აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Azərbaycan Dövlət Dillər İnstitutu და Азербайджанскі педагагічны інстытут моў
Инязбаку.JPG
დაფუძნდა 1973
ტიპი უნივერსიტეტი
რექტორი ქამალ აბდულა
მდებარეობა აზერბაიჯანი
ქვეყანა აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტი — აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტი
http://adu.edu.az/en/index.php
აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტი

აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტი (აზერ. Azərbaycan Dillər Universiteti) — საჯარო უნივერსიტეტი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. უნივერსიტეტში 700-ზე მეტი ლექტორი 4000 ბალავრსა და 900 მაგისტრანტს ასწავლის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის შენობა

უნივერსიტეტის ჩამოყალიბების ისტორია იწყება 1937 წლიდან, როდესაც აზერბაიჯანის პედაგოგიკური ინსტიტუტის უცხო ენათა სკოლა გაიხსნა. 1940 წელს აზერბაიჯანის სსრ-ის კომუნისტური პარტიის გადაწყვეტილებით, უცხო ენათა ინსტიტუტი ცალკე შეიქმნა თუმცა მეორე მსოფლიო ომში ჩართვისთანავე, ის მაშინვე აზერბაიჯანის პედაგოგიკურ ინსტიტუტს მიუერთეს. ომის დასრულების შემდე აზერბაიჯანის სსრ-ის მთავრობის გადაწყვეტილებით, 1948 წელს აზერბაიჯანის უცხო ენათა ინსტიტუტი შეიქმნა, თუმცა აღნიშნული ინსტიტუტი 1959 წელს აზერბაიჯანის რუსული ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტს მიუერთეს. საბოლოოდ, 1973 წელს აზერბაიჯანის უცხო ენათა პედაგოგიკური ინსტიტუტი ჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი. 1996 წელს მას აზერბაიჯანის ენათა სახელმწიფო ინსტიტუტი ეწოდა, ხოლო [[[2000]] წელს ინსტიტუტს უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა და აზერბაიჯანის ენათა უნივერსიტეტად იწოდა.

უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირის აქვს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციასთან. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სამეცნიერო ცენტრები და ლაბორატორიები. საგანმანათლებლო რეფორმების შემდეგ აზერბაიჯანის ენათა უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტი იყო, რომელიც მთლიანად საკრედიტო სისტემაზე გადავიდა. უნივერიტეტი ურთიერთთანამშრომლობს თურქეთის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და ევროპის სხვა სახელმწიფოთა უნივერსიტეტებთან.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის რექტორი - ქამალ მეჰდი აბდულაიევი

უნივერსიტეტის სტრუქტურა შემდეგნაირია: უნივერსიტეტს რექტორი ხელმძღანელობს, რომელსაც 5 პროტექტორი/ვიცე-რექტორი ჰყავს: აკადემიურ საქმეთა, სამეცნიერო საქმეთა, საერთაშორისო ურთიერთობათა, განვითარების საქმეთა და ზოგად საქმეთა ვიცე-რექტორები. რექტორს ჰყავს 5 მრჩეველიც: სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმეთა, მულტიკულტურალიზმთან დაკავშირბეულ საქმეთა, ლოჯისტიკისა და ფინანსური საკითხების, სააღმსრულებლო კონტროლისა და სოციალურ საქმეთა საკითხებში.

უნივერსიტეტში 5 დეპარტამენტი ფუნქციონირებს: რეგიონული კვლევებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლა; ფილოლოგიისა და ჟურნალისტიკის სკოლა; თარგმნის სკოლა; სამომავლო განათლების სკოლა და სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა.

ცნობილი კურსდამთავრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის ცნობილ კურსდამთავრბეულებს შორის არიან: ნოვრუზ მამედოვი — აზერბაიჯანის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, აზად რაჰიმოვი — აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, აბულფაზ ყარაევი — აზერბაიჯანის კულტურუსია და ტურიზმის მინისტრი, ნაზიმ სამადოვი — აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე, რაფიქ შამილოღლუ — მწერალი და სახელმწიფო მოღაწე, ვაგიფ სადიგოვი — დიპლომატი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი იტალიაში, ფარმან ისმაილოვი — ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი, ტოფიგ ნაბასგულიევი — ლინგვისტიკის მკვლეავრი, ხაზარის უნივერსიტეტის სალექსიკონო და საენციკლოპედიო ცენტრის დირექტორი, მინირა ყარაევი — აზერბაიჯანის ქალთა ასოციაციის პანელის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი, ვალე ჰაჯილარი — თბილისდის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი და პროფესორი.

ღონისძიებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის ენათა უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტისა და თარგმნის ფაკულტეტის ხელმძღვანელობით ხოჯალის ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებით ღონისძიებათა სერია იმართება. 2018 წლის 17 დეკემბერს უნივერსიტეტის რექტორი ინდონეზიის დელეგაციას სეხვდა. ორივე მხარის დელეგაციებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]