შინაარსზე გადასვლა

აზერბაიჯანის უნივერსიტეტი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანის უნივერსიტეტი
Azərbaycan Universiteti
დევიზი

აირჩიე შენი მომავალი დღეს

(Gələcəyini bu gün seç)
დაფუძნდა 1991
ტიპი კერძო
რექტორი საადატ ალიევა
ქალაქი ბაქო
ქვეყანა აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის უნივერსიტეტი — აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის უნივერსიტეტი
http://www.au.edu.az/

აზერბაიჯანის უნივერსიტეტი (აზერ. Azərbaycan Universiteti; AU) — კერძო სასწავლო დაწესებულება ბაქოში, აზერბაიჯანში.[1]

აზერბაიჯანულ კერძო უმაღლეს სასწავლებლებს საფუძველი სწორედ აზერბაიჯანის უნივერსიტეტმა ჩაუყარა. აზერბაიჯანის პირველი კერძო უნივერსიტეტი - აზერბაიჯანის უნივერსიტეტი დაარსდა 1991 წელს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ სალაჰადინ ხალილოვის მიერ.

სახელმწიფო უმაღლესი საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილებით აზერბაიჯანის უნივერსიტეტი ოფიციალურად დარეგისტრირდა როგორც სასწავლებელი 1993 წლის 3 მარტს, ხოლო 1993 წლის 8 აპრილს, განათლების სამინისტროს კოლეგიის გადაწყვეტილებით, მიენიჭა N01 ხარისხის სერთიფიკატი.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 4 მარტის No 72 გადაწყვეტილებით უნივერსიტეტი დარეგისტრირდა როგორც აზერბაიჯანის არასახელმწიფო სასწავლო დაწესებულება და ინგლისურენოვანი გიმნაზია, მას ასევე მიენიჭა კოლეჯის სტატუსი.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს აკრედიტაციის კომისიის გადაწყვეტილებით, იგი 2009 წლის 24 თებერვლის No 213 ბრძანებით, ის კვლავ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდა. მოგვიანებით, განათლების მინისტრის No929 ბრძანების მიხედვით უნივერსიტეტს ეს სტატუსი დამატებით ხუთი წლით შეუნარჩუნდა. 2016 წლის 24 თებერვალს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ ნება დართო აზერბაიჯანის უნივერსიტეტს უმაღლესი სასწავლებლის სტატუსით განუსაღვრელი ვადით ემუშავა.

აკადემიური ინფორმაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტში 19 განყოფილებაზე 1 099 სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტში სწავლება სამ ენაზე: აზერბაიჯანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე მიმდინარეობს. ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატის სტუდენტები დამატებით, მეორე უცხო ენას სწავლობენ, რომელთა შორის ინგლისურის გარდა შეიძლება იყოს: ფრანგული, გერმანული, არაბული და თურქული. მეორე უცხო ენას სტუდენტები თავიანთი სურვილიდან გამომდინარე ირჩევენ.

  • სალაჰადინ ხალილოვი - აზერბაიჯანის უნივერსიტეტის რექტორი 2007 წლამდე.
  • აკიფ მუსაევი - აზერბაიჯანის უნივერსიტეტის რექტორი 2007 წლიდან 2011 წლამდე.
  • ასლან გაჰრამანლი - აზერბაიჯანის უნივერსიტეტის რექტორი 2011-2012 წლებში.
  • ელდარ გაჰრამანოვი - 2012 წლის 1 მაისიდან - 2015 წლის 26 იანვრამდე აზერბაიჯანის უნივერსიტეტის რექტორი.
  • ფარიდ აჰმადოვი - 2015 წლის 28 იანვრიდან - 2017 წლის 13 მარტამდე აზერბაიჯანის უნივერსიტეტის რექტორი.
  • საადატ ალიევა - 2017 წლის 13 მარტიდან - დღემდე უნივერსიტეტის რექტორია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. http://binegedi-ih.gov.az/page/112.html