულასი და ტერიერსი. გუნდმა ტორონტო რაპტორსის სახელის შესახებ კანადის სატელევიზიო ეთერით განაცხადა 1994 წლის 15 მაისს. არჩევანი გარკვეულ-წილად დაფუძნებული იყო 1993 წლის პოპულარულ იურიული პარკის ფილმზე. 1994 წლის 24 მაის, გუნდის ლოგო და პირველი გენერალური მენეჯერის - ისაია თომასის პრეს-კონფერენცია შედგა. რაპტორსის ფერებად მუქი წითელი, იისფერი, შავი და ვერცხლისფერი იყო. პირველად რაპტორსი აღმოსავლეთ კონფერენციის ცენტრალურ დივიზიონს დაემატა. სანამ გუნდის ინაუგურაციის სეზონი დაიწყებოდა, გუნდის ატრიბუტიკის გაყიდვებით მე-7 ადგილზე იყო მთლიან ლიგაში, რითაც აღინიშნა, რომ წარმატებული პროფესიონალური კალათბურთის კანადაში დაბრუნების ხალხი ნამდვილად მიესალმებოდა.

როგორც გენერალურმა მენეჯერმა, ისაია თომასმა გუნდის პერსონალი მისი საკუთარი პერსონალით შეავსო, სადაც დიდი ხნის დეტროიტ პისტონსის დამხმარე მწვრთნელი - ბრენდენ მელოუნი რაპტორსის მთავარ მწვრთნელად დანიშნა. გუნდის შემადგენლობა 1995 წლის დრაფტზე როგორც დამატებითი გუნდით - ისე შეივსო. გუნდს პირველი არჩევის უფლება შეხვდა, სადაც ჩიკაგო ბულზის პოინტ გარდი და 3 ქულიანის სპეციალისტი ბი ჯეი არმსტრონგი აირჩია, თუმცა არმსტრონგმა უარი განაცხადა ვარჯიშებისთვის, რის გამოც თომასმა ის გოლდენ სტეიტ უორიორსის კარლოს როჯერსში და ვიქტორ ალექსანდერში გაცვალა.

გუნდს NBA დრაფტის ლატარეაში მე-7 არჩევნის უფლება შეხვდა, რითაც მათსავით 1995 წელს ჩამოყალიბებული კანადური კლუბის - ვანკუვერ გრიზლის შემდეგ აღმოჩნდნენ. თომასმა დემონ სტაუდმაიერი აირჩია.

1995-1999: ახალი გუნდი და მისი ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

SkyDome, ცნობილი როგორც როჯერს ცენტრი 2005 წლიდან, იყო პირველი რაპტორსი ღირებული საშინაო მატჩი 1995-99 წლებში.

NBA-ს პირველ ოფიციალურ თამაშში, ელვინ რობერტსონმა მოიპოვა გუნდის ისტორიაში პირველი ქულები, მაშინ როდესაც 10 ქულა და 10 ასისტენტი მიითვალა სტაუდმაიერმა, 94-79 გამარჯვებაში ნიუ-ჯერსი ნეტსის წინააღმდეგ. გუნდმა ინაუგურაციის სეზონში 21-61 შედეგით დაასრულა, თუმცა შეძლეს ისეთი გუნდის დამარცხება, როგორიცაა ჩიკაგო ბულზი, რომელმაც იმ სეზონში საუკეთესო შედეგი - 72-10 დაასრულა. საშუალო 19.0 ქულით, 9.3 ასისტენტით თითო მატჩში, სტაუდმაიერმა მოიგო 1995-96 წლების „წლის ახალბედის“ ჯილდო.

