ბულბული (მომღერალი)
ბულბული | |
---|---|
აზერ. Bülbül | |
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | მურთუზა მაშადი რზა ოღლი მამედოვი |
დაბ. თარიღი | 22 ივნისი, 1897[1] |
დაბ. ადგილი | სოფელი ხან-ბაღი, შუშის მაზრა |
გარდ. თარიღი | 26 სექტემბერი, 1961[1] (64 წლის) |
გარდ. ადგილი | ბაქო |
დასაფლავებულია | საპატიო ხეივანი |
ჟანრ(ებ)ი |
მომღერალი-ხანენდე, ოპერის მომღერალი, მუსიკადმცოდნე-ფოლკლორისტი, მუსიკის პედაგოგი |
ბულბული ვიკისაწყობში |
ბულბული (აზერ. Bülbül, დაბადების სახელი — მურთუზა მაშადი რზა-ოღლუ მამედოვი; დ. 18 ივნისი, 1897 — გ. 26 სექტემბერი, 1961) — აზერბაიჯანელი საბჭოთა საოპერო მომღერალი (ლირიკული და დრამატული ტენორი), მუსიკოსი, ფოლკლორისტი, პედაგოგი. სსრკ სახალხო არტისტი (1938). სტალინური პრემიის ლაურეატი (1950). აზერბაიჯანის ეროვნული მუსიკალური თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბულბული დაიბადა 1897 წლის 22 ივნისს (სხვა წყაროების მიხედვით — 12 ივნისს[2]) ელიზავეტპოლის გუბერნიის შუშის მაზრის სოფელ ხან-ბაღიში. ადრეული ბავშვობიდან იგი ცნობილი იყო უჩვეულო მუსიკალური შესაძლებლობებით, რისთვისაც მან მიიღო მეტსახელი „ბულბული“ (ქართულადაც იგივეს ნიშნავს). შემდგომში მომღერალმა იგი სასცენო სახელად აირჩია.
1909 წელს გადავიდა განჯაში. სცენაზეა 1916 წლიდან. თავისი კარიერა დაიწყო როგორც ხალხურმა მომღერალმა, ასრულებდა აზერბაიჯანულ მუღამებსა და ხალხურ სიმღერებს.
1920-იან წლებში იყო განჯის მუსიკალური და თეატრალური საქმეების ორგანიზატორი.
1920 წლიდან იყო აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრის სოლისტი (დღევანდელი აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი). იგი ცნობილია როგორც საკონცერტო მომღერალი.
1921 წელს იგი შევიდა, ხოლო 1927 წელს დაამთავრა ბაქოს კონსერვატორია (ნ. ი. სპერანსკის კლასი). 1927-1931 წლებში სტაჟირებას გადიოდა მილანის ლა სკალას თეატრში ჯ. ანსელმთან და რ. გრანთან.[3]
ბულბული პირველი აზერბაიჯანელია, რომელიც 1933 წელს მოსკოვში პიანისტების, მევიოლინეების და ვოკალისტების პირველი სრულიად საკავშირო კონკურსის ლაურეატი გახდა.
ბულბული პირველი ვოკალისტია, რომელმაც კონკრეტული აღმოსავლური სიმღერებიდან გადაინაცვლა ევროპულ სასიმღერო სკოლაზე და აზერბაიჯანული ეროვნული სიმღერის საუკეთესო ტექნიკის სინთეზირებით რუსულ და ევროპულ სკოლასთან, შექმნა ახალი ვოკალური სკოლა აზერბაიჯანში.
1961 წელს, მომღერლის გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე, მისი კონცერტი გაიმართა შუშაში, რომელსაც ესწრებოდა ათასობით მაყურებელი შუშის რაიონის სხვადასხვა სოფლებიდან. ბულბული გარდაიცვალა 1961 წლის 26 სექტემბერს. დაკრძალეს ბაქოში, საპატიო ხეივანში.
-
აზერბაიჯანის სამახსოვრო მონეტა[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 IMSLP — 2006.
- ↑ БЮЛЬ-БЮЛЬ в энциклопедии музыки. www.musenc.ru. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2021
- ↑ Большая Российская энциклопедия: В 30 т. / Председатель науч.-ред. совета Ю. С. Осипов. Отв. ред С. Л. Кравец. Т. 4. Большой Кавказ — Великий канал. — М.: Большая Российская энциклопедия, 2006. — 751 с.
- ↑ 1992-2010-cu illərdə dövriyyəyə buraxılmış sikkələr დაარქივებული 2010-01-19 საიტზე Wayback Machine.
- დაბადებული 22 ივნისი
- დაბადებული 1897
- გარდაცვლილი 26 სექტემბერი
- გარდაცვლილი 1961
- საბჭოთა მომღერლები
- აზერბაიჯანელი მომღერლები
- XX საუკუნის მომღერლები
- ლენინის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- აზერბაიჯანელი ფოლკლორისტები
- აზერბაიჯანელი ტენორები
- აზერბაიჯანის სსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- აზერბაიჯანის სსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- აზერბაიჯანის სსრ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები