აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Azərbaycan Kənd Təsərrüfatı İnstitutu, Azərbaycan Kənd Təsərrüfatı Akademiyası და Azərbaycan Dövlət Aqrar Universiteti
დაფუძნდა 15 მაისი, 1929[1]
ატარებს სახელს სამედაღა აღამალიოღლუ
ტიპი უნივერსიტეტი
სტუდენტი 5 524
მდებარეობა აზერბაიჯანი
ქვეყანა აზერბაიჯანი
http://adau.edu.az, http://adau.edu.az/ru/ და http://adau.edu.az/en/
აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა

აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აზერ. Azərbaycan Dövlət Aqrar Universiteti) — საჯარო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში. უნივერსიტეტში 5000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, ხოლო აკადემიური პერსონალის რაოდენობა 560 ადამიანს აღემატება. უნივერსიტეტში 8 სკოლა ფუნქციონირებს. აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრი არსებობს ყაზახის რაიონშიც, სადაც 500 სტუდენტი სწავლობს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასმსუ-ის ექსპერიმენტული ფერმა

პირველი უმაღლესი სკოლა, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1919 წლის სექტემბერში დაარსდა, ხოლო მეორე უმაღლესი სკოლა - ბაქოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი - 1920 წლის 16 ნოემბერს. 18 დეკემბერს ინსტიტუტში 5 ფაკულტეტი, მათ შორის სოფლის მეურნეობის ფაკულტეტიც ჩამოყალიბდა, რასაც სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა მომზადება მოჰყვა. სოფლის მეურნეობის ფაკულტეტის პირველ დეკანად აგრონომი ნ.ა. ლებედევი დაინიშნა. 1921-1929 წლებში სოფლის მეურნეობის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ვლადიმირ პავლოვი სმირნოვ-ლოგინოვი იყო. ინსტიტუტი ფართო სპეციალობის ინჟინრებს ამზადებდა სოფლის მეურნეობის, სამოქალაქო ინჟინერიის, ელექტრომექანიკურ, ეკონომიკისა და ნავთობმოპოვებით სფეროებში.

1929 წლის 15 მაისს აზერბაიჯანის ეროვნული კომისრის გადაწყვეტილებით ბაქოში აზერბაიჯნაის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი დაარსდა, რომელმაც 1931 წელს განჯაში გადაინაცვლა.

უნივერსიტეტის რექტორი იბრაჰიმ ჰასან ოღლუ ჯაფაროვი

1940 წელს ინსტიტუტის იუბილე აღინიშნა, რამაც დიდი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის წარმოებისა და მეცნიერების შემდგომ განვითარება. სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოთა პრეზიდიუმის ბრძანებით, ინსტიტუტში დასაქმებულთა ჯგუფი მედლებითა და ორდენებით დაჯილდოვდა.

1995 წლის 16 მაისის სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოთა პრეზიდიუმის ბრძანებით აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო მედლით დაჯილდოვდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის ივნისის ბრძანებით აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტს აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის აკადემია ეწოდა. აკადემიას სახელი მინისტრთა საბჭოს 2009 წლის 4 აპრილის მბრძანებით შეეცვალა და აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტად იწოდა.

შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის ინოვაციური ცენტრი

აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა 1897 წელს აიგო და ათათურქის ქუჩაზე, 276 ნომერში მდებარეობს. თავდაპირველად შენობაში ადგილობირივი მმართველობის ორგანო იყო განთავსებული. 1908 წელს შენობა განჯის გუბერნიის გუბერნატორის რეზიდენციად გადააკეთეს. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობისას, დედაქალაქი განჯა იყო და ეს შენობა კვლავ ფუნქციონირებდა, შენობაში პარლამენტის შეხვედრები იმართებოდა. შენობის მახლობლად ძველი ისტორიულ-არქიტექტურული სტილით ნაგები შენობა მდებარეობს, რომელშიც აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მუზეუმია განთავსებული.[2]

პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულება ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტია. 2012 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრის საბჭომ უნივერსიტეტს აკრედიტაცია მიანიჭა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://adau.edu.az/az/page/universitetin-tarixi/
  2. Azərbaycan Demokratik Respublikası Gəncə Təşkilatının yerləşdiyi bina Azerbaijani (17 May 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ნოემბერი 2019. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი 2019.