1996-97 წლების სეზონში, გუნდმა 9 მოგებით გააუმჯობესა წინა სეზონი. მათ დრაფტზე ცენტრი მარკუს კემბი აირჩის 1996 წლის NBA დრაფტზე. სეზონის დასასრულისას, კემბიმ გამოიმუშავა NBA ყველა-ახალბედას გუნდში ადგილი, მაშინ როდესაც სტაუდმაიერი აგრძელებდა ბრწყინვალე თამაშს, სადაც საშუალო 20.2 ქულა, 8.8 ასისტენტი ჰქონდა თითო მატჩში. როგორც წინა სეზონში, ამჯერადაც რაპტორსი იმ 11 თამაშიდან ერთ-ერთი აღმოჩნდა, რომელშიც 1997 წლის მომავალი ჩემპიონი - ჩიკაგო ბულზი დამარცხდა რეგულარულ სეზონში. რაპტორსმა ასევე შეძლო ჰიუსტონ როკეტსის, იუტა ჯაზის და მაიამი ჰიტის დამარცხება, რომლებმაც საბოლოოდ კონფერენციის ფინალში გააღწიეს. მიუხედავად ამისა, გუნდმა საშინელი სეზონი ჩაატარა და საბოლოოდ 15-67 დაასრულა რეგულარული სეზონი.

1997-98 წლების ადრეულ პერიოდში, გუნდი ტრავმების ეპიდემიას უჩიოდა, რის გამოც 17 მატჩიანი ზედიზედ წაგების სერიაც მოხდა. წარუმატებლობის გამო, ისაია თომასი წავიდა გუნდიდან და მის ნაცვლად გლენ გრანუელდი დაინიშნა. თომასის წასვლას, სტაუდმაიერის გაშვება მოჰყვა გუნდიდან. 1998 წლის 13 თებერვალს, ის გაშვებული იქნა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსში უოლტ უილიამსის და კარლოს როჯერსთან ერთად, კენი ანდერსონის, ელვინ უილიამსის, გერი ტრენტის და 2 პირველი რაუნდის არჩევნის სანაცვლოდ. სანამ გაცვლების დრო დამთავრდებოდა, რაპტორსი გახდა ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ლიგაში, რომლის საშუალო ასაკი 24.6 წელი იყო. გუნდში ასევე 5 მოთამაშე იყო, რომელიც პირველ სეზონს ატარებდნენ, მათ შორის 18 წლის ტრეისი მაკგრედი, რომელიც იმ დროს ყველაზე ახალგაზრდა NBA მოთამაშე იყო. მიუხედავად ამისა, რაპტორსმა 16-66 დაასრულა რეგულარული სეზონი.

1998 წლის 12 მარტს, Maple Leaf Gardens Ltd., რომელიც ტორონტო მეიფლ ლივზის მფლობელია ასევე, შეიძინა რაპტორსი, რომელმაც დაიწყო ახალი არენის მშენებლობა - Air Canada Centre, $467 მილიონად.

1999–2002: სამი სეზონის დასწრება და პლეი-ოფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაპტორსი Air Canada Centre-ში 1999 წელს გადავიდა, სადაც NBA დასწრებით მომდევნო 3 სეზონში საუკეთესო შედეგი ანახეს.

1999 წლის NBA დრაფტზე, გრანუელდმა პირველი რაუნდის არჩევნის სანაცვლოდ ჯონათან ბენდერი და ანტონიო დეივისი გაუშვა ინდიანა პეისერსში. დეივისის, ოკლის და უილისის როტაცია კარტერთან და მაკგრედისთან ერთად დაეხმარა გუნდს გაეუმჯობესებინა სეზონი, რითაც არსებობის მანძილზე პირველი პლეი-ოფის საგზური მოიპოვეს. პირველ რაუნდში გასულებს ნიუ-იორკ ნიქსი შეხვდა, სადაც ტორონტო 0-3 დამარცხდა. მიუხედავად ამისა, გუნდმა გააუმჯობესა თამაში კარტერთან ერთად, რომელმაც 2000 წლის NBA ჩატენვების შეჯიბრი მოიგო, რომელმაც ასევე ბევრი ქომაგის შეძენა შეძლო ტორონტოსთვის, ასევე ისეთი ხალხის, რომლებიც ადრე საერთოდ არ იყვნენ კალათბურთის ფანები. ასევე ეს სეზონი იყო პირველი, როდესაც გუნდმა სრულად ითამაშა სეზონი Air Canada Centre-ში, მას შემდეგ რაც პირველი 4 წელი SkyDome-ში ასპარეზობდა. საბოლოოდ რაპტორსმა 45-37 დაასრულა რეგულარული სეზონი.

ვინს კარტერი, არჩეული იქნა მე-5 ნომრად 1998 წლის NBA დრაფტზე, რომელმაც პირველი 6 სეზონი NBA-ში რაპტორსის მაისურით ჩაატარა.

ანალიტიკოსების აზრი გამართლდა, როდესაც რაპტორსი 2001 წლის პლეი-ოფში გავიდა, როდესაც გუნდმა ისტორიის მანძილზე ყველაზე მეტი - 47 გამარჯვება მოიპოვა სეზონში, სადაც პირველ რაუნდში ნიუ-იორკ ნიქსი დაამარცხეს 3-2, რითაც ასევე გუნდის ისტორიის მანძილზე პირველად გავიდნენ აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარ-ფინალში, სადაც ფილადელფია სიქსერსის წინააღმდეგ აღმოჩნდა. სიქსერსს ამ დროს ალან აივერსონი და დიკემბე მატომბო ჰყავდა თავდასხმის ხაზში. ასევე ტორონტო დაბალანსებული გუნდი იყო კარტერთან, ელვინ უილიამსთან და დეივისთან ერთად. სერიის ბედი მე-7 თამაშის უკანასკნელმა წამებმა გადაწყვიტა, როდესაც კარტერმა გამარჯვების მომტანი სროლა ვერ გამოიყენა. კარტერი მოგვიანებით გაკრიტიკებული იქნა, რადგან დაესწრო მის დაჯილდოების ცერემონიას ჩრდილოეთი კაროლინას უნივერსიტეტში, მე-7 თამაშის დილას.

მას შემდეგ რაც 2001 წელს ვანკუვერ გრიზლი გადავიდა ვანკუვერიდან მემფისში, რაპტორსი გახდა ერთადერთი NBA-ში მოასპარეზე კანადური გუნდი. 2001 წელს, გრძელ-ვადიანი კონტრაქტები გაუფორმა გუნდმა ელვინ უილიამსს, ჯერომ უილიამსს, დეივისს, ასევე ყოფილ NBA MVP ცენტრ ჰაკიმ ოლეიუონი გადმოიყვანა გუნდში, რომ კარტერს უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონოდა. NBA All Star შესვენებისას, რაპტორს 29-21 შედეგი ჰქონდა, სადაც კარტერს ყველაზე მეტი ხმა ჰქონდა მიღებული ამ მატჩში მისაღებად, ხოლო ზედიზედ მესამე წელს იღებდა მონაწილეობას. კარტერს პრობლემები შეექმნა მის ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით (ასევე ცნობილი როგორც „მოხტუნავე მუხლი“) , რის გამოც მან NBA All Star თამაში და ასევე სეზონში დარჩენილი ყველა თამაში გამოტოვა. რაპტორსმა გუნდის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშის გარეშე, 13 თამაში წააგო. თუმცა შეძლეს უკანასკნელი 14 მატჩიდან 12-ის მოგება, რითაც რეგულარული სეზონის უკანასკნელ დღეს, შეძლეს პლეი-ოფში გასვლა. სეზონის შემოტრიალება ასოცირდება რაპტორსის საუკეთესო დაცვის თამაშთან, რომელშიც დეივისს და კეონ კლარკს მიუძღვით დიდი წვლილი.

