აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ფაილი:ADNSU.jpg
დაფუძნდა 1920
ატარებს სახელს მეტად ჰაჯიბეკოვი
ტიპი უნივერსიტეტი
რექტორი Vazeh ASGAROV
სტუდენტი 10 092
ქვეყანა აზერბაიჯანი
კავშირები ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[1] და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[2]
http://www.asoa.edu.az/en/

აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილი აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო აკადემია[3] (აზერ. Azərbaycan Dövlət Neft və Sənaye Universiteti) — მესამეული საგანმანათლებლო ინსტიტუტი აზერბაიჯანში, ბაქოში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის მთავარი შენობა

1887 წელს ბაქოში პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დასაარსებლად სამუშაოები დაიწყო. 1920 წლის 14 ნოემბერს, წითელი არმიის შეჭრის შემდეგ აზერბაიჯანის სსრ-ის ახალი მთავრობის გადაწყვეტილებით ბაქოს პოლიტექნიკური უნდა დახურულიყო და ის ბაქოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს უნდა ჩაენაცვლებინა. ახალი სკოლა ინჟინრების წვრთნასა და მრეწველთა რაოდენობის გაზრდაზე იყო ორიენტირებული. 1923 წელს სკოლა პირველმა სტუდენტებმა დაამთავრეს. 1927 წლისთვის კურსდამთავრებულთა რაოდენობა 289-მდე გაიზარდა.

1993 წელს სკოლის მოდელი დასავლურ მოდელს დაუახლოვდა. 2015 წელს, პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, უნივერსიტეტს აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეწოდა.

ფაკულტეტები და სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის რექტორი — მუსტაფა ბაბა ბაბანლი

უნივერსიტეტში რვა ფაკულტეტი ფუნქციონირებს: გეოლოგიისა და გამოკვლევის ფაკულტეტი, ბუნებრივი აირის, ნავთობისა და მადნეულის ფაკულტეტი, ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი, პეტრო-მექანიკის ფაკულტეტი, ენერგეტიკის ფაკულტეტი, წარმოების პროცესების ავტომატიზაციის ფაკულტეტი, ინჟინერიის ეკონომიკის, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი და სამრეწველო ორგანიზაციათა სამუშაო ძალის სპეციალიზაციისა და განათლების ფაკულტეტი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დასავლეთის სხვადასხვა უნივერსიტეტთან თანამშრომლობს, განსაკუთრებით, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომელთანაც ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის განვითარებაზე მუშაობს.[4]

აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსი ბაქოში, თავისუფლების მოედანზე მდებარეობს. უნივერსიტეტის საქმიანობას პროტექტორები უძღვებიან, რომელთაც სამეცნიერო საბჭო და რექტორი, მუსტაფა ბაბანლი ხელმძღვანელობენ.

აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სამოღვაწეო სფეროებია: გეოლოგიური ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები, მეტალურგიული ინჟნერია, ჰიდროგეოლოგიური ინჟინერია, გეოფიზიკური ინჟინერია, სამთო-მომპოვებელი ინჟინერია, ნავთობისა და ბუნებრივი აირის კონსტრუქციათა ინჟინერია, გამათბობელი ენერგეტიკის ინჟინერია, ტექნოლოგიური აპარატურის ინჟინერია, ელექტრული ინჟინერია, ელექტრონიკა, კომუნიკაციებისა და რადიოტექნიკური ინჟინერია, მექატრონიკისა და რობოტექნოლოგიური ინჟინერია, მექანიკური ინჟინერიას, ინფრომაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების ინჟინერია, მეტროლოგია, სტანდარტიზაციისა და სერთიფიკაციის ინჟინერია, ქიმიური ინჟინერია, მენეჯმენტი და მარკეტინგი.

1931 წელს უნივერსიტეტს აზერბაიჯანის სსრ-ის შრომის წითელი დროშის ორდენი გადაეცა, ხოლო 1940 წელს შრომის წითელი დროშის ორდენი.[5] უნივერსიტეტი არის კავკასიის უნივერსიტეტთა ასოციაციის წევრი.[6]

საერთაშორისო ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი

აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობები მოიცავს შემდეგ სივრცეებს: უცხო ქვეყნებისთვის სამეცნიერო პოერსონალისა და სპეციალისტების მომზადება; პროფესორ-მასწავლებელთა აქტიურობა უცხო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, სტუდენტთა, მაგისტრთა და პოსტ-დოქტორანტ სტუდენტთა განათლება; საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა; უცხო ქვეყნების უნივერსიტეტებთან ორმხრივი კოოპერაცია. ბაქოში უცხოური უნივერსიტეტების მისიათა კოოპერაცია. საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობა. საერთაშორისო საუნივერსიტეტო ასოციაციებთან კოლაბორაცია. აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებთან, მათ შორის: ჯორჯიის სახელმწსიფო უნივერსიტეტთან (აშშ), ზიგენის უნივერსიტეტთან (გერმანია), პლოექტის ნავთობისა და ბუნებრივი აირის უნივეერსიტეტთან (რუმინეთი), ტრონჰეიმის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (ნორვეგია), რუსეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (რუსეთი), გენუის უნივერსიტეტთან იტალია), ნიცის სოცია-ანტიპოლისის უნივერსიტეტთან (საფრანგეთი), ათენის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტთან (საბერძნეთი), ხაზარის ტექნოლოგიისა და ინჟინერიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ყაზახეთი) და ა.შ.[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://eua.eu/about/member-directory.html
  2. https://web.archive.org/web/20221123144401/https://www.auf.org/les_membres/nos-membres/
  3. "Azərbaycan Dövlət Neft Akademiyasının adının dəyişdirilməsi haqqında" Azərbaycan Respublikası Prezidentinin 3 sentyabr 2015-ci il tarixli Sərəncamı. president.az, 03.09.2015
  4. Gary McKillips, "Teach a Man to Fish დაარქივებული September 1, 2006, საიტზე Wayback Machine. ", The State of Business (Georgia State University), Fall 2001, accessed on April 14, 2006
  5. ISBN 978-5-85270-324-8
  6. Tüm Uyeler. kunib.com
  7. About ASOIU en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-22. ციტირების თარიღი: 2018-10-29