ბაქოს მუსიკალური აკადემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უზიერ ჰაჯიბოვის სახელობის ბაქოს მუსიკალური აკადემია
აზერ. Üzeyir Hacıbəyli Adına Bakı Musiqi Akademiyası
Baku Music Academy.JPG
დაფუძნდა 1920 წელს
ატარებს სახელს უზეირ ჰაჯიბეკოვი
ტიპი საჯარო
რექტორი ფარჰათ ბადალბეილი
მისამართი შამსი ბადალბეილის ქუჩა N98, ბაქო, აზერბაიჯანი
ქალაქი ბაქო
ქვეყანა აზერბაიჯანი
ბაქოს მუსიკალური აკადემია — აზერბაიჯანი
ბაქოს მუსიკალური აკადემია
http://musicacademy.edu.az/

უზეირ ჰაჯიბოვის სახელობის ბაქოს მუსიკალური აკადემია (აზერბაიჯანულად: Üzeyir Hacıbəyov adına Bakı Musiqi Akademiyası; სხვა სახელწოდებები: ბაქოს მუსიკალური აკადემია, აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორია და აზერბაიჯანის სახელმწიფო მუსიკალური აკადემია) არის წამყვანი უმაღლესი მუსიკალური საგანმანათლებლო დაწესებულება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. სასწავლებელი 1920 წელს დაარსდა ბაქოში და მაშინ მას კონსერვატორია ეწოდებ

ოდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920 წელს აზერბაიჯანელმა კომპოზიტორმა უზეირ ჰაჯიბეიოვმა დაიწყო მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა ხალხში კლასიკური მუსიკის პროპაგანდას. აზერბაიჯანის განათლების სახალხო კომისარიატში (განათლების სამინისტროს ადრეული საბჭოთა ანალოგი) წარდგენილმა მოხსენებამ მაღალი დონის მუსიკალური საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნის შესახებ, მისი წინადადება მიიღო. გამოიწვია. ამრიგად, აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორია დაარსდა 1920 წლის 25 მაისს. [1] ჰაჯიბეიოვი გახდა სასწავლებელის პირველი მმართველი. 1920-იან წლებში მან დააარსა აღმოსავლეთის განყოფილება, სადაც აზერბაიჯანულ ხალხურ მუსიკას ასწავლიდნენ როგორც ტრადიციულად (ზეპირად), ასევე ევროპული მეთოდებით, ანუ ნოტების გამოყენებით. კომპოზიტორ მუსულმ მაგიომაევთან ერთად მან შეიმუშავა სახელმძღვანელო, რომელიც აზერბაიჯანულ ხალხურ სიმღერებს შეიცავდა. წიგნი მოგვიანებით, 1927 წელს გამოიცა. 1939 წელს ჰაჯიბეიოვი დაინიშნა კონსერვატორიის ხელმძღვანელად.

1930 წელს ბაქოს წმინდა თადეოზისა და ბართლომეს სახელობის სომხური საკათედრო ტაძარი დაანგრიეს, რაც ადრეული საბჭოთა ათეისტური პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენდა, ამ ადგილას მოგვიანებით აკადემიის ახალი შემობა ააშენეს.

აზერბაიჯანში ეროვნული მუსიკალური განათლების სისტემაში დასავლური და რუსული მოწინავე მუსიკალური მიღწევების ინტეგრირების გზით, ჰაჯიბეოვმა მოკლე დროში მოახერხა გამოჩენილი კომპოზიტორების, პროფესიონალი შემსრულებლებისა და მომღერლების მომზადება, რომლებიც დღეს აზერბაიჯანის ეროვნულ მუსიკას ჰქმნიან.

მეორე მსოფლიო ომის დროს კონსერვატორიის აღმასრულებლებმა მოაწყვეს ასობით კონცერტი სამხედრო ნაწილებისა და ჯარისკაცებისთვის, რომლებიც საავადმყოფოებში იყვნენ განთავსებულები.[2] სასწავლებელმა შემოიერთა მრავალი დაწესებულება, მათ შორის: 1931 წელს ბულბულის სპეციალიზირებული საშუალო მუსიკალური სასწავლებელი, 1980 წელს მუსიკალური სტუდიის სკოლა და 1984 წელს მამედოვას საოპერო სტუდია.[3] ტარზან აჰმად ბაკიხანოვი, ახსან დადაშოვი, ბაბა სალახოვი, ბაჰრამ მანსუროვი, აგასი მაშადიბეიოვი, საიდ რუსტამოვი, ეს ის ხალხია, რომელბაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს აზერბაიჯანის ხალხური მუსიკის განვითარებაში. ისინი ბაქოს მუსიკალური აკადემიის ღირსეული წარმომადგენლები არიან.

ბაქოს მუსიკალურ აკადემიაში

1991 წელს მას ეწოდა ჰაჯიბეოვის სახელობის ბაქოს მუსიკალური აკადემია.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემია შედგება სამი ფაკულტეტისა და თვრამეტი განყოფილებისგან, არსებობს სამაგისტრო და სადოქტორანტულო სწავლებებიც. აკადემიაში არსებობს სპეციალური განყოფილებები: ბულბულის სახელობის სპეციალური სამუსიკო სკოლა (1931 წლიდან), მუსიკალური სკოლა-სტუდია (1980 წლიდან) და მამედოვას სახელობის ოპერის სტუდია (1984 წლიდან). სასწავლებელი მოიცავს ასევე 2 სამეცნიერო ლაბორატორიასაც. 2002 წლისთვის აკადემიის ბიბლიოთეკაში 235 000 წიგნი იყო დაცული.

კონსერვატორიის ძირითადი სპეციალობები მოიცავს: სპეციალობა პიანისტი, აზერბაიჯანული ხალხური მუსიკის ისტორია და თეორია, სიმებიანი ინსტრუმენტები, ჩასაბერი და დასარტყამი ინსტრუმენტები, ვოკალი, კომპოზიცია, მუსიკის ისტორია, მუსიკის თეორია, გუნდის დირიჟორი, ხალხური საკრავები და კამერული ანსამბლი. ბაქოს მუსიკალურ აკადემიას განსაკუთრებული როლი აქვს აზერბაიჯანული მუსიკალური კულტურის განვითარებაში. სხვადასხვა წლებში აქ ასწავლიდნენ ცნობილი მუსიკოსები, კომპოზიტორები, პედაგოგები: უ. ჰაჯიბეოვი, ბულბული, შ. მამედოვა, ბ. კარაგიჩევა, გ. შაროევი, ლ. რუდოლფი, ლ. რასტრაპოვიჩი, გ. გარაევი, ს. ჰაჯიბეოვი, ჯ. ჯაჰანგიროვი, ს.რუსტამოვი, პ.ბრენერი, რ.ათაკიშიევი და ე. საფაროვა.

იხილეთ აგრეთვე:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Baku Academy of Music: History (1920-1939) Archived 2007-03-21 at the Wayback Machine Musakademiya.musigi-dunya.az. Retrieved 30 December 2006
  2. Baku Academy of Music: History (1939-1956) Archived 2004-11-21 at the Wayback Machine Musakademiya.musigi-dunya.az. Retrieved 30 December 2006
  3. Baku Academy of Music: Divisions Archived 2007-02-21 at the Wayback Machine. Musakademiya.musigi-dunya.az. Retrieved 30 December 2006