მიუხედავად იმისა რომ გუნდის დაცვითი მხარე ძალიან გაუმჯობესებული იყო, კარტერის თავდასხმითი მხარე გუნდს ძალიან აკლდა პირველი რაუნდის სერიებში, რომელშიც ტორონტოს მოწინააღმდეგე მე-2 ადგილით გასული დეტროიტ პისტონსი იყო. პირველ მატჩში, დეტროიტმა 83-65 დაამატცხა ტორონტო, სადაც ბენ უელასმა 19 ქულა, 20 მოხსნა, 3 ბლოკი და ასევე 3 მოპარვა მიითვალა. დეტროიტმა შეძლო მე-2 მატჩის მოგება და სერიას 2-0 ლიდერობდა, თუმცა ტორონტომ გამოიყენა საშინაო არენის უპირატესობა მომდევნო ორ მატჩში, სადაც შეძლო სერია 2-2 გაეხადა. სერიამ გადამწყვეტ მე-5 მატჩში გადაინაცვლა, რომელიც დეტროიტში ტარდებოდა. თამაშის დასრულებამდე 10.7 წამით ადრე, რაპტორსი 85-82 აგებდა, თუმცა ბურთი ზუსტადაც რომ რაპტორსის ხელში იყო. ჩილდსი ფლობდა ბურთს და ესროლა 3 ქულიანიც, რომელიც საშინლად აცდა ფარს, სადაც ის ასევე ცდილობდა ჯარიმა აეღო და თამაში გაეთანაბრებინა. თამაშის შემდგომ გასახდელში განცხადებულ კომენტარში, ჩილდსი ამტკიცებდა, რომ რაპტორსი 4 ქულით აგებდა და არა 3 ქულით. სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდიდან 39 წლის ოლეიუონი წავიდა, ასევე ჩილდსმა, კლარკმა და ქიურიმ დატოვეს გუნდი, რითაც მისცეს საშუალება ახალი გუნდი აეშენებინათ მომდევნო სეზონისთვის.

2002–2010: ბრძოლის ახალი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002-03 წლების სეზონი იგივე ოპტიმიზმით დაიწყო, რომ რაპტორსი კვლავ შეძლებდა პლეი-ოფში გასვლას. კარტერი 2003 წლის NBA All Star მატჩში, როგორც დამწყები ისე წარსდგა, რომელიც მუხლის ტრავმას ებრძოდა მთელი სეზონი, მაშინ როდესაც დეივისი უინტერესობას გამოხატავდა ტორონტოში ყოფინსა, ხოლო უილკენსი კი გუნდის მოტივაციია ამაღლებას, როგორიც წინა წლებში ჰქონდათ, თუმცა ამაოდ. გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში ტრავმებს ებრძოდა, რითაც რამდენიმეჯერ სარეკორდი მარცხებიც განიცადეს მოთამაშეების არ ყოფნაში გამო. ასევე რაპტორსი გახდა ერთადერთი გუნდი ისტორიაში, რომელიც 12 მოთამაშეს ვერ აგროვებდა თითოეულ მატჩში ტრავმების გამო. უილკენსი გაკრიტიკებული იქნა ადგილობრივი მედიისგან, რომელიც რეპორტიორების თანახმად, ვერ აძლევდა გუნდს იმას რაც სჭირდებოდა, ვერც მოთამაშეებს ეხმარებოდა როცა ეს მათ სჭირდებოდათ. საბოლოოდ გუნდმა რეგულარული სეზონი 24-58 დაასრულა, რის გამოც გუნდის პერსონალმა უმალვე უილკენსის მწვრთნელის პოსტიდან გაშვება გადაწყვიტა. გუნდს 2003 წლის NBA დრაფტზე მე-4 არჩევნის უფლება მიეცა, სადაც მათ ფორვარდი - კრის ბოში აიყვანეს.

მას შემდეგ რაც გუნდმა ვინს კარტერი გაუშვა 2004 წელს, კრის ბოში გახდა გუნდის სახე 2010 წლამდე.

კანადელი კანტრი მუსიკის მომღერალმა შანია ტვეინმა დაიწყო დახმარება გუნდის ახალი წითელი გასვლითი ფორმის რეკლამაში 2003-04 წლების სეზონში. ახალი მაისურით დებიუტი გუნდმა 2003 წლის 29 ოქტომბერს ჩაატარა, სადაც 90-87 მოიგო აღმოსავლეთი კონფერენციის მოქმედი ჩემპიონი - ნიუ-ჯერსი ნეტსი. დეივისი და ჯერომ უილიამსი სეზონის დასაწყისში გაცვლილი იქნა იალენ როუზში და დონიელ მარშალში. სეზონის 50 მატჩის შემდეგ, ტორონტო 25-25 შედეგით, საკმარის პოზიციაზე იყო, რომ გასულიყო პლეი-ოფში. თუმცა მნიშვნელოვანი ფიგურების ტრავმებმა, გუნდი დაბალ საფეხურებზე გაუშვა სატურნირო ცხრილში. როუზი, კარტერი და ელვინ უილიამსი ტრავმებს ებრძოდნენ, რის გამოც დარჩენილ მატჩებში ტორონტომ მხოლოდ 8 გამარჯვების მოპოვება შეძლო და 24 მარცხი განიცადა. ინდივიდუალური კარტერის თამაში რა თქმა უნდა აღსანიშნავია, რომელმას საშუალოდ 22.5 ქულა დააგროვა, ასევე მარშალმა 10.7 მოხსნა, ხოლო ახალბედა ბოშმა კი 11.5 ქულა და 7.4 მოხსნა მიითვალა, რის გამოც ახალბედების პირველ გუნდში იქნა დასახელებული სეზონის ბოლოს. უილიამსის მუხლის ტრავმამ კი, მას კარიერის დასასრულისკენ მიუთითა.

მორის პეტერსონი არჩეული იქნა 2000 წლის NBA დრაფტზე და ჩაატარა 7 სეზონი ტორტონტო რაპტორსის მაისურით, შემდეგ კი ჰორნეტსში გადავიდა.

2004-05 წლების სეზონში, რაპტორსი გადავიდა ატლანტიკის დივიზიონში, რის გამოც რაპტორსმა გუნდის გადახალისება გადაწყვიტა. რაპტორსის პრეზიდენტმა და Maple Leaf Sports & Entertainment-ის მთავარმა ხელმძღვანელმა რიჩარდ პედლიმ გაუშვა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გრანუელდი 2004 წლის 1 აპრილს, რის შემდეგაც გუნდმა უკანასკნელი - მე-8 ადგილი დაიკავა პლეი-ოფში გასასვლელად. გრანუელდის შემდეგ, კევინ ონილი და მისი 4 დამხმარე მწვრთნელი ასევე გათავისუფლებული იქნენ გუნდიდან. რობ ბებკოკი დასახელებული იქნა 2004 წლის 7 ივნისს გუნდის ახალ გენერალურ მენეჯერად, უეინ ემბრი მის მთავარ მრჩეველად და ალექს ინგლიში როგორც მოთამაშეების განვითარების დირექტორად. სემ მიტჩელი - ყოფილი NBA ფორვარდი და მილუოკი ბაქსის დამხმარე მწვრთნელი აყვანილი იქნა გუნდის ახალ მწვრთნელად.

ბებკოკის პირველი სვლა, როგორც გენერალური მენეჯერის იყო დრაფტზე ცენტრი რაფაელ არაუხოს აყვანა, რომელიც მთლიან არჩევაზე მე-8 ნომრად იქნა აყვანილი 2004 წლის NBA დრაფტზე, რის გამოც ანალიტიკოსების და გულშემატკივრების მხრიდან ძალიან დიდი კრიტიკა დაატყდა გუნდს, რადგან უფრო კარგ კონდიციებში მყოფი - ანდრე იგუდალა ზუსტადაც რომ შემდეგი, მე-9 არჩევანი გახდა. ბებკოკმა პოინტ გარდი რაფერ ალსტონი აიყვანა 5 წლიანი კონტრაქტით.

ბებკოკმა აიყვანა პოინტ გარდი რაფერ ელსონი 5 წლის კონტრაქტით. ვინს კარტერის საქველმოქმედო თამაშის შემდეგ, ბებკოკმა მიიქცია მედიას ყურადღება, როდესაც კარტერის აგენტმა მის შესაძლო გაცვლის შესახებ განაცხადა. ტორონტო სანმა, გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც კარტერის გუნდიდან წასვლის შესახებ იყო გაცხადებული. საბოლოოდ კარტერი გაშვებული იქნა შუა-სეზონში, რითაც მისი 6 წლიანი რაპტორსში ყოფნა დასრულდა, მის ნაცვლად კი ტორონტომ ალონსო მურნინგი გადმოიბირა, ერიკ უილიამსთან და აარონ უილიამსთან ერთად ნიუ-ჯერსი ნეტსიდან. მრუნინგმა არჩია არ ეცნობებინა ტორონტოსთვის, რომ მან მაიამი ჰიტი აირჩია და აპირებდა გადასვლას, რაც საბოლოოდ მოახერხა კიდე. უილიამსების დანამატებმა კი გუნდს დაცვითი და მოხსნების მხარე გაუუმჯობესა, თუმცა სეზონის განმავლობაში დიდი არაფერი შეცვლილა. ანალიტიკოსებმა თავიდანვე ივარაუდეს, რომ ეს გაცვლა ბებკოკს ცუდად დაუმთავრდებოდა, რამაც საბოლოოდ მისი სამსახური შეიწირა.

კარტერის წასვლის შემდეგ, ახალი ერა დაიწყო ტორონტოში. ბოში დაწინაურდა და როგორც გუნდის პირველი მოთამაშე ისე მოევლინა გუნდს, სადაც მის მეორე წელსვე ბრწყინვალე თამაში აჩვენა, რომელმაც მე-10 ადგილი დაიკავა ლიგაში დაცვაში ბურთის მოხსნებით. მაშინ როდესაც ბოში ბრწყინავდა პარკეტზე, არაუო ცდილობდა ძირითადში მოხვედრას, რითაც მისი პოპულარულობა ნელ-ნელა უფერული გახდა ქომაგებს და ადგილობრივ მედიაში. მიტჩელის მწვრთნელობის რანგში ჩატარებული პირველივე წელი არცთუ ისე წარმატებული გამოდგა, რომელმაც 11-30 ჩაატარა გასვილითი მატჩები, ხოლო საშინაო 22-19 შედეგით, რაც ცუდ დაცვით თამაშის გამო იყო. ასევე მიტჩელს ჰქონდა პრობლემები ალსტონთან, რომელმაც ღიად განაცხადა ერთ-ერთი მატჩის შემდგომ ინტერვიუში, რომ ის არ არის მიტჩელთან ერთად ბედნიერი. სეზონის მოგვიანებით, ალსტონი 2 მატჩით იქნა მოკვეთილი გუნდიდან „გუნდში ცუდად მოპყრობის გამო“, როდესაც ნარკოტიკის ტესტზე უარი განაცხადა. გუნდმა საბოლოოდ ზუსტად იგივე 33-49 შედეგი აჩვენა, როგორც წინა სეზონში.

რაპტორსის და ნაგეტსის თამაში 2006 წლის 10 მარტს.

რაპტორსი გუნდის გადახალისებას 2005 წლის NBA დრაფტზეც აგრძელებდა, სადაც ჩარლი ვილენუევა, ჯოი გრეჰემი, როკო უკიჩი და უროს სლოკარი აიყვანეს. რაპტორსმა კი სავარჯიშო კამპანია დაიწყო ალსტონის გაყიდვით ჰიუსტონ როკეტსში, მაიკ ჯეიმსის და ხოსე კალდერონის სანაცვლოდ. მიუხედავად მრავალი ახალი მოთამაშისა, 2005-06 წლების რაპტორსის სეზონი იმედგასაცრუებელი იყო. გუნდმა ანტი-რეკორდი დაამყარა ზედიზედ პირელი 9 თამაშის წაგებით, ასევე 15 მატჩი წააგო პირველი 16-იდან. წაგებების ნაკადის შემდეგ, მედიის გავლენის წყალობით გუნდმა გინ კიდი აიყვანეს, როგორც ასისტენტის როლში, რომელსაც ახალგაზრდა რაპტორსის მოთამაშეების განვითარება დაევალა. 2006 წლის 15 იანვარს, რაპტორსმა დაამყარა ქულების რაოდენობით რეკორდი, როდესაც 129-103 მოიგო ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ. რამდენიმე დღის შემდეგ, რაპტორსი დანებდა 18 ქულით ლოს-ანჯელეს ლეიკერსს, სადაც ლეიკერსის სუპერ-ვარსკვლავ კობი ბრაიანტს მისცეს საშუალება 81 ქულა მოეპოვებინა, რომელმაც NBA ისტორიაში, ერთ თამაშში მოპოვებული ყველაზე მაღალი ქულების რეიტინგში მე-2 ადგილი დაიკავა. საბოლოოდ გუნდი ლიგის ფსკერზე მოექცა, რასაც ბებკოკის გაშვება მოჰყვა.

2005-06 წლების სეზონი სულაც აღარ გამოდგა გუნდისთვის საშინელი. ვილენუევამ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა როგორც ფანების, ასევე კრიტიკებისთვისაც, რითაც ის NBA-ს წლის ახალბედა გახდა, რომელმაც ასევე რეკორდი დაამყარა როდესაც 48 ქულა მოაგროვა დამატებით დროში მილუოკი ბაქსის წინააღმდეგ, რაც ყველაზე მაღალი ქულა იყო გუნდის ისტორიაში, რომელიც ახალბედას ჩაეგდო 1997 წლიდან მოყოლებული NBA ისტორიაში. ბოში ასევე დასახელებული იქნა აღმოსავლეთ NBA All Star გუნდში 2006 წელს, როგორც რეზერვი, რითაც გახდა მესამე რაპტორი, ვინს კარტერის და ანტონიო დეივისის შემდეგ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ მატჩში. 2006 წლის 27 თებერვალს, გუნდმა დაასახელა ბრაიან ქოლანჯელო, რომელიც 2004-05 წლების NBA წლის აღმასრულებელი იყო, რაპტორსის პრეზიდენტის და გენერალური მენეჯერის პოსტზე. მიუხედავად ახალი პერსონალისა, გუნდმა სეზონი 27-55 დაასრულა, რაც გუნდის ისტორიაში მე-5 ყველაზე ცუდი შედეგი გახდა.

გუნდმა ბრწყინვალე გაუმჯობესება ანახა 2006-07 წლების სეზონში, როდესაც გუნდის ისტორიაში პიველად ატლანტიკის დივიზიონის ტიტული მოიგო 47-35 შედეგით, რაც წინა სეზონთან შედარებით 20 გამარჯვებით მეტი იყო. თუმცა პლეი-ოფში გასული რაპტორსი ნიუ-ჯერსის ნეტსის წინააღმდეგ აღმოჩნდა, რომელთანაც 2-4 დათმო სერია. მომდევნო 2007-08 წლების სეზონში კვლავ გაიმეორე გუნდმა იგივე წარმატება და ამჯერადაც შეძლო პლეი-ოფში გასვლა 41-41 შედეგით, სადაც ამჯერად ორლანდო მეჯიკის წინააღმდეგ 1-4 დამარცხდა, რაც გუნდის უკანასკნელი პლეი-ოფის მატჩი გამოდგა გუნდისთვის.

2010–დღემდე: გადახალისება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010-11 წლების სეზონის დაწყებამდე, თავისუფალი აგენტებით სავსე იყო ლიგა, სადაც კრის ბოში, დუეინ უეიდი, ლებრონ ჯეიმსი და ამარე სტაუდმაიერი იყვნენ. ბოშმა და ჯეიმსმა მალევე აირჩია მაიამი ჰიტის რიგებში თამაში უეიდთან ერთად. რის შედეგადაც რაპტორსმა 2 პირველი რაუნდის არჩევანი და მაიმისთან გამონაკლისის სახით ჩატარებული გაცვლა მიიღო. ტორონტომ დრაფტზე ედ დეივისი აირჩია. ბოშის პირველი დაბრუნებისას ტორონტოში შეკრებილი მაყურებლები ძალიან ცუდად შეხვდნენ როდესაც „ბუუუ“ გამოძახილით ხვდებოდნენ მის ყოველ ბურთის შეხებას. გუნდმა რეგრესი განიცადა წინა სეზონებისგან განსხვავებით, სადაც 22 თამაშის მოგება შეძლო რეგულარულ სეზონში.

2011-12 წლების სეზონი, დუეინ ქასი, რომელიც დალას მევერიქსის დამხმარე მწვრთნელი იყო, ოფიციალურად დაინიშნა რაპტორსის მწვრთნელად 2011 წლის 21 ივნისს. 2011 წლის NBA დრაფტზე, გუნდმა მე-5 ნომრის არჩევანი ჯონას ვალანციუნასზე გამოიყენა. ეს სეზონი შემოკლებული ჩატარდა 2011 წლის NBA გაფიცვის გამო. მოგვიანებით NBA გუნდებმა და მოთამაშეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რის შედეგადაც 16 მატჩით ნაკლები ჩატარდა და რაპტორსმა საბოლოოდ 23-43 შედეგით დაასრულა.

ლოგო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • SkyDome (1995–1999)
  • Occasional games (1995–1999):
  • Maple Leaf Gardens
  • Copps Coliseum
  • Air Canada Centre (1999–დღემდე)

სეზონის შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთამაშეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახლანდელი შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012–13 ტორონტო რაპტორსი შემადგენლობა
მოთამაშეები მწვრთნელები
პოზ. # სახელი სიმაღლე წონა დ.თ. (წ–თ–დ) საიდან
F 4 ეისი, ქუინსი 6 ft 7 in (2.01 მ) 225 lb (102 კგ) 1990-10-06 Baylor
G/F 6 ანდერსონი, ალან 6 ft 6 in (1.98 მ) 220 lb (100 კგ) 1982-10-16 Michigan State
F/C 7 ბერგნენი, ანდრეა (C) 7 ft 0 in (2.13 მ) 256 lb (116 კგ) 1985–10–26 იტალია
G 8 კალდერონი, ხოსე 6 ft 3 in (1.91 მ) 211 lb (96 კგ) 1981–09–28 ესპანეთი
F 32 დეივისი, ედ 6 ft 10 in (2.08 მ) 232 lb (105 კგ) 1989–06–05 North Carolina
G/F 10 დეროზენი, დემარ 6 ft 7 in (2.01 მ) 216 lb (98 კგ) 1989–08–07 Southern California
G/F 2 ფილდსი, ლენდრი 6 ft 7 in (2.01 მ) 215 lb (98 კგ) 1988–06–27 Stanford
C 34 გრეი, აარონ 7 ft 0 in (2.13 მ) 270 lb (122 კგ) 1984–12–07 Pittsburgh
F/C 15 ჯონსონი, ამირ 6 ft 9 in (2.06 მ) 210 lb (95 კგ) 1987–05–01 Westchester HS (CA)
F 11 კლეიზა, ლინას 6 ft 8 in (2.03 მ) 234 lb (106 კგ) 1985–01–03 მისური
G 3 ლოური, კაილ 6 ft 0 in (1.83 მ) 205 lb (93 კგ) 1986-03-25 Villanova
G 5 ლუკასი, ჯონ 5 ft 11 in (1.8 მ) 165 lb (75 კგ) 1982-11-21 Oklahoma State
G/F 20 პიეტრუს, მიკაელ 6 ft 6 in (1.98 მ) 215 lb (98 კგ) 1982–02–07 საფრანგეთი
G 31 როსი, ტერენს 6 ft 6 in (1.98 მ) 195 lb (88 კგ) 1991-02-05 Washington
C 17 ვალანჩიუნასი, ჯონას 6 ft 11 in (2.11 მ) 231 lb (105 კგ) 1992–06–05 ლიტვა
მთავარი მწვრთნელი
  • დუეინ ქასი
მწვრთნელის ასისტენ(ებ)ი
  • მიკა ნორი
  • ერიკ ჰიუზი
  • სკოტ როთი
  • ჯონი დეივისი
  • ტომ სტერნერი
ათლეტების ტრენერი
  • სკოტ მაკგულაფი

მნიშვნელობები
  • (C) გუნდის კაპიტანი
  • (და) დრაფტზე არ იქნა არჩეული
  • (თა) თავისუფალი აგენტი
  • (დ) დასჯილი
  • (DL) D-ლიგა
  • ტრავმირებული ტრავმირებული

შემადგენლობაოპერაციები
უკანასკნელი ოპერაცია: 2012–08–01

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენერალური მენეჯერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1995 – 1998: ისაია თომასი
  • 1998 – 2004: გლენ გრანველდი
  • 2004 – 2004 (დროებითი): ჯეკ მაკლოსკი
  • 2004 – 2006: რობ ბებკოკი
  • 2006 – 2006 (დროებითი): უეინ ემბრი
  • 2006 – დღემდე: ბრაიან კოლანჯელო

მფლობელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]